“ნაპოლის” ტიფოზებმა მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებს ღამის განმავლობაში მოსვენების საშუალება არ მისცეს.
“მარკას” ცნობით, იტალიელ ულტრასთა დიდმა ჯგუფმა მთელი ღამე იმ სასტუმროსთან გაატარა, რომელშიც ესპანური კლუბია დაბინავებული. ტიფოზები დილამდე მღეროდნენ და ხმაურობდნენ. შეგახსენებთ, რომ “ნაპოლის” ულტრასებმა “რეალის” ფეხბურთელები სასტუმროში დაბინავებისთანავე აიკლეს უწმაწური და დამცინავი ფრაზებით.
პირველი მატჩი “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.