“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბრაიტონი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ კედლებში “ბრაიტონი” მიიღო და მწვრთნელის სტილში, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0).

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მეტოქეს პრაგმატული თამაში შესთავაზა. მატჩის გადამწყვეტი გოლი ეშლი იანგმა, შეხვედრის 66-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოუტანა.

შედეგად, “წითელ ეშმაკუნებს” 13 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან, “ბრაიტონი” კი 16 ქულით ჯერჯერობით მეცხრეა. მომდევნო ტურში “მანჩესტერელები” “უოტფორდს” ეწვევიან, “ბრაიტონი” კი “კრისტალ პალასს” მიიღებს.

ჟოზე მოურინიო შიშობს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ფელაინის დაკარგავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მარუან ფელაინის მომავალზე დარდობს, რომელიც გუნდის ლიდერის სტატუსის მორგების შემდეგ ძალიან ახლოსაა “ოლდ ტრაფორდის” დატოვებასთან.

“ეს საკითხი ნამდვილად მაწუხებს, მაგრამ მე არაფერი შემიძლია. გადაწყვეტილება ფეხბურთელმა და კლუბის ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ. მსგავს შეთანხმებებში მე მონაწილეობას არ ვიღებ.

ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ თავისი მომავალი თავადვე უნდა გადაწყვიტოს. კონტრაქტი ეწურება და უფლება აქვს, საკუთარი არჩევანი გააკეთოს.

თუმცა, სიტუაცია კლუბის კონტროლის ქვეშ არის. მე ისღა დამრჩენია, მოვიცადო და ვნახო, რა მოხდება,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

“მანჩესტერ იუნაიტედი” “სელტიკიდან” დემბელეს გადაბირებას გეგამვს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები სერიოზულად არიან დაინტერესებულები “სელტიკის” ფრანგი თავდამსხმელის, მუსა დემბელეს ტრანსფერში. ამ ინფორმაციას L’Equipe ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინგლისურმა მხარემ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები შოტლანდიურ კლუბთან, თუმცა მხარეები ტრანსფერის ფასზე ვერ თანხმდებიან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ ზაფხულს ამ ფეხბურთელის ტრანსფერით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, ლონდონის “ჩელსი” იყო დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში დემბელემ შოტლანდიის ჩემპიონატის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გატანილი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.

იბრაჰიმოვიჩი: “პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მძიმე ტრავმის შემდეგ, მოედანს ახალი ამბიციებით დაუბრუნდა. შვედი მოთამაშე აცხადებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ამ სეზონში, როგორც პრემიერ ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსები აქვს.

“ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია, მოხდეს. გასულ სეზონზე ძლიერები ვართ. სწორედ ამიტომ, ინგლისის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. სწორედ ესაა ამ სეზონის მიზანი; მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და აღვმართოთ თასები. სრულიად წარმოსადგენია, რომ “სიტის” დავეწიოთ და ცხრილშიც დავწინაურდეთ.”

“ამ კვირაში მწვრთნელი ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მას გუნდი სრული შემადგენლობით ჰყავდა თავის განკარგულებაში. მან იცის, რასაც აკეთებს. ჟოზე თავდაჯერებულია მაშინ, როცა ბევრი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს. მას აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი,” – აცხადებს “იბრა”.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ნიუკასლი” გაანადგურა, პოგბა დაბრუნდა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-12 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე რაფაელ ბენიტესის “ნიუკასლი” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა (4:1), რითიც “ჩელსისთან” წაგებული მატჩის შემდეგ ხასიათის გამოკეთება შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თავი თამაშის მე-14 წუთზე გეილიმ გამოიჩინა. ამის შემდეგ “წითელმა ეშმაკუნებმა” სრული უპირატესობა მოიპოვეს მეტოქეზე და ოთხი უპასუხო გოლიც გაუტანეს – მარსიალი (37′), სმოლინგი (45′), პოლ პოგბა (54′) და რომელუ ლუკაკუ (70′).

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და პოლ პოგბამ მოურინიომ მას 13 წუთი გამოუყო მოედანზე თავის გამოსაჩენად, თუმცაღა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ამ დროისთვის ჟოზე მოურინიოს გუნდი 26 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურში “ბრაიტონის” მიღება მოუწევს “ოლდ ტრაფორდზე”. “ნიუკასლი” კი 14 ქულით მე-11 ადგილზეა და შინ “უოტფორდი” უნდა მიიღოს.

იბრაჰიმოვიჩი “ნიუკასლთან” მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულებულია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ფეხბურთელი, შესაძლოა, მინდორზე დღეს ვიხილოთ.

“დასაწყისისთვის, ზლატანს “ნიუკასლთან” მატჩში სათადარიგოთა სკამზე დავსვავთ,” – აცხადებს “წითელი ეშმაკუნების” პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო.

მოურინიომ ორი თავდამსხმელით თამაშის ვარიანტზეც გააკეთა კომენტარი: “მიმდინარე სეზონში ჩვენ რამდენიმეჯერ უკვე ვითამაშეთ ორი შემტევით. ეს ფორმაცია განსაკუთრებით საჭირო მაშინ არის, როდესაც სამი ცენტრალური მცველისა და გარემარბების იმედზე ვართ. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ლუკაკუმ და იბრაჰიმოვიჩმა ერთად ითამაშონ.”

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში ზლატანმა 28 გოლის გატანა შეძლო.

