ედეგორი “არსენალში” მიდის

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ლონდონის “არსენალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსის” ჟურნალისტი პოლ გილმორი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “მეთოფეები” 22 წლის ნორვეგიელ ფეხბურთელს იჯარის წესით აიყვანენ. ინფორმაცია უახლოესი 24 საათის განმავლობაში უნდა დადასტურდეს.

ჟურნალისტის თანახმად, “არსენალის” მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას ედეგორი ძალიან მოსწონს და მას ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებს.

მარტინ ედეგორმა მიმდინარე სეზონში ცხრა არასრული მატჩი ჩაატარა.

ედეგორი გულშემატკივრის გაოცებას განაგრძობს (ვიდეო)

“ჰერენვენის” ფეხბურთელი მარტინ ედეგორი თავისი გასაოცარი მოძრაობებით გულშემატკივრების გაოცებას განაგრძობს.

მადრიდის “რეალის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი, როგორც იცით, ამჟამად ერედივიზონში გამოდის და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მეთერთმეტე ტურში “ჰერევენი” სტუმრად “სპარტას” ეწვია და ფრედ 0-0 ითამაშა. 18 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთელმა შეხვედრაში რამდენიმე გამორჩეული მომენტი შემოგვთავაზა, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 39-ე წუთზე მისი ცრუმოძრაობა.

ამ მომენტისათვის “ჰერევენს” 15 ქულა აქვს და მეშვდე ადგილზე იმოფება.

იხილეთ ვიდეო

ედეგორის შესანიშნავი საგოლე გადაცემა “ალკმაართან” შეხვედრაში (ვიდეო)

გუშინ ერედივიზიონის მეათე ტურში “ჰერევენმა” “ალკმაარს” უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.

მასპინძლებმა პირველი გოლის გატან 21-ე წუთზე მოახერხეს, როდესაც ვლაპის აქტიურობის შემდეგ ბურთი ედეგორს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი შესანიშნავი გადაცემით ბურთი ისევ ჰოლანდიელს დაუბრუნა და ანგარიშიც გაიხსნა. საბოლოო ჯამში “ჰერევენმა” მაინც ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოება. მეორე ნახევარში ტილმა მასპინძლებს ორ გოლი გაუტანა და “ალკმაარს” გაამარჯვებინა.

ოფიციალურად: ედეგორი ჰოლანდიაში ითამაშებს

“ჰერენვენის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მადრიდის “რეალის” საკუთრებაში მყოფმა მარტინ ედეგორმა სეზონის ბოლომდე ჰოლანდიური კლუბის ღირსება უნდა დაიცვას.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “რეალის” მაისურით ითამაშა (16 წლის და 157 დღის). თუმცა, მას “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მოუწია.

თავდაპირველად ედეგორს ზინედინ ზიდანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ნორვეგიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში “კასტილიას”, მადრიდის “რეალის” მეორე გუნდს ვერ გასცდა.

რაც შეეხება უშუალოდ ჰოლანდიურ კლუბს, “ჰერენვენი” ამ დროისთვის ერედივიზიონის სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს და 13 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ფეიენოორდს”.

Daily Mail: ზინედინ ზიდანსა და ფლორენტინო პერესს შორის უთანხმოება ჩამოვარდა

მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის მცირე უთანხმოება ჩამოვარდა. საქმე “რეალის” 17 წლის ფეხბურთელს, მარტინ ედეგორს ეხება, რომელიც კლუბში პირადად ფლორენტინო პერესის მოთხოვნით გადმობარგდა.

მადრიდელთა ფრანგ სპეციალისტს ჩრდილო ამერიკულ ტურზე დანიელი ფეხბურთელის წაყვანა არ სურდა, თუმცა განსხვავებული ინტერესები გააჩნდა კლუბის პრეზიდენტს. საბოლოო ჯამში, საქმეში პერესი ჩაერია, ედეგორი კი კლუბის განაცხადში მოხვდა.

ფლორენტინო პერესს ამ ნაბიჯის გადადგმა ედეგორის კონტრაქტში არსებულმა პუნქტმა აიძულა, რომლის თანახმადაც კლუბი ვალდებულია ფეხბურთელს გარკვეული დრო მისცეს მოედანზე. ამასთანავე, ჩრდილოეთ ამერიკაში ედეგორის თამაში მისთვის ახალი კლუბის ძიებაშიც შეუწყობს ხელს “რეალს”.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ედეგორს ბოლო დროს გერმანულ “ჰამბურგსა” და ინგლისურ “ლივერპულს” უკავშირებენ.

“ბაიერნის” ხელმძღვანელმა ედეგორთან კავშირი დაადასტურა

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა მადრიდის “რეალის” ახლაგაზრდა ფეხბურთელთან, მარტინ ედეგორთან კონტაქტი დაადასტურა.

