დეიან ლოვრენი “ლივერპულიდან” “ზენიტში” გადადის

ბრიტანული ვებპორტალი “თაიმსი” იუწყება, რომ “ლივერპულის” მცველი დეიან ლოვრენი კარიერას სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” გააგრძელებს.

წყაროს თანახმად, რუსები 31 წლის ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10,7 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან.

დეიან ლოვრენი “ლივერპულის” რიგებში 2014 წლიდან თამაშობს. მან “ენფილდროუდელთა” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა (2018-2019) და ინგლისის პრემიერლიგა (2019-2020) მოიგო. 2019-2020 წლების სეზონში ხორვატმა ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დეიან ლოვრენი: “ერთა ლიგა უაზრო ტურნირია”

“ლივერპულის” ხორვატი მცველი დეიან ლოვრენი სრულად ეთანხმება მერსისაიდული გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს, რომელმაც უეფას ერთა ლიგას ყველაზე უაზრო ტურინი უწოდა.

“კლოპს ვეთანხმები. ერთა ლიგა სულელური ტურნირია. ამ მატჩებს არავითარი აზრი არ აქვს. ეს არარეალური ჩემპიონატია. რაც გინდათ, ის უწოდეთ ამ მატჩებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ეს რიგითი ამხანაგური შეხვედრებია”, – ციტირებს ლოვრენის სიტყვებს Goal-ი.

ლოვრენს ავტომობილის მართვისას ერთბაშად ოთხი წესის დარღვევას ედავებიან (ვიდეო)

“ლივერპულის” მცველ დეიან ლოვრენს უსიამოვნება შეემთხვა.

ხორვატი ფეხბურთელი მარკო გრუიჩთან და ლაზარ მარკოვიჩთან ერთად ავტომობილის მართვისას ზედმეტად გაერთო და ახლა მას საგზაო მოძრაობის ერთბაშად ოთხი წესის დარღვევას ედავებიან: მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენება, სათანადო ყურადღების გარეშე ავტომობილის მართვა, ერთ-ერთი მგზავრი უსაფრთხოების ღვედის გარეშე იყო, მართვა სათანადო კონტროლის გარეშე. ფეხბურთელებმა ეს ქმედებები თავადვე დააფიქსირეს, მოგვიანებით კი ვიდეო “ლივერპულის” სატელევიზიო არხზე გავრცელდა.

სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს გამოძიება. ლოვრენი შესაძლოა, 1000 ფუნტ სტერლინგით დაჯარიმდეს. საბედნიეროდ, მგზავრობა უსაფრთხოდ დასრულდა.

ლოვრენი “ქინდერ სიურპრიზის” სათამაშოების კოლექციონერია (ფოტო)

“ლივერპულისა” და ხორვატიის ნაკრების მცველი დეიან ლოვრენი “ქინდერ სიურპრიზის” სათამაშოების კოლექციონერია.

25 წლის ფეხბურთელმა სათამაშოებს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ვის ახსოვს ეს? “ქინდერის” კოლექციონერი ვარ. სამწუხაროდ, ხუთი წუთი დავხარჯე იმისთვის, რომ ეს სათამაშოები შემეგროვებინა”, – დაწერა ლოვრენმა.

Kinder

როჯერსი: “ლოვრენი სწორედ ისაა, ვისაც კარაგერის წასვლის შემდეგ ვეძებდით”

დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართული ამხანაგური მატჩის (4:0) შემდეგ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა გუნდის ახალწვეულები ხავიერ მანკილიო და დეიან ლოვრენი შეაქო. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა გოლის გატანაც შეძლო.

“დეიანი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ჯეიმი კარაგერის წასვლის შემდეგ სწორედ ასეთ ფეხბურთელს ვეძებდით. ლოვრენი მოედანზე დომინირებდა, მეტოქეს ხვდებოდა და თამაშს კარგად კითხულობდა, შეტევაშიც ერთვებოდა. ის ორვე ფეხს კარგად ხმარობს.
ახალგაზრდა მანკილიომაც კარგად წარმოაჩინა თავი. ის კლასიკური მცველია. მეტოქის მიერ ნებისმიერი მოწოდებული ბურთის მოგერიება შეუძლია, შეტევაში ჩასართავადაც დიდი ენერგია აქვს. ვიმედოვნებ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი-ორი შენაძენი კიდევ გვექნება”, – როჯერსის სიტყვები Goal.com-მა გამოქვეყნა.

 

დეიან ლოვრენი „ლივერპულს“ უახლოვდება

„საუთჰემპტონისა“ და ხორვატიის ნაკრების მცველი დეიან ლოვრენი უახლოეს პერიოდში „ლივერპულის“ ფეხბურთელად უნდა გამოცხადდეს.

ხორვატიული გამოცემა Sportske Novosti იუწყება, რომ ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოვრენი მერსისაიდულ გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ცნობისთვის, ლოვრენმა მიმდინარე ზაფხულს უკვე გამოთქვა „ლივერპულში“ გადასვლის სურვილი.