ვისზე ინადირებს “მანჩესტერ იუნაიტედი” გრიზმანის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში?

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სამიზნე, ანტუან გრიზმანი მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობს და “ატლეტიკოს” დატოვებას არ აპირებს.

L’Equipe-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გრიზმანის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში “წითელი ეშმაკები” მთლიანად ალექსანდრე ლაკაზეტის საქმეზე გადაერთვებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლაკაზეტი გრიზმანზე გაცილებით ნაკლები ღირს, რაც ამ სვლას კიდევ უფრო ამართლებს. ამასთანავე, ის გრიზმანზე ახალგაზრდაც არის.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის 27 მატჩში ფრანგმა თავდამსხმელმა 24 გოლის გატანა შეძლო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ედინსონ კავანის ჩამორჩა.

ლუკ შოუსთვის სეზონი დასრულებულია

“სუონსი სიტისთან” გამართულ მატჩში ლუკ შოუს მიერ მიღებული ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და ამის გამო მას სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.

როგორც იცით, ინგლისელმა მცველმა დაზიანება მატჩის დაწყებიდან ცხრა წუთში მიიღო და ჟოზე მოურინიოს მაშინვე მოუწია მისი შეცვლა.

“ლუკ შოუსთვის სეზონი დასრულებულია,” – აცხადებს ჟოზე მოურინიო პრესასთან საუბრისას.

“საკმაოდ მძიმე ტრავმა იყო, ეს ყველასათვის ნათელია, მაგრამ ჩვენ მაინც ველოდებით მედიკოსების საბოლოო დასკვნას, რათა სამომავლო გეგმებზე ვიფიქროთ. მისთვის სეზონი დასრულებულია, ეს უკვე დადასტურებულია,” – დაამატა მან.

“მანჩესტერ იუნაიტედი” 80-მილიონიან სვლას ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” პოლ პოგბაში გადახდილი მილიონებითაც არ კმაყოფილდება და მომავალ ზაფხულს კიდევ ერთი დიდი, 80-მილიონიანი სვლის განხორციელებას გეგმავს.

ბრიტანული წყაროს, The Express-ის ცნობების თანახმად, “წითელი ეშმაკები” ლიგა 1-ის დუეტის, ბერნანდო სილვასა და ბლაიზე მატუიდის გადაბირებას აპირებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ამ ფეხბურთელების დამატება ჟოზე მოურინიოს მოთხოვნაა, რომელიც მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის აპირებს ბრძოლას.

თურმე, პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდის ბერნანდო სილვას გარშემო აწყობას აპირებს, რომელიც “მონაკოში” გამოდის და 50 მილიონ ფუნტად ფასდება.

“პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი, 30 მილიონად შეფასებული ბლაიზე მატუიდი კი მარუან ფელაინის შემცვლელად მოისაზრება.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “სუონსის” ვერ მოუგო (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საშინაო არენაზე უელსური “სუონსი” მიიღო, რომელიც ჩემპიონატში დარჩენისათვის იბრძვის.

მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. გოლები უეინ რუნიმ და გილფი სიგურდსონმა გაიტანეს.

შედეგად, “სუონსიმ” უსაფრთხო ზონაში მყოფ “ჰალ სიტისთან” არსებული სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. “მანჩესტერ იუნაიტედი” კი ამ დროისთვის 65 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ლუკ შოუ (ვალენსია 9′), დეილი ბლინდი, ერიკ ბაილი (დარმიანი 61′), იანგი; კერიკი, ანდერ ერერა; მარსიალი, უეინ რუნი (მხითარიანი 80′), ლინგარდი; რეშფორდი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“სუონსი”: ფაბიანსკი; ნოტონი, ფერნანდესი, მოუსონი, კინგსლი; კი (ფერი 61′), ბრიტონი, ქეროლი; აიუ, ლორენტე, სიგურდსონი

მთავარი მწვრთნელი: პოლ კლიმენტი


ჯო ჰარტი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლით არის დაინტერესებული

“მანჩესტერ სიტის” ინგლისელი მეკარე, ჯო ჰარტი, რომელიც დროებით იტალიური “ტორინოს” ღირსებას იცავს, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლით არის დაინტერესებული.

საკმაოდ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ცნობით, 30 წლის მეკარე მანჩესტერში, თავის სახლში აპირებს ცხოვრებას, რომელიც 2006 წელს შეიძინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ “წითელი ეშმაკები” (კერძოდ სერ ალექს ფერგიუსონი) ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდნენ ჰარტის გადაბირებას, როდესაც ის “შრუსბერში” გამოდიოდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “მანჩესტერ სიტიმ” “ტორინოს” ჰარტის შენარჩუნების სანაცვლოდ 15 მილიონი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღეს. არენდას კი ვადა 2017 წლის ზაფხულში ეწურება.

ბარძალი თვლის, რომ პოგბა “იუვენტუსის” დატოვებას ნანობს

“იუვენტუსის” მცველმა, ანდრეა ბარძალიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ პოლ პოგბაზე ისაუბრა.

“პოგბას მეორე დღეს, ვიდეო-ჩატის მეშვეობით გავესაუბრე. ის ბედნიერი იყო, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რომ შევძელით გასვლა და ყველანაირად ცდილობდა ჩვენს გამხნევებას.

ვინც არ უნდა დატოვოს ჩვენი გუნდი, ის მუდამ დარჩება ჩვენში. ბოლო წლებში ჩვენი მთავარი სიძლიერე სწორედ რომ გუნდურობა იყო.

ისიც მართალია, რომ ჩვენთან ყოფნის შემთხვევაში თავს უკეთ იგრძნობდა. ალბათ ნანობს კიდეც.

მაგრამ ცხოვრებაში მრავლადაა მომენტები, როდესაც გადაწყვეტილების მიღება გიწევს. ვერავინ იფიქრებს, რომ გუნდი, რომელსაც ტოვებს ამდენს მიაღწევს,” – აცხადებს ბარძალი.

სილვესტრი: “გრიზმანი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” იდეალური ვარიანტია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, მიკაელ სილვესტრი მიიჩნევს, რომ ანტუან გრიზმანი “მანჩესტერ იუნაიტედის” სტილს იდეალურად შეეფერება.

“დღევანდელ ფეხბურთში ენერგიულობა აუცილებელი მოთხოვნაა. ანტუანს ეს აქვს. ის ძალიან ნიჭიერია და მისი ხედვაც შესაფერისია. “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ის იდეალური ვარიანტი იქნება.

მის ტრანსფერს ფანებიც დიდი სიხარულით შეხვდებიან. მისი სტამინა, შრომისმოყვარეობა და თამაშის სტილი – დიდებული დანამატი იქნება “მანჩესტერ იუნაიტედისათვის”.

ანტუანი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო. რეშფორდსა და მარსიალს სეზონში 25 გოლის გატან არ შეუძლიათ. ვთვლი, რომ მათ გრიზმანი სჭირდებათ, ამაში დარწმუნებული ვარ,” – აცხადებს სილვესტრი.

იაია ტურე: “შესაძლოა, მსაჯების გარეშე თამაში უკეთესი იყოს”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, იაია ტურემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსაჯების მიერ ინგლისის თასის ნახევარფინალში დაშვებულ შეცდომას (როდესაც “ქალაქელებს” გოლი არ ჩაუთვალეს) და აღნიშნა, რომ ასეთ მსაჯობას, ჯობს ფეხბურთელებმა მათ გარეშე ითამაშონ.

“მსაჯებმა ეს უნდა შეწყვიტონ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ასეთი რამ ადრეც არაერთხელ მოხდა.

შეიძლება, ხუთშაბათს უკეთესი მსაჯი შეგვხდეს, ან საერთოდ მსაჯების გარეშე ვითამაშოთ – პირადად მე ნამდვილად ამ ვარიანტს ვამჯობინებ.

