“პსჟ” ჟერემი მატიესა და იური ბერჩიჩეს ტრანსფერებზე მუშაობს

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მარცხენა მცველის ძიებით არიან დაკავებულნი, რომლებმაც მაქსველი უნდა ჩაანაცვლოს.

უცხოური პრესის მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, მაქსველის შემცვლელად პარიზელები “რეალ სოსიედადის” მცველს, იური ბერჩიჩეს მოისაზრებენ.

გარდა ამისა, ფრანგული გრანდის სპორტული დირექტორი, ანტერ ენრიკე “ბარსელონას” ფრანგი მცველის, ჟერემი მატიეს ტრანსფერზეც მუშაობს.

მატიემ “ბარსელონას” დატოვება გადაწყვიტა და ორ ვარიანტს განიხილავს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, კატალონიურ “ბარსელონას” ზაფხულში ჟერემი მატიეც დატოვებს.

როგორც ცნობილი ხდება, 33 წლის ფრანგმა მცველმა “ალავესთან” მოგებული მატჩის შემდეგ (3:1) თავისი გადაწყვეტილება რამდენიმე თანაგუნდელს გააცნო.

წყაროს ცნობით, ამჟამად მატიე კარიერის გაგრძელების მხოლოდ ორ ვარიანტს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ჟერემი მატიე “ბარსელონას” 2014 წელს შეუერთდა ესპანური “ვალენსიადან” და მას შემდეგ 9 ტიტული მოიგო.

“კლასიკოში” მატიეს თამაში გამოირიცხა

“ბარსელონა” ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შაბათს, 3 დეკემბერს გასამართ სეზონის პირველ “ელ კლასიკოში” მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს ბარსელონელთა ფრანგი მცველი, ჟერემი მატიე.

როგორც იცით, პრესაში მის დაბრუნებას ბოლო 5 მატჩში ვარაუდობდნენ, თუმცა ყველაფერი ისე ვერ წავიდა, როგორც ექიმებსა და კატალონიელებს სურდათ.

“რეაბილიტაციის პროცესის ბოლო საფეხურზე ყოფნისას, ჟერემი მატიემ კიდევ ერთი დარტყმა მიიღო. “ბარსელონას” სამედიცინო სერვისის ცნობით, ამის გამო, ჟერემი მატიეს ლაზარეთში კიდევ 15-20 დღის გატარება მოუწევს.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ ფრანგი ფეხბურთელი ესპანელებს მადრიდის “რეალთან”, “ბორუსია მიუნხენგლადბახთან” და “ოსასუნასთან” გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.”

“ბარსას” მცველს მუხლზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს

კატალონიური “ბარსელონა” ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გუნდის ფრანგ მცველს, ჟერემი მატიეს ფეხზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს, რისი მიზეზიც ნაკრებში თამაშისას მიღებული ტრავმა გახლავთ.

საფრანგეთისა და რუსეთის ამხანაგურ მატჩში (4-2) ჟერემი მატიე მატჩის მეორე ნახევარში ჩაერთო, მან პატრის ევრა შეცვალა. თუმცა “ბლაუგრანას” მცველმა მხოლოდ 8 წუთის გატარება მოახერხა მოედანზე. მან ფეხზე დისკომფორტი იგრძნო.

32 წლის მცველმა მალევე ჩაიტარა სამედიცინო შემოწმება, სადაც დადასტურდა, რომ მას მარჯვენა მუხლის მენისკი ნაწილობრივ გაწყვეტილი აქვს.

“კლუბი ოპერაციის დასრულებისთანავე მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ.” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

მატიე: „რეალი“ ბოლოს ფსიქოლოგიურად გატყდა“

„ბარსელონას“ მცველი ჟერემი მატიე კატალონიურ კლუბში თავისი პირველი სეზონით კმაყოფილია.

„აქ მხოლოდ ტიტულების მოსაგებად გადავედი. მიხარია, რომ პრიმერას მოგება შევძელით. წინ ორი ფინალი გველის, რომელთა მოგებას შევეცდებით. „რეალი“ იბრძოდა, თუმცა სეზონის ბოლოს ფსიქოლოგიურად გატყდა“, – განაცხადა მატიემ.

იხილეთ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

მატიე ვერ ითამაშებს, ალბა მწყობრშია

მატჩამდე ერთი დღით ადრე, “ბარსელონამ” ჟერემი მატიე ტრავმის გამო დაკარგა.

AS-ის ინფორმაციით, ფრანგი უკანახაზელი მაშინ დაიმტვრა, როდესაც კატალონიურ გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესებს გადიოდა.

წყარო ამტკიცებს, რომ გამოცდილი ცენტრბეკი ხვალინდელ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ამას გარდა, კარგი ამბავიცაა. “ბლაუგრანას” ხორდი ალბა უბრუნდება. მარცხენა მცველს მუხლის ტრავმა აწუხებდა, რომელიც სრულიად მოიშუშა.

