რატომ არ გადავიდა გრიზმანი “მანჩესტერ იუნაიტედში”?

მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგმა შემტევმა, ანტუან გრიზმანმა პრესასთან იმ მთავარ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც კარიერის “მანჩესტერ იუნაიტედში” გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

“მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი გადაწყვეტილება მივიღე, “ატლეტიკოს” სატრანსფერო დისკვალიფიკაციაა. კლუბს არასდროს დავჭირვებივარ ისე, როგორც ახლა და ამ მომენტში მათ ვე ვუღალატებდი, ეს ძალიან ცუდი საქციელი იქნებოდა და მე ასეთი ნამდვილად არ ვარ.

რა მოხდება მომდევნო ზაფხულს? გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი. იმას კი დანამდვილებით გეტყვით, რომ მომავალ სეზონს “ატლეტიკოში” გავატარებ და შემდეგ ვნახავ, როგორ განვითარდება მოვლენები,” – აცხადებს გრიზმანი.

ოფიციალურად: გრიზმანმა “ატლეტიკოსთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა!

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი, ანტუან გრიზმანი “როხიბლანკოში” კიდევ რამდენიმე წელი დარჩება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გრიზმანმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. იგი მადრიდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება. ხელშეკრულების თანახმად, მისი სატრანსფერო ფასი უცვლელია და 100 მილიონ ევროს უდრის. დოკუმენტის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი შემტევი “ატლეტიკოში” 2014 წლიდან გამოდის და იგი გუნდის უცვლელი წევრია.

 

“ატლეტიკოს” პრეზიდენტმა გრიზმანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ გრიზმანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რითიც ყველანაირი ჭორი უარყო, რაც ფრანგ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებდა.

“სად ითამაშებს გრიზმანი? აქ ნამდვილად არა (“ვისენტე კალდერონზე”), ის “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ითამაშებს,” – ასეთი პასუხი გასცა სერეზომ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ანტუან გრიზმანი “ატლეტიკოს” 2015 წელს შეუერტდა და მალევე მოიპოვა დიეგო სიმეონეს ნდობა. ახლა კი ის გუნდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

ჟოზეს ოთხი სამიზნე და გამოყოფილი 300 მილიონი

Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედი” პოლ პოგბაში გადახდილ მილიონებს არ სჯერდება და მზადაა, ზაფხულში 300 მილიონი ფუნტი დახარჯოს.

გთავაზობთ ჟოზე მოურინიოს ოთხ სამიზნეს, ანუ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც “წითელი ეშმაკებისათვის” ძველი დიდების დაბრუნება შეუძლიათ…


ანტუან გრიზმანი | 86.6 მილიონი ფუნტი

ზაფხულის წინა სატრანსფერო ფანჯრის მთავარი საგა პოლ პოგბას ტრანსფერი გახლდათ. წელს კი, როგორც ჩანს, მანჩესტერული ჟურნალების გარეკანს გრიზმანის ფოტოები ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ არც გრიზმანია წინააღმდეგი იმ კლუბის დატოვებისა, სადაც ის ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. მისთვის ბრძოლაში კი სწორედ რომ ჟოზე მოურინიო კლუბია დაწინაურებული.

რა თქმა უნდა, გრიზმანის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდა (86.6 მილიონი ფუნტი) ინგლისელთათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.


მაიკლ კინი | 30 მილიონი ფუნტი

“მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთი მონანიება – “წითელი ეშმაკები” მზად არიან 30 მილიონი ფუნტი გადაიხადონ მაიკლ კინის ტრანსფერში, რომელიც ლუი ვან გაალმა 2015 წელს ორ მილიონ ფუნტად გაუშვა.


რომელუ ლუკაკუ | 100 მილიონი ფუნტი

ლუკაკუმ “ევერტონთან” ერთად კიდევ ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ყველას დაუმტკიცა, რომ დიდ გუნდში თამაშს იმსახურებს.

ბელგიელი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის 37 მატჩში 25 გოლის გატანა შეძლო, კარგა ხანია, რაც მოურინიოს ინტერესთა სფეროში იმყოფება.


ანდრეა ბელოტი | 86.6 მილიონი ფუნტი

გრიზმანის მსგავსად, ბელოტის გამოსასყიდი თანხაც 86.6 მილიონ ფუნტს შეადგენს.

“ტორინოს” მაისურით, სერია ა-ში ჩატარებულ 34 მატჩში ბელოტიმ 25-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ყველაფერთან ერთად, ის სულ რაღაც 23 წლისაა.