დერბი უდიდესი რამ არის. ჩვენ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. იმედი მაქვს, რომ კარგი მსაჯი შეგვხვდება,” – აცხადებს აფრიკელი ფეხბურთელი.

MLS-ის ახალი კლუბი იბრაჰიმოვიჩს წელიწადში 5 მილიონს სთავაზობს

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედ თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს MLS-ის ახალი კლუბი საკმაოდ სარფიან წინადადებას სთავაზობს.

როგორც ცნობილი ხდება, 35 წლის ფეხბურთელს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ამერიკული კლუბი წელიწადში 5 მილიონ ფუნტს სთავაზობს ხელფასის სახით.

საუბარია ახალ კლუბ “ლოს-ანჯელესზე”, რომელიც ამერიკულ ჩემპიონატში თამაშს 2018 წლიდან დაიწყებს.

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, “ლოს-ანჯელესი” შვედ ფორვარდს 2017-18 წლების სეზონის პირველ ნახევარს ისევ “ოლდ ტრაფორდზე” გაატარებინებს, რათა მან ფორმა არ დაკარგოს.

აქვე გეტყვით, რომ ზლატანმა ინგლისის სადებიუტო სეზონში 28 გოლის გატანა შეძლო.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ჩელსი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ოლდ ტრაფორდმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონატის ამჟამინდელ ლიდერს, “ჩელსის” დაუპირისპირდა.

მატჩში ანგარიში მეშვიდე წუთზე გაიხსნა, როდესაც ანდერ ერერას შრომა მარკუს რეშფორდმა დაუფასა. მატჩის 49-ე წუთზე კი თავად ერერამ შეძლო ანგარიშში სხვაობის ორამდე გაზრდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:0.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; დარმიანი, როხო, ბაილი; იანგი (ფოსუ მენსაჰი 93′), პოგბა, ფელაინი, ანდერ ერერა, ვალენსია; ლინგარდი (კერიკი 60′), რეშფორდი (იბრაჰიმოვიჩი 83′)

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ჩელსი”: ბეგოვიჩი; კურტ ზუმა (ლოფტუს-ჩიკი 83′), დავიდ ლუისი, კეჰილი; მოზესი (ფაბრეგასი 54′), ნგოლო კანტე, ნემანია მატიჩი (უილიანი 66′), ასპილიკუეტა; პედრო, ედენ აზარი; დიეგო კოშტა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე


პოგბა: “კანტე ყველგანაა, მას თერთმეტი ფეხბურთელის მაგივრად შეუძლია სირბილი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” 96-მილიონიანმა შენაძენმა, პოლ პოგბამ “ჩელსის” ერთ-ერთ ლიდერსა და ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კანტეს ბრწყინვალე შესაძლებლობები გააჩნია – მას შეუძლია თერთმეტი ფეხბურთელის მაგივრად ირბინოს.

როდესაც ის ბურთს იღებს, მაქსიმალურად ცდილობს, მარტივად ითამაშოს. კანტე მწვრთნელის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს.

ის “ჩელსის” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მატჩის მსვლელობაზეც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. ის ყველგან არის, დიდებული ფეხბურთელია,” – აცხადებს ფრანგი ფეხბურთელი.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “სანდერლენდი” გაანადგურა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” გათამაშების აუტსაიდერს, ბოლო ადგილზე მყოფ “სანდერლენდს” ეწვია და სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა. 46-ე წუთზე კი მხითარიანმა მოახერხა 10-კაციანი მეტოქის კარის აღება, ბოლო წუთებზე კი თავი რეშფორდმაც გამოიჩინა – 0:3.


“სანდერლენდი”: პიკფორდი; ოვიედო, დენაიერი, კონე, ჯონსი; კატერმოლი; ლარსონი, როდველი, ნდონგი; ანიჩებე, დეფო

მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: რომერო; დარმიანი, ბაილი, როხო, შოუ (ბლინდი 61′); ფელაინი, ერერა, პოლ პოგბა; მხითარიანი, იბრაჰიმოვიჩი, ლინგარდი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო