დუნგა: „ბრაზილიამ ეკვადორთან კარგი ფეხბურთი აჩვენა“

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დუნგა თვლის, რომ მისმა გუნდმა ეკვადორთან „კოპა ამერიკას“ В ჯგუფის პირველ მატჩში კარგად ითამაშა.

ცნობისთვის, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

„გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, მოგება გვინდოდა.

მიძნელდება იმის თქმა, არჩათვლილი გოლის ეპიზოდში, დატოვა თუ არა ბურთმა მოედნის ფარგლები, თუმცა მოთამაშეებმა მითხრეს, რომ ასე იყო.

გულშემატკივრებს ჩვენ მიმართ სტვენა შეუძლიათ: ეს დემოკრატიაა, მათ თავისი სურვილი მიხედვით მოქცევა შეუძლიათ. თუ მატჩს იხილავთ, ნახავთ, რომ ვთამაშობდით და მოგების სურვილი გვქონდა“, – ციტირებს დუნგას „გლობო“.

გადაღლილობა: სჭირდება ნეიმარს დასვენება?

2010 წლის შემდეგ, როცა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა, დუნგამ გადაწყვიტა, რომ ის სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე არ წაიყვანა, ის ნაკრებიდან არ გაუთავისუფლებიათ.

დაახლოებით ნახევარი ათწლეულის მანძილზე, “ბარსელონას” ბრაზილიელ ფორვარდს ფეხბურთში ყველაზე დიდი ტვირთის ტარება უწევს მხრებით. ამ მომენტისთვის, სწორედ ის წარმოადგენს იმ ადამიანთა იმედს, რომელთაც ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვარს – იმ ადამიანთა რიცხვი კი, რომლებიც მისან მხოლოდ მოგებას ითხოვენ 200 მილიონს აჭარბებს.

“როდესაც კარიერაში დიდ ნაბიჯს დგამ, პასუხისმგებლობა დიდწილად იზრდება. ნეიმარი ამისთვის სრულად მომზადებულია.” – ასეთი განცხადება გააკეთა ზიკომ ერთი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში.

ბრაზილიელ ფეხბურთელის კარიერა საკმაოდ დატვირთულია. ნეიმარი პირველად 2009 წელს გამოჩნდა, როცა 17 წლის ბრაზილიელმა “სანტოსში” გადაწყვიტა გადაბარგება, სადაც ის სულ ცოტა ხანში გუნდის ლიდერად და ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.

ასე რომ, დატვირთულ ცხოვრებას ნეიმარი თავიდანვე მიეჩვია – როგორც იცით, ბრაზილიაში ფეხბურთი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, ამასთანავე მიმდინარეობს საკმაოდ დიდ დროში გაწერილი კოპა ლიბერტადოსი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

4 წლის შემდეგ, ნეიმარმა “ბარსელონას” ყურადღებაც მიიქცია. ამ დროისთვის მას 230 მატჩი ჰქონდა ჩატარებული “სანტოსის” რიგებში, 39 – ბრაზილიის ნაკრებში.

კატალონიაში მოსვლის შემდეგ, ნეიმარის დღის განრიგი კიდევ უფრო გადაიტვირთა, მეტი ტურნირი, მეტი პასუხისმგებლობა. მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 42-ჯერ მოირგო “ბარსას” მაისური და მხოლოდ ერთხელ იქნა შეცვლილი – “მალაგასთან”, მატჩის დასასრულამდე 3 წუთით ადრე, აგვისტოში.

ამასთანავე, უკვე მეხუთე წელია, რაც ის საზაფხულო არდადეგებს ვერ იყენებს – 2011 წლის კოპა ამერიკა, 2012 წლის ოლიმპიადა, 2013 წლის კონფედერაციის თასი, 2014 წლის მუნდიალი და 2015 წლის კოპა ამერიკა.

ნეიმარი დასვენებას იმსახურებს, თუმცა ამაზე თავად მან განაცხადა უარი: “24 წლის ვარ, ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენო. უნდა გავაკეთო ის, რასაც მომავალში ვერ შევძლებ.”

დუნგა: „ნაიმარი ჰონდურასთან ითამაშებს“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ განაცხადა, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი ნეიმარი, რომელიც ცოტა ხნის წინ „სელესაოს“ „ბარსელონას“ რიგებიდან შეუერთდა, ჰონდურასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.