გრიზმანი “ატლეტიკოს” ულტიმატუმს უყენებს

მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი შემტევი, ანტუან გრიზმანი საკუთარ კლუბს ულტიმატუმს უყენებს – იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელები სათანადო ტრანსფერებს არ განახორციელებენ და მიზნად ტიტულის მოგებას არ დაისახავენ, ის კლუბს დატოვებს.

“ლა ლიგაში მესამე ადგილზე გავედით, რაც კლუბის მიზანს წარმოადგენდა, მაგრამ ჩვენ, ფეხბურთელებს მეტი გვინდოდა.

მინდა ტიტულები მოვიგო. ახლა იმ ეტაპამდე ვარ მისული, როდესაც ძალიან კარგად ვთამაშობ, გოლებიც გამაქვს, მაგრამ საკმარისი არ არის. სულ ესაა.

“ატლეტიკოსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და ნახევარფინალში ვითამაშე, ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. ამიერიდან მხოლოდ იმაზე ვიფიქრებ, თუ რომელია საუკეთესო გზა ტიტულების მოსაგებად და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას.

დავაკვირდები, რას მოიმოქმედებს კლუბი. ყველაფერი ტრანსფერებზეა დამოკიდებული. არ ვიცი, რამდენად ესმით მათ ეს, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა, მედიამ, ჩემმა ოჯახმა იცის, რომ ფეხბურთს ტიტულების მოსაგებად, ძლიერი ემოციებისთვის ვთამაშობ. მინდა ამასაც გავუსინჯო გემო.

თუ წასვლა მომიწევს, ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება. შესაძლოა, ეს იყოს ინგლისი, რადგანაც ახლა ყველაზე პოპულარულია, გერმანია, ჩინეთი ან თუნდაც აშშ. მზად ვარ კლუბიდან წავიდე,” – აცხადებს გრიზმანი.

გრიზმანი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგას, ბუფონი კი ოქროს ბურთს მოიგებს”

მიმდინარე სეზონში მადრიდის “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან ორთაბრძოლაში კიდევ ერთხელ დამარცხდა თანქალაქელ “რეალთან” და ტურნირის დატოვება მოუწია.

“როხიბლანკოს” ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“დაძაბული ფინალი გველის. თუმცა, ვფიქრობ, გამარჯვებული ტურინის “იუვენტუსი” იქნება. ოქროს ბურთი კი, ლოგიკურად, ჯანლუიჯი ბუფონს შეხვდება.”

გრიზმანმა მომავალზეც ისაუბრა.

“გუნდის დიდ მიზნებში მაშინ კიდევ უფრო დარწმუნდებით, როცა პრეზიდენტი სერიოზულ ტრანფერებს განახორციელებს. პირადად მე “ატლეტიკოში” ძალიან ბედნიერი ვარ. აგენტს ვესაუბრე და ყველაფერი გადავწყვიტეთ. პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ჩინეთში წასვლას არ ვაპირებ. მინდა, ტიტულები, ბევრი ტიტულები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ “ატლეტიკოსთან” ერთად წარმატებას მივაღწიო!” – განაცხადა გრიზმანმა.

 

ვისზე ინადირებს “მანჩესტერ იუნაიტედი” გრიზმანის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში?

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სამიზნე, ანტუან გრიზმანი მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობს და “ატლეტიკოს” დატოვებას არ აპირებს.

L’Equipe-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გრიზმანის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში “წითელი ეშმაკები” მთლიანად ალექსანდრე ლაკაზეტის საქმეზე გადაერთვებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლაკაზეტი გრიზმანზე გაცილებით ნაკლები ღირს, რაც ამ სვლას კიდევ უფრო ამართლებს. ამასთანავე, ის გრიზმანზე ახალგაზრდაც არის.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის 27 მატჩში ფრანგმა თავდამსხმელმა 24 გოლის გატანა შეძლო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ედინსონ კავანის ჩამორჩა.

სილვესტრი: “გრიზმანი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” იდეალური ვარიანტია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, მიკაელ სილვესტრი მიიჩნევს, რომ ანტუან გრიზმანი “მანჩესტერ იუნაიტედის” სტილს იდეალურად შეეფერება.

“დღევანდელ ფეხბურთში ენერგიულობა აუცილებელი მოთხოვნაა. ანტუანს ეს აქვს. ის ძალიან ნიჭიერია და მისი ხედვაც შესაფერისია. “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ის იდეალური ვარიანტი იქნება.

