ჟოზე მოურინიო დამხმარე მწვრთნელის თანამდებობას აუქმებს

როგორც უკვე მოგახსენეთ, რუი ფარიასა და ჟოზე მოურინიოს 17-წლიან თანამშრომლობას წერტილი მიმდინარე სეზონის ბოლოს დაესმევა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი სპეციალისტი ახალი თანაშემწის არყოლაზე სულაც არ დარდობს.

“სამწვრთნელო შტაბს ისე მოვაწყობ, რომ დამხმარე მწვრთნელის პოსტი საერთოდ არ იარსებებს. ჩემს შტაბში კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე მწვრთნელები იმუშავებენ ანალიტიკოსებთან ერთად.

ამის მიზეზი ის არის, რომ ჩემს დამხმარე მწვრთნელად მხოლოდ მაიკლ კერიკის ხილვა მსურს და სანამ ის შესაბამის ლიცენზიას მოიპოვებს, ეს პოსტი გაუქმებული იქნება,” – აცხადებს მოურინიო.

კერიკი “იუნაიტედს” 2006 წელს შეუერთდა “ტოტენჰემიდან”. მას შემდეგ მან 460-ზე მეტი მატჩი ჩაატარა “წითელი ეშმაკუნების” მაისურით, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგის ხუთი ტიტული.

კერიკი ზამთარში “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებას გეგმავს

ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 36 წლის მაიკლ კერიკი “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას გეგმავს.

Birmingham Mail-ის ცნობით, კერიკი “მანჩესტერ იუნაიტედში” თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და მზადაა, კარიერა “ასტონ ვილაში” გააგრძელოს, რომელიც ამ დროისთვის ინგლისის რიგით მეორე დონის ჩემპიონატში, ჩემპიონშიპში ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ “ოლდ ტრაფორდიდან” უეინ რუნის წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავური სწორედ კერიკმა გადაიბარა, მაგრამ ამის მიუხედავად, მოურინიო მას მხოლოდ მატიჩის შემცვლელად განიხილავს.

მაკლერი: “მატიჩი პოგბას გათავისუფლებას შეძლებს”

ბრაიან მაკლერმა, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში 388 მატჩი აქვს ჩატარებული, ნემანია მატიჩის ტრანსფერის დადებით მხარეებზე ისაუბრა.

“იუნაიტედს” სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც პოგბას უკან თამაშობს. გასულ სეზონში პოლმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მაიკლი იყო, მაგრამ კერიკის მშვენიერი კარიერა უკვე დასასრულს უახლოვდება და ჟოზეს მის ადგილას ვინმე უფრო მობილური ფეხბურთელი სჭირდებოდა.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლ პოგბას მისთვის უჩვეულო პოზიციაზე უწევდა ყოფნა, რაც მას თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამომჟღავნებაში უშლიდა ხელს.

მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში მატიჩი მის გათავისუფლებას შეძლებს და პოგბაც უფრო პროდუქტიული იქნება შეტევში,” – აცხადებს მაკლერი.

ვინ უკაპიტნებს “მანჩესტერ იუნაიტედს” რუნის წასვლის შემდეგ?

უეინ რუნის “ევერტონში” გადასვლის შემდეგ გუნდის კაპიტნის სამკლაურს “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი ჩაიბარებს, რომელიც ინგლისური გრანდის ღირსებას 2006 წლიდან იცავს.

მაიკლ კერიკის არყოფნის პერიოდში კაპიტნის სამკლაურს ანდერ ერერა მოირგებს.

რაც შეეხება უეინ რუნის, ის მანჩესტერელთა ღირსებას 2004 წლიდან იცავს  და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ მომავალი სეზონიდან კარიერა მშობლიურ “ევერტონში” გააგრძელოს.

მაიკლ კერიკმა “მანჩესტერ იუნაიტედში” რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

კრიშტიანუ რონალდუს ყოფილმა თანაგუნდელმა, მაიკლ კერიკმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გარშემო არსებულ სიტუაციაზე გააკეთა კომენტარი.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ამაზე ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია.

ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორი ადამიანი, ფეხბურთელია ის და როგორი კარიერა ჰქონდა. ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი არც ღირს.

ბედნიერი ვარ, ერთ დროს მის გვერდით რომ ვთამაშობდი, მაგრამ ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, დაბრუნდება თუ არა ის “მანჩესტერ იუნაიტედში”. ამას რამდენიმე კვირაში გავიგებთ,” – აცხადებს კერიკი.

კერიკი: “რონალდუს მიღწევა? ეს სიგიჟეა!”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “რეალმა” “ბაიერნს” სძლია (4-2). ჰეთრიკი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ. მისთვის მესამე გატანილი გოლი, საერთო ჯამში, ჩემპიონთა ლიგაზე მეასე იყო.

ამ რეკორდის შესახებ ისაუბრა კრიშტიანუს ყოფილმა თანაგუნდელმა, მაიკლ კერიკმა.

“ეს სიგიჟეა! ეს მიღწევა ყველა ზღვარს სცდება. ამდენი გოლის გატანა ისეთ დიდ ტურნირზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა, წარმოუდგენელია.”

“ვუყურე ორივე მატჩს, რომლებიც “რეალმა” ბაიერნის” წინააღმდეგ ჩაატარა. ის ყველა რეალური შანსის გამოყენებას ცდილობდა. ვფიქრობ, ეს მოახერხა. “რონიმ” ცოტა გაფლანგა.”

“მისი რეკორდები გვეუბნება, ვინაა და რას წარმოადგენს ის,” – განაცხადა მაიკლმა.

