“ტოტენჰემი” პორტუგალიის ნაკრების მოთამაშით ინტერესდება

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “სპურსებს” ბევრ მოთამაშეს უკავშირებენ.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” “ბრაგას” ნახევარმცველით, რაფა სილვათი ინტერესდება. ინგლისელები 23 წლის მოთამაშეში 10 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

სილვამ წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო და პორტუგალიური კლუბის შემადგენლობაშიც კარგად გამოიყურებოდა. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ მის მიმართ ინტერესს ამ დონის გუნდი იჩენს.

აქვე გეტყვით, რომ ნახსენები მოთამაშე “ბრაგაში” 2013 წლიდან ასპარეზობს. მან 88 თამაშში 13 გოლის შეგდება მოახერხა.

პოჩეტინომ “ტოტენჰემსა” და არგენტინის ნაკრებს შორის არჩევანი გააკეთა

2016 წლის “კოპა ამერიკაზე” არგენტინის ნაკრები ფინალში ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა. ეს ზედიზედ მესამე წაგებული ფინალური მატჩი იყო ამ გუნდისთვის. მას შემდეგ ნახსენები ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. აღნიშნულ თანამდებობას ძალიან ბერვ სპეციალისტს უკავშირებენ, მათ შორის დიეგო სიმეონესა და მაურისიო პოჩეტინოსაც. ეს უკანასკნელი “ტოტენჰემის” მწვრთნელია.

როგორც ირკვევა “სპურსების” სპეციალისტი არსად წასვლას არ აპირებს და მას ინგლისურ კლუბში მუშაობა სურს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა: ბოლო დროს ხშირად მესმის  ჭორები იმის შესახებ, რომ, თითქოს, მე არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვინიშნები. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწორედ ამ ქვეყნიდან ვარ წარმოშობით. მაგრამ გეტყვით, რომ ეს ჭორები სიმართლე არაა. ახლანდელ გუნდთან  2021 წლამდე მაქვს კონტრაქტი გაფორმებული, აქ ვრჩები დატოტენჰემთანერთად დიდი წარმატებების მიღწევას ვაპირებ,” – განაცხადა ახალგაზრდა დამრიგებელმა.

პოჩეტინო: “საუთჰემპტონი სანტას როლს ასრულებდა”

“საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო “ტოტენჰემთან” განცდილი მარცხის შემდეგ (2:3) ჟურნალისტებს გაესაუბრა.

“ძალიან უკმაყოფილა ვარ გუნდის თამაშით. ფაქტობრივად სანტა-კლაუსის როლი შევასრულეთ და მოწინააღმდეგეს გამარჯვება ვაჩუქეთ. შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, ანგარიშიც წავიყვანეთ, თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ თამაში აღარ გამოგვდიოდა” – განაცხადა პოჩეტინომ.