შარშან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კატალონიის “ბარსელონამ” სასწაული მოახდინა და პარიზში ადგილობრივ პსჟ-სთან 0:4 წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე 6:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. გადამწყვეტი გოლი სერხი რობერტომ გაიტანა.
ესპანელმა მოთამაშემ ის მომენტი გაიხსენა.
“საოცრება იყო! ხოლო, გოლის შემდეგ არ მეძინა. მთელი ღამე ერთი წუთით ვერ მოვხუჭე თვალი. ბედნიერი ვარ, რადგან იმ გოლს ხალხი სულ გაიხსენებს,” – აცხადებს “ბლაგურნას” შემტევი.