მაიკლ კერიკი: “ვფიქრობ, ოთხეულში შესვლა შეგვიძლია”

“მანჩესტერ უნაიტედის” ფეხბურთელმა, მაიკლ კერიკმა გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და პრემიერ ლიგაში მის შანსებზე ისაუბრა. ვეტერანი ნახევარმცველი თვლის, რომ “წითელ ეშმაკებს” საუკეთესო ოთხ გუნდს შორის შეუძლიათ მოხვედრა.

“ამ ტურნირში ვერაფერს გამორიცხავ. ხშირად, აქ პრემიერ ლიგაში არალოგიკური შედგები ფიქსირდება.”

“ჩვენს წინაშე ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა დანებებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ვფიქრობ, ყველაზე მეტად პირველი გუნდის გატანა და აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგის გატეხვა გვიჭირს. ეს ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომლის არმოფხვრასაც ვცდილობთ.”

“დღევანდელი გადმოსახედიდან  რომ შევაფასოთ, ოთხეულში შესვლა შეგვიძლია. ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ,” – განაცხადა კერიკმა.

 

რობსონი: “მაიკლ კერიკი “მანჩესტერ იუნაიტედში” კიდევ ერთი წლით თამაშს იმსახურებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ბრაიან რობსონმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” თავის მეთორმეტე სეზონს ატარებს.

აქვე გეტყვით, რომ მაიკლ კერიკი, რომელიც “ოცნებების თეატრს” 2006 წელს, “ტოტენჰემ ჰოტსპურიდან” შეუერთდა, მომდევნო სეზონის დასაწყისისთვის უკვე 36 წლის იქნება.

“მაიკლი 35 წლისაა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ის საკმაოდ კარგად თამაშობს და გუნდზეც დადებით გავლენას ახდენს.

ასაკს დიდ ყურადღებას ნამდვილად არ ვაქცევ, მთავარი ფეხბურთელის მხრიდან სურვილის არსებობაა, ის თავის თავს მიხედავს.

ვფიქრობ, რომ კერიკი “მანჩესტერ იუნაიტედში” კიდევ ერთი წლით თამაშს იმსახურებს და მჯერა, რომ ისინი ამას გააკეთებენ,” – აცხადებს რობსონი.

კერიკი: “ჩელსისთან” განადგურების შემდეგ, 28-დან მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ – წარმატების იმედი გვაქვს”

დღეს ინგლისის ასოციაციის თასზე ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის წინ “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე უეჭველად უპირატესობას მოვიპოვებთ. წარსულში ასე ხშირად ხდებოდა, თუმცა ახლა დრო შეიცვალა.”

“არის შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. დარწმუნებული ვარ, იმავეს იტყვის ჩვენი მეტოქეც.”

“ლონდონელებთან განადგურების (0:4) შემდეგ, 28 შეხვედრა ჩავატარეთ და მხოლოდ ერთი წავაგეთ. ახლა გაცილებით უფრო კარგ ფორმაში ვართ. “მანჩესტერი” ახლა უფრო ძლიერია.”

“ჩვენ განვვითარდით, თუმცა სახლში ძალიან ბევრი ფრე ვითამაშეთ. სწორედ ესაა ჩვენი დიდი სისუსტე.”

“ვფიქრობ, “ჩელსისთან” მიახლოვებულ ფორმაში ვართ. რაც არ უნდა იყოს, მეტოქეს პატივს ვცემთ და მაქსიმალურად ვეცდებით სასურველი შედეგის მიღწევას,” – განაცხადა კერიკმა.

რაფაელ ბენიტესს კერიკის გადაბირება სურს, რომლის კონტრაქტიც სულ მალე იწურება

“ნიუკასლ იუნაიტედი” ერთ-ერთია იმ 5 კლუბთაგან, რომელიც მაიკლ კერიკის გადაბირებას სცდილობს. მაგრამ თავად ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ “მანჩესტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას შეძლებს.

ინგლისელი ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი “ოლდ ტრაფორდის” ბინადარ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება. Goal-ის ცნობით, ზაფხულში კერიკი ბენიტესის პრიორიტეტული სამიზნე იქნება.

კერიკს “წითელი ეშმაკის” როლში 411 მატჩი აქვს ჩატარებული 2006 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მან “ტოტენჰემი” დატოვა. ინგლისელმა 5-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა 2008 წელს.

კერიკი, შესაძლოა, თავისუფალი აგენტი გახდეს

„მანჩესტერ იუანიტედის“ ნახევარმცველი მაიკლ კერიკი ზაფხულში, შესაძოა, თავისუფალ აგენტებს შორის იყოს. როგორც „The Times“-ი იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობას 34 წლის ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ კიდე ვარ შეუთავაზებია.

წყაროს ინფორმაციით, ეს სიტუაცია თავად ფეხბურთელსაც აწყობს და ამის შესახებ ის პრესასთან საუბარს ერიდება.

მანჩესტერულ კლუბში მიმდინარე სეზონი მაიკლისთვის მეათეა. ამჟამინდელი შემადგენლობიდან კლუბში მასზე მეტს მხოლოდ უეინ რუნი თამაშობს. მანჩესტერელთა შემადგენლობაში გამოცდილმა ფეხბურთელმა 403 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში 25-ე ადგილს იკავებს. კარიკმა პრემიერლიგის მიმდიანრე სეზონის 18 მატჩში ითამაშა – შეხვედრების ზუსტად ეს რაოდენობა მას გასულ სეზონში ჩაუტარებია.

კერიკი მანჩესტერს უახლოეს მომავალში დატოვებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა შესაძლოა კლუბი მომდევნო ზაფხულს დატოვოს.

The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ კერიკს სხვა კლუბებთან მოლაპარაკების ნება დართო.

34 წლის მოთამაშით, რომელიც თავის კლასს დღესაც არ კარგავს, “პარის სენ-ჟერმენი” და ამერიკული MLS-ის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.