მის ტრანსფერს ფანებიც დიდი სიხარულით შეხვდებიან. მისი სტამინა, შრომისმოყვარეობა და თამაშის სტილი – დიდებული დანამატი იქნება “მანჩესტერ იუნაიტედისათვის”.

ანტუანი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო. რეშფორდსა და მარსიალს სეზონში 25 გოლის გატან არ შეუძლიათ. ვთვლი, რომ მათ გრიზმანი სჭირდებათ, ამაში დარწმუნებული ვარ,” – აცხადებს სილვესტრი.

ტორესი: “გრიზმანმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა, კარგი ფეხბურთელობა, თუ საუკეთესოობა”

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა თავის თანაგუნდელს მადრიდში დარჩენისკენ მოუწოდა.

“მსოფლიოში “ატლეტიკოზე” უკეთესი კლუბი ძალიან ცოტაა. სად უნდა წავიდეს გრიზმანი, რომ თავი უკეთ იგრძნოს? იმედი მაქვს, რომ ის სამუდამოდ დარჩება აქ.

გრიზმანი ახლა 26 წლისაა, ეს კარგი ასაკია იმის გადასაწყვეტად, თუ რა გსურს, იყო უბრალოდ კარგი ფეხბურთელი, თუ იბრძოლო საუკეთესოობისთვის.

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მაგრამ ვთვლი, რომ ბევრი ვერ შესთავაზებს იმას, რაც მას “ატლეტიკოში” აქვს – კლუბი იბრძვის საშინაო ჩემპიონატისთვის, ჩემპიონთა ლიგისათვის და ამავდროულად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სტატუსიც აქვს. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რამაც მას წასვლისკენ უნდა უბიძგოს,” – აცხადებს ესპანელი ფორვარდი.

საულ ნიგესი: “იმედი მაქვს, გრიზმანი მომავალ სეზონში ჩვენთან დარჩება”

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა თანაგუნდელზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა. ესპანელი ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ გუნდის ლიდერი მადრიდულ გრანდში დარჩება.

“იქნება თუ არა ის ჩვენთან მომავალ სეზონში? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ამ საკითხში ისე ვერკვევი, როგორც თქვენ.”

“თუმცა, როცა გრიზმანი აქაურ სიტუაციაზე საუბრობს, ის ყოველთვის აღფრთოვანებულია. ფრანგი ყველაფრით კმაყოფილი და ბედნიერია. მისი მადრიდული ცხოვრება ძალიან კარგი სანახავია.”

“ჩემზე რომ იყოს, მას აუცილებლად დავიტოვებდი ჩემს გვერდზე. იმედი მაქვს, მომავალ სეზონში “ატლეტიკოს” ახალ სტადიონზე ერთად ვითამაშებთ,” – განაცხადა 22 წლის სპორტსმენმა.

კარიკატურა: როგორ შეცვალა მოურინიომ გრიზმანის სიზმარი? (ფოტო)

უკვე დიდი ხანია “მანჩესტერ უნაიტედს” მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევის, ანტუან გრიზმანის შეძენა უნდა. “წითელმა ეშმაკებმა”, ჯერჯერობით, ვერა და ვერ დაითანხმეს ფრანგი ფეხბურთელი.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ომარ მომანიმ ასეთი კარიკატურა შემოგვთავაზა, სათაურით: “როგორ შეცვალა მოურინიომ გრიზმანის სიზმარი?”

 

გაბი: “რეალი” “ატლეტიკოზე” კარგი გუნდი არ არის”

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, გაბი ფერნანდესმა თავისი თანაგუნდელის, ანტუან გრიზმანის მადრიდის “რეალში” გადასვლის შანსებზე ისაუბრა.

“მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში, ანტუან გრიზმანს სხვა კლუბში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ. თანაც ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის “რეალი” “ატლეტიკოზე” კარგი გუნდი არ არის,” – განაცხადა ფეხბურთელმა.

ესპანელმა ნახევარმცველმა საშინაო ჩემპიონატში არსებული მდგომარეობაც შეაფასა, სადაც ისინი ამ დროისთვის მეოთხე პოზიციას იკავებენ და ორი ქულით ჩამორჩებიან “სევილიას”.

“ჩვენ რეალისტები ვართ, რეალობას ვერ დავაიგნორებთ. აქამდე ჩვენი მიზანი მეოთხე ადგილის დაკავება იყო, ახლა კი, როდესაც ეს შევძელით, მესამე პოზიციაზე ვფიქრობთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ,” – დაამატა გაბიმ.