“ორჰუსმა” “ბრონდბიუს” ვაწაძის დუბლით მოუგო (ვიდეო)

19 ივლისს, დანიის სუპერლიგის პირველ ტურში, “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე “ბრონდბიუ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ორჰუსელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე, რომელმაც შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე, ვაწაძემ გახსნა, 45-ე წუთზე კი პუკიმ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის 56-ე წუთზე, ქართველმა თავდამსხმელმა კვლავ გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ასევე, “ორჰუსის” რიგებში ითამაშა დავით სხირტლაძემაც, რომელმაც 86-ე წუთზე სწორედ ვაწაძე შეცვალა.

როგორ აღნიშნეს “ბრონდბიუს” ფეხბურთელებმა გამარჯვება გასახდელში (ფოტო)

“ბრონდბიუს” ქალ ფეხბურთელთა გუნდის მოთამაშეებმა “ფორტუნა ჰიორინგის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება გასახდელში ასე აღნიშნეს:

10808643_1500471003568692_1411378899_n

აგერი „ლივერპულის“ გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა

„ლივერპულიდან“ დანიურ „ბრონდბიუში“ დაბრუნებული დანიელ აგერი მერსესაიდული კლუბის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

„ლივერპული“ ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი იყო, აქედან წასვლა ძალიან რთულია“, – აცხადებს აგერი „მერსესაიდელთა“ ოფიცილურ საიტთან საუბრისას.

„მე მშობლიურ „ბრონდბიუში“ დაბრუნების შანსი გამიჩნდა, ვფიქრობ, ჩემთვის ეს სწორი არჩევანია.

აქედან წლების განმავლობაში არ მივდიოდი, აქამდე არაერთმა ევროპულმა კლუბმა წინადადებით მომმართა.

მსურს, „ლივერპულის“ ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ.

ეს ჩვენი სახლი იყო. პრემიერლიგაში რეგულარული თამაშის შემდეგ უკვე ვგრძნობ, რომ ბევრ ფიზიკურ დატვირთვას ვერ ვუძლებ და ყოველკვირეულად ძველებურად თამაში რომ შემეძლოს, არ წავიდოდი.

ამ კლუბის გულშემატკივარი ცხოვრების ბოლომდე დავრჩები“, – დაასრულა დანიელმა.

ოფიციალურად: დანიელ აგერი „ბრონდბიუში“ ბრუნდება

„ლივერპულის“ მცველი დანიელ აგერი კარიერას თავის ყოფილ კლუბში დანიურ „ბრონდბიუში“ გააგრძელებს. 29 წლის მოთამაშის ტრანსფერი ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებსაიტებმა უკვე დაადასტურეს.

შეგახსენებთ, რომ მერსესაიდული კლუბის ღირსებას დანიელი 2006 წლის იანვრიდან იცავდა. ამ პერიოდში „ლივერპულელთა“ მაისურით მან 232 მატჩი ჩაატარა და 14 გოლიც გაიტანა.

ფილიპ კოუტინიომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები გააბრუა

“ლივერპულმა” დანიურ “ბრონდბიუსთან” ამხანაგური მატჩი გამართა, სადაც ფილიპ კოუტინიომ მშვენივრად ითამაშა.