როგორც იცით, 17 წლის ფეხბურთელის დებიუტი გასული სეზონის ბოლოს შედგა, თუმცა მას შემდეგ ის ესპანური გრანდის რიგებში არ გამოჩენილა.

“ამ ბიზნესში ყოველთვის არის ისეთი სიტაუციები, როდესაც სიგნალებს იღებ. შენ კი რა თქმა უნდა, კონტაქტს ყველასთან ინარჩუნებ. ამაზე დებატების გამართვა არ ღირს.

“რეალში” გადაბარგება მისი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მეტი აგრესიულობა მართებს.”

“კასტილიაში” ედეგორის გადასვლის შემდეგ გუნდი პირველიდან მერვე პოზიციამდე დაქვეითდა

მადრიდის “რეალის” მეორე გუნდმა “კასტილიამ” სეგუნდა B-ს 37-ე ტურში “გვადალახარასთან” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა და სეგუნდადივიზიონში აღზევების თეორიული შანსი მოისპო. გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ზინედინ ზიდანის გუნდს სატურნირო ცხრილში მერვე ადგილი უკავია.

აღსანიშნავია, რომ სეზონის მიმდინარეობისას “კასტილიას” პირველი პოზიცია ეკავა, თუმცა მარტინ ედეგორის გადმოსვლის შემდეგ, გუნდმა 15 ტურში შესაძლო 45 ქულიდან მხოლოდ 15 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა.

 

რა გაუკეთა კრიშტიანო რონალდუმ მარტინ ედეგორს ვარჯიშზე (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთა “რეალის” ვარჯიშზე კრიშტიანო რონალდუმ მარტინ ედეგორს.

ედეგორი “რეალის” დუბლებში ვარჯიშზე უარს ამბობს

მადრიდის “რეალში” მარტინ ედეგორის ინტეგრაციის პროცესი არც ისე მარტივად მიმდინარეობს, როგორც ბევრს ეგონა. 16 წლის თავდამსხმელი დუბლებში ვარჯიშზე უარს ამბობს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კონტრაქტში წერია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კვირაში მინიმუმ ხუთი დღე ძირითად გუნდთან ერთად უნდა ივარჯიშოს. ედეგორი “კასტილიას” (“რეალის” მეორე გუნდი) მხოლოდ მატჩების წინ უერთდება.

“კასტილიას” სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელთან და მის მამასთან რამდენჯერმე გამართა მოლაპარაკება, რათა ედეგორი დაერწმუნებინა, რომ მეორე გუნდის წევრების უკეთესი ურთიერთგაგებისთვის მათთან უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს, თუმცა ნორვეგიელი უარზეა.

“კასტილიას” ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ ედეგორი მეორე გუნდში თამაშისგან თავს არ იწუხებს, ის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსთან ყოფნით არის დაინტერესებული.

“კასტილიას” მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, ბოლო ორ მატჩში ედეგორი სათადარიგოთა შორის დაეტოვებინათ, რადგან ის გუნდურ თამაშში ნაკლებად მონაწილეობს.

 

ედეგორმა “რეალის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ნორვეგიელმა ნახევარმცველმა, მარტინ ედეგორმა, “რეალ მადრიდ კასტილიას” შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა. ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მადრიდელთა სარეზერვო გუნდმა საკუთარ მოედანზე “ბარაკალდოს” უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

16 წლის ედეგორმა ანგარიში მე-7 წუთზე გატანილი გოლით გახსნა. ამ გამარჯვებით “რეალის” მეორე გუნდმა სეგუნდა ბ-ში პირველი პოზიცია გაიმყარა და “უესკას” “რეალ უნიონთან” ერთად სამი ქულით უსრებს.

ედეგორს 12 წლის ასაკში „რომაში“ გადასვლა შეეძლო

„რომას“ სპორტული დირექტორის ვალტერ საბატინის თქმით, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მის კლუბს მარტინ ედეგორთან კონტრაქტის გაფორმება შეეძლო.

„რორდესაც „რომაში“ პირველი წელი ვმუშაობდი, ედეგორის შესახებ გავიგეთ. მაშინ დიდი შეცდომა დავუშვი. ამ ტრანსფერთან ახლოს ვიყავით, თუმცა ბოლოს ვერ შევთანხმდით.

სანახევროდ ეს ჩემი ბრალია, თუმცა შეცდომა ჩემმა კოლეგებმა და გუნდის მწვრთნელებმაც დაუშვეს“, – განაცხადა საბატინიმ.

როგორი დებიუტი გამოუვიდა ედეგორს „რეალის“ შემადგენლობაში (ვიდეო)

მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა მარტინ ედეგორმა „სამეფო კლუბის“ კასტილიას რიგებში თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ზიდანის გუნდმა ოთხშაბათს ჩნურ „ბეიჯინგ გუოანს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა შედეგიანი ფრით 3:3 დასრულდა.