ოფიციალურად: მათე ვაწაძე თბილისის “დინამოში” ითამაშებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მათე ვაწაძე თბილისის “დინამოში” გააგრძელებს კარიერას.

როგორც ცნობილია, 29 წლის თავდამსხმელმა მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. ვაწაძე “დინამოში” 2005 წლიდან 2010 წლის ბოლომდე ასპარეზობდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 68 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი.

მათე ბოლოს დანიური “სილკებორგის” ღირსებას იცავდა, მანამდე კი იმავე ქვეყნის წარმომადგენელ “ვიბორგში” და “ორჰუსში” გამოდიოდა. ფეხბურთელს, ასევე, “ვოლგაში”, გორის “დილაში” და თბილისის “ლოკომოტივში” უთამაშია.

ოფიციალურად: მათე ვაწაძე თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელია

დანიური “ორჰუსის” უკვე ყოფილი თავდამსხმელი, მათე ვაწაძე ამიერიდან თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას დაიცავს.

სოციალურ ქსელ Facebook-ში, “ლოკომოტივის” ოფიციალური გვერდის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ “ორჰუსამდე”, ვაწაძეს გორის “დილაში”, რუსულ “ვოლგასა” და თბილისის “დინამოში” უთამაშია. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.

როგორი გოლი გაუტანა მათე ვაწაძემ “ოდენსეს” (ვიდეო)

7 აგვისტოს, დანიის სუპერლიგაში, “ოდენსემ” საკუთარ მოედანზე “ორჰუსი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

“ორჰუსის” ძირითად შემადგენლობაში იყო მათე ვაწაძე, რომელმაც 61-ე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა და ანგარიში 2:2 გახადა.

ასევე, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დავით სხირტლაძემ, რომელიც თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო.

“ორჰუსმა” “ბრონდბიუს” ვაწაძის დუბლით მოუგო (ვიდეო)

19 ივლისს, დანიის სუპერლიგის პირველ ტურში, “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე “ბრონდბიუ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ორჰუსელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე, რომელმაც შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე, ვაწაძემ გახსნა, 45-ე წუთზე კი პუკიმ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის 56-ე წუთზე, ქართველმა თავდამსხმელმა კვლავ გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ასევე, “ორჰუსის” რიგებში ითამაშა დავით სხირტლაძემაც, რომელმაც 86-ე წუთზე სწორედ ვაწაძე შეცვალა.

დანია: ვაწაძის მორიგი გოლი და დვალიშვილის მარცხი

დანიის სუპერლიგის 27-ე ტურში “ოდენსემ” “ბრონდბიუს” უმაპინძლა და სამ მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ პირველად წააგო. აღნიშნული შეხვედრის განაცხადში იყო მაგრამ არ უთამაშია მასპნიძელთა ფორვარდ ლადო დვალიშვილს.

პირველ ლიგაში კი მორიგი გოლი გაიტანა გათამაშების ბობმარდირმა, მათე ვაწაძემ, რომლის “ორჰუსმა” “ბრიონშოის” დამაჯერებლად, 4:0 სძლია. ქართველი შემტევის გუნდი დანიური ფეხბურთის ელიტაში დასაბრუნებლად იბრძვის და მიზნის მიღწევის კარგი შანსიც აქვს.

ვაწაძემ მორიგი გოლი გაიტანა

დანიის პირველი ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერს, “ვიბორგს” უმაპსინძა. მატჩის 91-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0-1 იყო სტუმართა სასარგებლოდ, ორჰუსელთა ქართველმა შემტევმა, მათე ვაწაძემ გათანაბრება შეძლო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

25 ტურში მოპოვებული 52 და 46 ქულით დანიური პირველი ლიგის გათამაშებას “ვიბორგი” და “ორჰუსი” ლიდერობენ. სწორედ ეს გუნდები არიან ქვეყნის სუპერლიგაში გადასვლის კანდიდატები, სადაც გასულ ტურში “ოდენსემ” “სიონდერისკე” მიიღო და უგოლოდ დაშორდა. მასპინძელთა ქართველ შემტევს, ლადო დვალიშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მათე ვაწაძემ შესანიშნავი დარტყმით მეკარე ერთ ადგილას გააშეშა (ვიდეო)

6 ნოემბერს, დანიის რანგით მეორე დივიზიონში “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე “ველიე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ გაიტანა.

ვაწაძის კიდევ ერთი გოლი დანიაში (ვიდეო)

28 სექტემბერს, დანიის რანგით მეორე დივიზიონში “ჰორსენსმა” საკუთარ მოედანზე “ორჰუსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

“ორჰუსის” ძირითად შემადგენლობაშ იყო ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე, რომელმაც 52-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

რაც შეეხება, კიდევ ერთ ქართველს, დავით სხირტლაძე სათადარიგოთა რიგებში იყო და მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.

ვაწაძის გოლი დანიის ჩემპიონატში

5 ოქტომბერს, დანიის სუპერლიგაში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. “რანდერსმა” საკუთარ მოედანზე “ორჰუსი” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.

მატჩში ანგარიში მეცხრე წუთზე, სტუმართა მოთამაშემ, პეტრი პასანენმა გახსნა, რასაც მე-13 და 40-ე წუთებზე, მასპინძელი ფეხბურთელის გოლები მოჰყვა. ჯერ ანგარიში ვიქტორ ლუნდბერგმა გაათანაბრა, ხოლო თავისი გუნდი წინ ჯონას ბორინგმა გაიყვანა. შეხვედრის საბოლოო შედეგი 90-ე წუთზე დაფიქსირდა – გოლი ქართველმა თავდამსხმელმა, მათე ვაწაძემ გაიტანა, რომელმაც “ორჰუსს” ქულა მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ ვაწაძე მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. “ორჰუსის” სათადარიგოებში იყო კიდევ ერთი ქართველი – დავით სხირტლაძემ 72-ე წუთზე ერთ-ერთი გოლის ავტორი, პეტრი პასანენი შეცვალა. რაც შეეხება დავით დევდარიანს, ის განაცხადში არ ყოფილა.