„ნეიმარი ჰონდურასთან ითამაშებს. „კოპა ამერიკას“ წინ ეს ჩვენი ბოლო მატჩია, რომელშიც ფეხბურთელების თამაშის შეფასებას შევძლებთ. ყველა მზად უნდა იყოს, ტურნირის დროს დისკვალიფიკაციის ან ტრავმის გამორიცხვა არ შეიძლება“, – განაცხადა დუნგამ.

დუნგა: „სკანდელების მიუხედავად, მუშაობას ვაგრძელებთ“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ განაცხადა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ჟოზე მარია მარინს შორის აგორებული სკანდალი მის გუნდზე არ იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ მარინი, რომლის მუშაობის დროსაც დუნგა ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, ფიფას სხვა ფუნქციონერებთან ერთად დააკავეს.

„ეს ხელს არ გვიშლის, ბევრს ვმუშაობთ. პრეზიდენტმა დელ ნერომ ყველაფერი გააკეთა, რათა მაქსიმალურად კონცენტრირბეულნი ვყოფილიყავით. ჩვენი მუშაობა გრძელდება, გუნდის მიზნები თამაშს ეკუთვნის“, – ციტირებს დუნგას „სამბაფუტბოლი“.

შეგახსენებთ, რომ „კოპა ამერიკის“ ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიელთა მეტოქეებს შორის ვენესუელა, კოლუმბია და პერუ იქნებიან.

დუნგა “იუვენტუსს” ოსკარის შეძენას ურჩევს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დუნგა აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ოსკარი ტურინის “იუვენტუსში” ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელ ნახევარმცველს ტურინულ კლუბს ხშირად უკავშირებენ.

“ოსკარი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციის შეფასება კარგად შუძლია. ვფიქრობ, მას აქვს იმის უნარი, რომ “ტრეკვარტისტას” როლი შეასრულოს. ჩემი აზრით, მისი “იუვენტუსში” გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი არ იქნება”, – ამბობს დუნგა.

დუნგა სიმეონეს და ანჩელოტის მადრიდში შეხვდა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს დუნგამ ევროოპული ტურნე მადრიდში, “ატლეტიკოსა” და “რეალის” ბაზების მონახულებით დაასრულა. მარკას ცნობით ბრაზილიელი დიეგო სიმეონეს და კარლო ანჩელოტის შეხვდა. დუნგა ასევე მათ ასისტენტებსაც გაესაუბრა. გარდა ამისა, იტალიელ სპეციალისტს საჩუქრად ბრაზილიის ნაკრების ფორმა გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდულ კლუბებში ვიზიტამე დუნგამ “მონაკო” და “ბარსელონა” მოინახულა. ევროპულ მოგზაურობაში ის ასისტენტებთან, ანდრეი ლოპესთან და ჟილმარ რინალდისთან ერთად იყო.

რობერტო კარლოსი: “ფილიპე ლუისი პაოლო მალდინის მაგონებს”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი და თურქული “სივასპორის” მოქმედი თავკაცი რობერტო კარლოსი დარწმუნებულია, რომ “სელესაოს” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა გუნდს კვლავ დააბრუნებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე.

“ბრაზილიურმა პრესამ უნდა შეიგნოს, რომ დუნგას საკუთარი სტილი აქვს. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. საერთოდაც, ვერ გამიგია, რატომ გაათავისუფლეს ის 2010 წელს. ადრე თუ გვიან, ბრაზილიის ნაკრები დაბრუნება და ჩვენ კვლავ გავხდებით მსოფლიოს ჩემპიონები. უახლოესი ტურნირი კოპა ამერიკაა. ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს კარლოსის სიტყვებს Goal.com-ი.

მან ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი მცველის, ფილიპე ლუისის შესახებაც გააკეთა კომენტარი და ის ლეგენდარულ პაოლო მალდინის შეადარა.

“ფილიპე ლუისი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მე ის პაოლო მალდინის მაგონებს, ისეთივე კლასიკურ სტილში თამაშობს, აუჩქარებელი მანერით”, – აღნიშნა რობერტო კარლოსმა.

“სელესაოს” ყოფილმა მცველმა მარსელოზეც ჩამოაგდო სიტყვა:

“მარსელო იმავეს აკეთებს, რასაც თავის დროზე მე ვაკეთებდი. მან დაცვითი უნარებიც გააუმჯობესა. მარსელომ მადრიდის “რეალისთვისაც” ბევრი გააკეთა და ეროვნული გუნდისთვისაც. ჩემი აზრით, ის დღესდღეობით საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია”.

 

დუნგა: „მარსელოს თამაშის სტილი ნაკრებს არ უხდება“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ ახსნა, თუ რატომ აღარ იძახებს მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს.