კარიკატურა: პოლ სქოულზი იუბილარია

ლეგენდარული ფეხბურთელი, პოლ სქოულზი 16 ნოემბერს იუბილარი იყო. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა 43 წლის გახდა.

ომარ მომანიმ სქოულზს მისი ერთ-ერთი ულამაზესი გოლის ამსახველი კარიკატურით მიულოცა დაბადების დღე.

 

მოურინიო შვედეთისა და იტალიის მატჩზე თავის სამიზნეს აკვირდებოდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო შვედეთის და იტალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩზე შენიშნეს, სადაც ის თავის სამიზნეს, ემილ ფორსბერგს აკვირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის საფეხბურთო ნაკრებისა და გერმანული “ლაიფციგის” გარემარბმა პარასკევს გამართული მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის სტატუსიც დაიმსახურა.

შვედი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია და გასულ სეზონში მან საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა “ლაიფციგის” წარმატებაში (ჩემპიონატის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა).

ასე რომ, გასაკვირი არ არის მოურინიოს ასეთი დაინტერესება 26 წლის ფეხბურთელში, რომელიც შესაძლოა, “ოლდ ტრაფორდზე” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიდმინარეობისასაც აღმოჩნდეს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” უმტიტის დამატების ვარიანტს განიხილავს

2017/18 წლების სეზონის პირველი ნაწილი მიწურულს უახლოვდება და ფაქტია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” დაცვაში არსებული პრობლემები ვერც ვიქტორ ლინდელოფის 30 მილიონიანმა ტრანსფერმა ვერ მოაგვარა.

ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” შტაბში ახლა სამუელ უმტიტის ვარიანტს განიხილავენ, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია, რაც მტკიცედ იცავს “ბარსელონას”.

მართალია, სამუელ უმტიტი ცნობების თანახმად კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აწარმოებს “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” მოლაპარაკებებს, მაგრამ მხარეებს შეთანხმება ჯერაც არ მიუღწევიათ.

რაც შეეხება სამუელის ამჟამინდელ კონტრაქტს, მასში ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 60 მილიონი ევრო არის მოხსენიებული.

მიკელი: “სკოლაში ვსწავლობდი და მოურინიოს და ფერგიუსონს უნდოდათ ჩემი ყიდვა”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი და ამჟამად ჩინური “ტიანძიანის” ფეხბურთელი, ჯონ ობი მიკელი იხსენებს იმ პერიოდს, როცა მისით როგორც “არისტოკრატები”, ასევე “წითელ ეშაკთა” დამრიგებელი, სერ ალექს ფერგიუსონი ინტერესდებოდ.

“ეს დაუჯერებელი იყო. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” – მსოლფიოს ორ უდიდეს კლუბს უნდოდათ ჩემი ყიდვა. უკვე კონტრაქტზე ხელი მქონდა მოწერილი, თუმცა შემდეგ “მანჩესტერზე” უარი ვთქვი. არასდროს დამავიწყდება ფერგიუსონთან მეორე შეხვედრა. მას ვუთხარი: მაპატიე, მაგრამ მე “ჩელსიში” თამაში მსურს. მახსოვს როგორი გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყო იგი.”

“მან ისეთი რაღაცები მითხრა, რაღაც მხრივ, აზრი შემაცვლევინა. თუმცა, უფრო ჟოზეზე ვფიქრობდი. დავიბენი… ორი უძლიერესი მწვრთნელი ჩემით ინტერესდებოდა და არ ვიცოდი, რა მექნა. “ფერგიმ” ბოლოს მითხრა: “რატომ თქვი “მანჩესტერ იუნაიტედზე” უარი? ეს მსოფლიოს უდიდესი კლუბია. ამის გაკეთება არ შეგეძლო. უნდა გეთქვა: “კი”.” გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შემდეგ მთლიანად შენს ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას,” – აცხადებს 30 წლის ნიგერიელი.

შეგახსენებთ, რომ მიკელი ლონდონურ გრანდში 2006 წელს გადაბარგდა და იქ ათი სეზონი გაატარა.

“რეალი” ხუან მატას გადაბირებას გეგმავს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი ნახევამრცველის, ხუან მატას გადაბირებას აპირებენ. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, Express ავრცელებს.

როგორც იცით, ბოლო დროს ჟოზე მოურინიომ ხუან მატა სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო, რის გამოც მატამ არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება.

თანაც, ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ “ჩელსის” ყოფილ ფეხბურთელს “ოლდ ტრაფორდელებთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ზამთარში “ბლანკოსს” მისი გადაბირება ხელსაყრელ ფასად შეეძლება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხუან მატა “რეალის” ახალგაზრდულ გუნდშია აღზრდილი, რაც კიდევ უფრო ზრდის ესპანელი ფეხბურთელის მადრიდში დაბრუნების შანსებს.

კარიკატურა: კონტემ და მორატამ “მანჩესტერელთა” ჩემპიონობის იმედები დაწვეს

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ლონდონის “ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას ანგარიშზეა. ამ წაგების შემდეგ “მანჩესტერი” მის მთავარ მეტოქეს, “სიტის” რვა ქულით ჩამორჩა.

ომარ მომანის აზრით, კონტეს ტაქტიკამ და მორატას გოლმა “წითელი ეშმაკების” ჩემპიონობის იმედები დაასამარეს.