კატალონიის “ბარსელონას” რადარზე ლუკ შოუ მოექცა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა, Marca წერს.
შეგახსენებთ, რომ “ბლაგურნას” ორი მარცხენა მცველი ჰყავს. პირველი ხორდი ალბაა, რომელიც უკვე 29 წლისაა და ნამდვილად სჭრდება შემცვლელი. მეორე ლუკას დინია – ფრანგმა ახალაგზრდამ ბოლომდე ვერ გაამართლა გაცემული ავანსები და, შესაძლოა, ამ ზაფხულში ესპანეთი დატოვოს.
სწორედ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, კატალონიელებს “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი, ლუკ შოუ სურთ. “ბადრიჯნისფერებისთვის” 22 წლის ინგლისელის სატრანსფერო ფასი, დონე და ასაკი დამაკმაყოფილებელია. ამას ისიც ემატება, რომ შოუს “მანჩესტერში” ნამდვილად არ აქვს საქმე კარგად: მან წელს პრემირ ლიგის მხოლოდ შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, ეს გარემოებაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის.