კასპერ შმეიხელის კომენტარი ხორვატიასთან მატჩის შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედიფნალში დანია ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

დანიელთა მეკარემ, კასპერ შმეიხელმა (დასახელდა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად), რომელმაც ჯერ მატჩის დროს ლუკა მოდრიჩს თერთმეტმეტრიანი აუღო, ხოლო შემდეგ ნახსენებ სერიაში ორი პენალტი მოიგერია, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“უცნაური გრძნობა მაქვს. თან ძალიან იმედგაცრუვებული ვარ და თან ვამაყობ ჩვენი ასეთი გამოსვლით. ნამდვილად გვქონდა რეალური შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. ვფიქრობ, მეორე ნახევარში უკეთესი გუნდი დანია იყო. რთულია, რომ ყველა ემოცია სიტყვებში ჩაატიო,” – ამბობს შმეიხელი.

მოდრიჩი: “მთელი დილა იმას ვსწავლობდი, როგორ გამეტანა შმეიხელისთვის პენალტი”

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ხორვატიამ დანიას სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 116-ე წუთზე, მაშინ, როცა ანგარიში 1-1 იყო, ლუკა მოდრიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა – მას კასპერ შმეიხელმა კუთხე გამოუცნო. ამის შემდეგ, მატჩი პენალტების სერიაში გადავიდა და ხორვატთა გამარჯვებით დასრულდა.

მეოთხედფინალისტი გუნდის კაპიტანმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“ურთულესი მატჩი გამოვიდა. დიდი ბარიერის გადალახვა მოგვიწია, რომ მეტოქე დაგვემარცხებინა. ჩემთვის მტკივნეული იყო ტერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა, რადგან მთელი დილა იმას ვსწავლობდი, როგორ გამეტანა შმეიხელისთვის პენალტი,” – ამბობს მოდრიჩი.

 

ხორვატია – დანია: საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ხორვატია დანიას დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ანგარიშით, 1-1 დასრულდა. დამატებით ტაიმებშიც ანგარიში არ შეცვლილა. ხოლო, თერთმეტმეტრიანების სერიაში ხორვატიამ იმარჯვა და მეოთხედფინალში რუსეთს დაუპირისპრიდება.

მიუხედავად ხორვატების წარმატებისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დანიელთა მეკარე, კასპერ შმეიხელი დასახელდა. მან დასამახსოვრებელი ასპარეზობის შემდეგ, 116-ე წუთზე ლუკა მოდრიჩს თერთმეტმეტრიანი აუღო. ხოლო, პენალტების სერიაში შმეიხელმა პივარიჩისა და ბადელის დარტყმების მოგერიება შეძლო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩდნა.

 

კასპერ შმეიხელმა მამამისს აჯობა

“ლესტერ სიტის” კარის დარაჯმა, კასპერ შმეიხელმა პრემიერ ლიგის მე-3 ტურში “ოლდ ტრაფორდზე” ითამაშა, იქ, სადაც მამამისი წლების მანძილზე ღირსეულად ასპარეზობდა.

მიუხედავად ორბურთიანი სხვაობით განცდილი მარცხისა (2-0), ამ მატჩში მაინც იყო რაღაც პოზიტიური კასპერისათვის – ამ უკანასკნელმა მატჩის 53-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს თერთმეტმეტრიანი აუღო, რითიც მამამისს აჯობა.

საქმე ისაა, რომ ინგლისის 5-გზის ჩემპიონს, პიტერს “ოლდ ტრაფორდზე” არცერთი პენალტი არ ჰქონდა მოგერიებული. უფროს შმეიხელს “ოცნებების თეატრში” 3-ჯერ დაურტყეს თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან და სამივე გაუტანეს.

ჰარტი და შმეიხილი კლუბებს გაცვლიან?

The Sun-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ჯო ჰარტი და კასპერ შმეიხელი კლუბების გაცვლას აპირებენ.

როგორც იცით, ჰარტი, რომელიც ამჟამად იტალიური “ტორინოს” ღირსებას იცავს, “მანჩესტერ სიტის” მფლობელობაში იმყოფება, რომელსაც პეპ გვარდიოლა წვრთნის. ესპანელ სპეციალისტი კი გუნდში ინგლისელი მეკარის ადგილს ვერ ხედავს.

რაც შეეხება კასპერ შმეიხელის გარშემო არსებულ სიტუაციას, “მელიებს” არ სურთ მისი “სიტიში” გაშვება, სადაც ის ბავშვობაში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ კასპერს “კინგ პაუერ სტედიუმთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

იმ შემთხვევაში, თუ კასპერი გუნდის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ “ლესტერის” დირექტორთათვის საუკეთესო ვარიანტი სწორედ ინგლისელი ჯო ჰარტის გადაბირება იქნება.

ბრიტანულმა ტოტალიზატორმა კასპერ შმეიხეილის შვილზე ფსონების მიღება დაიწყო

ბრიტანულმა ტოტალიზატორმა Sky Bet-მა კასპერ შმეიხეილის შვილ და პეტერ შმეიხეილის შვილიშვილზე, მაქს შმეიხელზე ფსონების მიღება დაიწყო.

დღეიდან უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ფსონი დადოს იმაზე, რომ მაქს შმეიხელი როდესმე პრემიერ ლიგას მოიგებს, რომლის კოეფიციენტიც 250-ს უდრის.

ასევე, შეგიძლიათ, ფსონი დადოთ იმაზე, რომ მაქსი პრემიერ ლიგას 29 წლის ასაკში მოიგებს, რისი კოეფიციენტიც ათასს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ კასპერ და პეტერ შმეიხეილებმა პრემიერ ლიგა მაშინ მოიგეს, როცა ისინი 29 წლის იყვნენ. რაც შეეხება ყველაზე პატარას, მაქსი 2010 წელს დაიბადა.

ChoKprXWEAAUDvr

მეკარის ეფექტური გოლი

“ლესტერის” მეკარემ კასპერ შმეიხელმა ვარჯიშის დროს ულამაზესი გოლი გატანა მოახერხა.