„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი ნემანია ვიდიჩი მილანის „ინტერში“ გადავიდა. შესაბამისად, „წითელ ეშმაკებს“ ახალი კაპიტანი ჰყავთ ასარჩევი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საპასუხისმგებლო მისიის დაკისრებას მაიკლ კერიკს უპირებენ. ლუი ვან გაალს კაპიტნის სამკლავურის ახალი მფლობელის ვინაობა უახლოეს პერიოდში უნდა გამოეცხადებინა, თუმცა ინგლისელ ნახევარმცველს ტრავმა აქვს და შესაძლოა, ჰოლანდიელმა თავკაცმა ახალი კაპიტნის ვინაობის გამოცხადება გადადოს.
შეგახსენებთ, რომ კერიკი რამდენიმე დღის წინათ საწვრთნელ პროცესზე დაშავდა, რის გამოც 12 კვირით იუქმებს.