ბრიუს გობელარი
არტურ ბორუცი
სალვატორე სოვიერო
ესტებან ალვარადო
პეტერ შმეიხელი
იენს ლემანი
ვოლკან დემირელი
ვალტემირ ფერეირა
ფროუდ ოლსენი
ოლივერ კანი
ბრიუს გობელარი
არტურ ბორუცი
სალვატორე სოვიერო
ესტებან ალვარადო
პეტერ შმეიხელი
იენს ლემანი
ვოლკან დემირელი
ვალტემირ ფერეირა
ფროუდ ოლსენი
ოლივერ კანი
საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში “მარსელი” შინ “კანთან”, მოულოდნელად, ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
მასპინძლები ანდრე აიუსა და ანდრე-პიერ ჟინიაკის გოლების წყალობით მატჩის 63-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა “კანის” ფეხბურთელებმა — ნიკოლა სეუბმა და ემილიანო სალამ სამწუთიან მონაკვეთში ორი ბურთი გაიტანეს, შეხვედრის მიწურულს ნიკოლა ბენზემ მესამედაც შეარხია “მარსელის” კარის ბადე და გუნდს გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მესამე წუთზე მასპინძელთა ბელგიელმა თავდამსხმელმა მიში ბატშუაიმ პენალტი ვერ გამოიყენა.
“მარსელს” 50 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილი უკავია. “კანს” 34 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა.
საფრანგეთის ჩემპიონატი
27-ე ტური
“მარსელი” — “კანი” 2:3 (1:0)
გოლები: აიუ 45+2′, ჟინიაკი 63′ — სეუბი 67′, სალა 70′, ბენზე 87′.
გამოუყენებელი პენალტი: ბატშუაი 3′ (“მარსელი”).
“ვილიარეალის” ნახევარმცველი რუბენ კანი კარიერას დიეგო სიმეონეს გუნდში გააგრძელებს. ინფორმაციას “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მიმდინარე სეზონში კანიმ “ვილიარეალის” შემადგენლობაში პრიმერას 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ვეტერანს “ვილიარეალთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.
როგორც ჩანს, ლუის სუარესი პირველი ფეხბურთელი არ არის, რომელსაც მეტოქისათვის უკბენია.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას უკეთებს მეტოქეს ოლივერ კანი.