„რამდენჯერ შეუერთდა მარსელო შეტევას მსოფლიო ჩემპიონატის დროს? ოცჯერ. ამავდროულად მას ვერც გოლი გაუტანია და ვერც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

ეს მარსელოს პრობლემაა არაა, უბრალოდ, მსოფლიოს ტრენდი ასეთია. ჩვენ ეფექტურად უნდა ვთამაშობდეთ“, – განაცხადა დუნგამ.

ცნობისთვის, ბოლოს მარსელო ნაკრებში სექტემბერში ამხანაგურ მატჩზე გამოიძახეს, თუმცა მოედანზე იგი არ გასულა.

ბრაზილიის ნაკრების შტაბი “ჩელსის” ბაზას ეწვია

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა, მისი თანაშემწე ანდრეი ლოპესი და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ტექნიკური დირექტორი ჟილმარ რინალდი ლონდონში “ჩელსის” ბაზას ესტუმრნენ. ბრაზილიელმა სტუმრებმა კლუბის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ჟოზე მოურინიოსთან ერთად ისადილეს. მწვრთნელებმა “ჩელსიში” მოთამაშე ბრაზილიელი ფეხბურთელების საკითხი განიხილეს.

დღეს დუნგა და რინალდი ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “ჩელსისა” და “ვესტ ბრომვიჩს” შორის გასამართ მატჩს დაესწრებიან, შემდეგ კი “არსენალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გასამართ შეხვედრასაც მიადევნებენ თვალყურს. კვირას ბრაზილიელთა დელეგაცია “კრისტალ პალასსა” და “ლივერპულს” შორის გასამართ მატჩსაც დაესწრება.

 

დუნგა: „ბრაზილიის ნაკრების ცუდი დღეები წარსულშია“

თურქეთთან ანგარიშით 4:0 ამხანაგური მატჩის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ აღნიშნა, რომ გუნდის თამაშით იგი კმაყოფილია.

„გვიხარია, რომ კვლავ ძლიერ გუნდად ვითვლებით. ვამაყობთ იმ ოვაციებით, რომლებიც თურქეთთან მატჩის დამთავრების შემდეგ დავიმასახურეთ. ყოველდღე სულ უფრო და უფრო უკეთესები ვხვდებით. ცუდი პერიოდი უკვე წარსულშია.

ამ ფეხბურთელებს ესმით, თუ რას ნიშნავს ბრაზილიის ნაკრების მაისურის ტარება და რამდენად მნიშვნელოვანია ამ გუნდში თამაში. ჩვენ შევქმმენით ისეთ გუნდი, რომელსაც არამხოლოდ ძლიერი ძირითადი შემადგენლობა, არამედ, კარგი სათადარიგოთა სკამიც ჰყავს“, – განაცხადა „სელეზაოს“ დამრიგებელმა.

რომარიო: “დუნგას დანიშვნა შეცდომა იყო”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რომარიო თვლის, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დუნგას დანიშვნისას შეცდომა დაუშვა. შეგახსენებთ, დუნგამ პენტაკამპეონები მეორედ ჩაიბარა.

“იქიდან გამომდინარე, რომ დუნგა უკვე გუნდთან ერთად მუშაობს, მე მას წარმატებებს ვუსურვებ. ის ჩემი მეგობარია.

ბრაზილიისთვის წარმატებულად მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა ითვლება, ამიტომ, დუნგანს დანიშვნა შეცდომად მიმაჩნია. გუნდს ახალი სპეციალისტი და ახალი იდეები სჭირდებოა. რთული იქნება, მაგრამ წარმატების იმედი მაინც მაქვს” – განაცხადა რომარიომ.

დუნგამ ნეიმარსა და კაკაზე ისაუბრა

ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა დუნგამ, ნეიმარსა და კაკას სტიმული მისცა.

“ნეიმარი ტექნიკურად ძლიერია. ის ბრაზილიელთა და ასევე მსოფლიოს ეტალონია. ლოგიკურია რომ მას უყვარს კონკურენცია და გამარჯვება. იგი ყოველთვის მოტივირებულია და მზადაა ჩემი მოთხოვნები შეასრულოს. ამ კომპონენტში ის რომარიოს გავს.

“თუ კაკა განაგრძობს იგივე სულისკვეთებით თამაშს “სან-პაულუში” როგორც ახლა, მე მას აუცილებლად გამოვიძახებ, ის გამოცდილი ფეხბურთელია, მას უყვარს მისი საქმე” – განაცხადა დუნგამ.