პროგნოზისტთა აზრით, “ბარსელონა” “ბაიერნთან” დაცვის ხაზის შემდეგი წყობით წარსდგება: ალვეში-პიკე-მასკერანო-ალბა.

მატიე: “გოლი მნიშვნელოვანი არ არის, გუნდმა მოიგო”

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა გუშინდელ მატჩზე ისაუბრა, სადაც კატალონიელებმა ელ კლასიკოში მადრიდის “რეალს” სძლიეს.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის – სამი ქულის მოპოვება. ეს იმაზე მეტია, ვიდრე გოლის გატანა “რეალთან”. მადრიდელებს ოთხი ქულით გავასწარით, რაც ჩვენს უპირატესობაზე ფიგურირებს”.

“ჩემი გოლი? ეს კომბინაცია ვარჯიშზე ბევრჯერ გვაქვს დამუშავებული. მიხარია, რადგან ასეთ მნიშვნელოვან მატჩში გამომივიდა,”-განაცხადა ფრანგმა.

ამ სეზონში მატიემ ლა ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, ხოლო გუშინ ელ კლასიკოზე მისი სადებიუტო გოლი იყო “ბარსელონას” მაისურით, ესპანეთის ჩემპიონატში.

მატიემ ვარჯიში გამოტოვა

დღეს კატალონიის ”ბარსელონამ” ვარჯიში განაახლა. გუნდს სავარჯიშო სესიაზე ჟერემი მატიე დააკლდა. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ფრანგს ვირუსი აქვს. იგი უკვე გადის მკურნალობის კურს და მალე დაუბრუნდება კლუბს.

კატალონიის ”ბარსელონა” შემდეგ მატჩს ”ესპანეთის თასზე” გამართავს. 4 დეკემბერს,01:00 საათზე ”უესკა” საკუთარ კედლებში, ”ელ ალკორასიაზე”, ”ლურჯ-ბროწეულისფერებს” უმასპინძლებს.

ვერმაელენი და მატიე გუნდს შეურერთდნენ

„ბარსელონა“ ტომას ვერმაელენი და ჟერემი მატიე შეუერთდნენ. როგორც მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელი ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა.

რაც შეეხება გუნდის სხვა ფეხბურთელებს, ანდრეს ინიესტამ და რაფინიამ გუნდისგან ცალკე, ინდივიდუალურად ივარჯიშეს.

”ლურჯ-ბროწეულისფერთა” ბანაკში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა – გუნდს ლუის სუარესიც შეუერთდა. სამწუხაროდ, ვარჯიშს გამოაკლდა მარტინ მონტოია. მას სიცხე აქვს და მედიკოსებმა სახლში დარჩენა ურჩიეს. მათთან ერთად ვარჯიშს ჩავი, დუგლასი, ადრიანო, ალვეში და ხორდი მასიპი დაესწრნენ.

მატიე: ”პსჟ იბრაჰიმოვიჩის გარეშე სხვა გუნდია”

ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე, გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა, სადაც პსჟ, საკუთარ მოედანზე, ”ბარსელონას” დაუპირისპირდება. ”ბლაუგრანას” მცველმა, ჟერემი მატიემ, ჟურნალისტებთან, მომავალ მატჩზე ისაუბრა.

”პსჟ-ს შემადგენლობაში, საკმაოდ ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ, ამიტომ თამაშს დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, თითოეულ ეპიზოდს დიდი მნიშვნელობა ექნება. მათ ჰყავთ ლიდერი, იბრაჰიმოვიჩის სახით. პსჟ, მასთან ერთად და მის გარეშე – 2 სხვა გუნდია.” – განაცხადა მატიემ.

„ბარსელონას“ ახალწვეული ინტერნეტმომხმარებელთა მსხვერპლი გახდა

„ბარსელონას“ ახალწვეული ჟერემი მატიე ინტერნეტმომხმარებელთა მსხვერპლი გახდა.

ინტერნეტენციკლოპედია wikipedia-ს გვერდზე ფეხბურთელის სახელი Jeremy Mathieu შეცვალეს Jeremy „la perra sucia“ Mathieu-თი. ბრჭყალებში მოცემული ფრაზა ესპანურ ენაზე „ბინძურ ძაღლს“ აღნიშნავს. არ არის გამორიცხული, ეს „ვალენსიას“ ქომაგებს გაეკეთებინათ. როგორც მოგეხსენებათ, მატიე „ბარსაში“ სწორედ „ღამურათა“ ბანაკიდან გადავიდა.

 

ოფიციალურად: ჟერემი მატიე “ბარსელონას” ფეხბურთელია

კატალონიის “ბარსელონამ” “ვალენსიადან” 30 წლის ფეხბურთელი ჟერემი მატიე შეიძინა. როგორც ირკვევა, კატალონიელებმა ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელსაც თამაში ცენტრალურ და მარცხენა მცველად შეუძლია, “ბარსელონასთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ მატიეს შეძენა სხვა რომელიმე კლუბს მოუნდება, მაშინ მათ “ბარსელონას” 50 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.