დუნგა თვლის, რომ ნეიმარს „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა თვლის, რომ ნეიმარს „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.

„ხმა ნეიმარს მივეცი. მისი დრო დადგან, მიუიხედავად იმისა, რომ ყველა თითქმის ერთი დონის შემსრულებელია. გასულ წელს რონალდუ ფანტასტიკურად თამაშობდა. მიმდინარე სეზონში კი ის ასეთ დონეზე ვეღარ გამოდის. მესი კარგი იყო, მაგრამ შემდგომ ტრავმა მიიღო. ნეიმარი მინდოზე დაფრინავს. მან გუნდის ლიდერის როლი მოირგო. ვფიქრობ, მისი დრო დადგა“, – ციტირებს დუნგას „მარკა“.

დუნგა: „ტიაგო სილვას ნაკრებში დაბრუნების შანსი აქვს“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ გუნდში პსჟ-ს კაპიტნის ტიაგო სილვას დაბრუნება არ გამორიცხა.

დუნგამ გამოცდილი ფეხბურთელი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სამ მატჩზე არ გამოიძახა.

„ტიაგო ის მოთამაშეა, რომელსაც ყოველთვის ვაკვირდებით. მას გუნდში დაბრუნების შანსი აქვს“, – ციტირებს დუნგას Goal.com.

არგენტინა — ბრაზილია: მატჩი დუნგასთვის შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს

ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ კარლოს დუნგას უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პოსტი დაატოვებინონ.

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში უკმაყოფილონი არიან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში “სელესაოს” შედეგებით. ბრაზილიის ნაკრები პირველ ტურში ჩილესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა, მეორე ტურში კი ვენესუელა 3:1 დაამარცხა. შესაძლოა, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ 14 ნოემბერს გასამართი მატჩი დუნგასთვის გადამწყვეტი გამოდგეს.

შეგახსენებთ, რომ კარლოს დუნგას კოპა ამერიკაზე წარუმატებელი გამოსვლის გამო ჯერ კიდევ ზაფხულში უპირებდნენ გათავისუფლებას, თუმცა მაშინ გადაწყვიტეს, რომ მისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ.

 

დუნგას პატო არ სჭირდება

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის განაცხადში “სან პაულუს” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს არ უხმო. “სელესაოს” თავკაცმა მის ნაცვლად გუნდში “სანტოსის”  35 წლის ფორვარდი რიკარდო ოლივეირა მიიწვია.

“ოლივეირა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. იგი იტანს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხით, საჯარიმო მოედნიდან და მის გარედან, საშინაო და გასვლით მატჩებში. რიკარდო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და ჩვენც სწორედ ამ ამპლუის ფეხბურთელი გვჭირდება. პატო ფლანგზე მოქმედებს, სადაც უკვე გვყავს დუგლას კოსტა.

როდესაც დუგლას კოსტა პირველად გამოვიძახე, ამბობდნენ, რომ იგი სანაკრებო მოთამაშე არ არის, თუმცა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ საკმაოდ კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა”, – დუნგას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ცნობისათვის, ბრაზილიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას რიკარდო ოლივეირა 17 გოლით ლიდერობს, პატოს კი 9 გატანილი ბურთი აქვს.

ბრაზილიის ეროვნული გუნდი 9 ოქტომბერს ჩილეში ითამაშებს, 14 ოქტომბერს კი ვენესუელის ნაკრებს დაუხვდება.

 

დუნგამ ბრაზილიის ნაკრებში მივიწყებული 35 წლის თავდამსხმელი გამოიძახა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ „სანტოსის“ 35 წლის თავდამსხმელის რიკარდო ოლივეირას გამოძახება გადაწყვიტა. ბრაზილიელი ვეტერანი ტრავმირებულ რობერტო ფირმინოს შეცვლის, რომელიც ნაკრების თავდაპირველ განაცხადში იყო.

აღსანიშნავია, რომ ერთ დროს „მილანის“ თავდამსხმელი ამჟამად ბრაზილიის სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია – რიკარდოს ანგარიშზე 17 გოლია, ხოლო მისმა უახლოესმა მდევარმა ჟადსონმა 11 ბურთი მიითვალა.

ამის მიუხედავად, ოლივეირას გამოძახება მეტად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ბოლოს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მან 8 წლის წინ ითამაშა.

ნეიმარი დუნგას აფრთხილებს

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი მთავარ მწვრთნელ კარლოს დუნგას აფრთხილებს, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:0) 23 წლის ფეხბურთელი სასტარტო განაცხადში არ დააყენეს. იგი მოედანზე მატჩის 82-ე წუთზე შეუშვეს.

“სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ ვარ მიჩვეული და არც ვაპირებ, რომ მივეჩვიო. თამაში მინდა და მუდამ იმაზე ვმუშაობ, რომ სასტარტო განაცხადში ვიყო”, – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს ESPN Brasil-ი.

 

რობინიო დუნგას გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა

პარაგვაის ნაკრების კარში „კოპა ამერიკას“ 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში გოლის ავტორმა რობინიომ განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„მოედანზე დარჩენა მსურდა, რათა პენალტი შემესრულებინა, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად ყოველთვის მზად ვარ.

ამ შედეგს უნდა შევეგუოთ. საჭიროა, გვესმოდეს, რომ გუნდს კიდევ ბევრი აქვს გასაუმჯობესებელი.

დღეს მოგება შეგვეძლო, მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც უაზრო გოლი გავუშვით“, – განაცხადა რობინიომ.

დუნგამ პლეიოფის შესახებ ისაუბრა

ვენესუელასთან მოგების შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ „კოპა ამერიკას“ პლეიოფის შესახებ ისუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი პრაგმატული, თმცა შედეგზე ორიაენტირებული თამაშის ჩვენებას გააგრძელებს.

„ეს ამერიკის თასი ძალიან რთულია, რადგან აქ მინიმალური ანგარიშით იგებენ. ჩილემ სხვა შედეგის მიღწევა მოახერხა.

ახლა მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. პლეიოფი ცალკე ტურნირია, აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა დუნგამ.

დუნგა: „ნეიმარის გარეშე სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ კოლუმბიასთან წაგებული მატჩი შეაფასა და ნეიმარის დისკვალიფიკაციის შესახებაც ისაუბრა.

„ნეიმარის გარეშე აქამდეც გვითამაშია და ამისთვის მზად ახლაც უნდა ვიყოთ. ჩვენ გუნდი გვყავს.

ყველანი ადამიანები ვართ და ზოგჯერ არაპროფესიონალურად მოქცევა შეგვიძლია.

თუ ჟურნალისტები მსაჯის შესახებ ბევრს კითხულობენ, ესე იგი, პრობლემა მასშიცაა. დღეს არბიტრი ყველაფერს ვერ გაუმკლავდა.

კოლუმბიამ არ გაგვაკვირვა, ვიცოდით, რომ ბრაზილიის წინააღმდეგ ეს გუნდი სხვანაირად ითამაშებდა. ჩვენი გუნდი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მას ყოველთვის მოგება სურს.

კოლუმბიამ საკმაოდ ინტენსიურად ითამაშა. ამ გუნდს ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, დაწინაურების შემდეგ მეტოქე თამაშის სადავეებს კარგად აკონტროლებდა.

შევძლებთ თუ არა ჯგუფიდან გასვლას? ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დუნგამ.

დანი ალვესი „კოპა ამერიკაზე“ დანილოს შესაცვლელად გამოიძახეს

მადრიდის „რეალის“ მცველი დანილო მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასზე თამაშს ვერ მოახერხებს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელმა მექსიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დროს გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

როგორც გაირკვა, დანილოს ადგილს „სელესაოს“ შემადგენლობაში „ბარსელონას“ მცველი დანი ალვესი დაიკავებს. ბრაზილიელთა თავკაცმა კარლოს დუნგამ კატალონიელთა მოთამაშე განაცხადში უკვე შეიყვანა.

იხილეთ ასევე: დანი ალვესი: „მესიმ მითხრა, რომ უნდა დავრჩე“

დუნგა ერთდროულად ორ ნაკრებს უთავკაცებს

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლა დაადასტურა.

როგორც ცნობილია ალეშანდრე გალოს ადგილს ბრაზილიის მთავარი ნაკრების თავკაცი კარლოს დუნგა დაიკავებს.

შესაბამისად, ბრაზილიელებს 2016 წლის ოლიმპიადისთვის, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში შედგება, სწორედ დუნგა მოამზადებს.

დუნგას მარსელოს შეტევებში ჩართვა არ მოსწონს

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა თვლის, რომ მადრიდის “რეალში” მოთამაშე მცველი მარსელო შეტევებში ზედმეტად ერთვება, რაც პრობლემებს ქმნის.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენჯერ ჩაერთო მარსელო შეტევაში? ოცჯერ. რამდენი გოლი გაიტანა ან რამდენი საგოლე გადაცემა გააკეთა? ნული. შეტევაში მისი ჩართვის შემდეგ რამდენჯერ დაზარალდა ბრაზილიის ნაკრები მეტოქის კონტრშეტევებზე? სამჯერ ან ოთხჯერ. მარსელო ზედმეტად შემტევი მცველია.

არ ვამბობ, რომ შემტევი მცველები არ მიყვარს, თუმცა შეტევაში ჩართვა ეფექტიანი უნდა იყოს. მხოლოდ მარსელოს არ ვგულისხმობ. ეს ყველას ეხება. ეფექტიანები უნდა ვიყოთ”, – დუნგას სიტყვებს “გლობო” აქვეყნებს.