“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, რაიან გიგზი პრესასთან საუბრისას საინტერესო განცხადებას აკეთებს. მისი აზრით, ყოფილ კლუბში გატანილი გოლის შემთხვევაში, უეინ რუნიმ ეს უნდა აღნიშნოს.
“როდესაც გოლი გაგაქვს, ცოტა არ იყოს, შენს თავს კარგავ და ძალიან გიხარია. ამისგან თავი არავინ უნდა შეიკავოს, თუმცა ზედმეტიც არ შეიძლება. პატივისცემის გამოჩენა ყოველთვის საჭიროა.
გოლს თუ გაიტანს, უნდა აღნიშნოს კიდეც. ვფიქრობ, ფანები მას გაუგებენ.
რუნის ძალიან კარგად ვიცნობ, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ინერვიულებს. მაგრამ, ის პირველ რიგში ფეხბურთელია და შანსი თუ იქნება, თავისი საქმე უნდა გააკეთოს,” – აცხადებს რაიან გიგზი.