ანდრეა ბოჩელი რანიერისთვის მიცემული პირობის შესრულებას აპირებს

ანდრეა ბოჩელი შაბათს, “კინგ პაუერ სტედიუმზე” სპეციალურად “ლესტერ სიტისთვის” იმღერებს. ამით ბოჩელი იმ პირობას შეასრულებს, რომელიც კლაუდიო რანიერის მისცა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა “მელიებს” ინგლისის ჩემპიონობა მოუტანა.

იტალიელმა ოპერის მომღერალმა მის თანამემამულეს, რანიერის სიტვა მისცა, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ლესტერი” ჩემპიონატის მოგებას მოახერხებდა, ის მათ საშინაო სტადიონზე იმღერებდა.

ასე რომ, “ევერტონისა” და “ლესტერის” მატჩის დაწყებამდე 57 წლის მომღერალი ‘Nessun Dorm’-სა და ‘Timy To Say Goodbye’-ს შეასრულებს.

აგენტი: “მარეზმა შესაძლოა კლუბი დატოვოს”

რიად მარეზის აგენტი არ გამორიცხავს, რომ “ლესტერის” ალჟირელმა ლიდერმა, რომელიც პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, კლუბი დატოვოს.

“დიახ, რა თქმა უნდა არის იმის შესაძლებლობა, რომ მარეზმა კლუბი დატოვოს. ვიტყოდი, რომ ამის შანსები 50-50-ზეა.” – განაცხადა მან Guardian-თან ინტერვიუში.

“როდესაც ისე ასპარეზობ, როგორც რიადი, ბუნებრივია, რომ დიდი კლუბები ყურადღებას მოგაქცევენ. ის ძალიან ბედნიერია “ლესტერში”. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ, ამიტომაც, დარჩენა მისთვის კარგი ვარიანტი იქნება.

თუმცა, მის ასაკში მას შანსების გამოყენება მართებს. თუ დიდი კლუბი მასთან წინადადებით მოვა, ის აუცილებლად დაფიქრდება.”

ჰიდინკი: “სანამ რანიერის დანიშნავდნენ, მწვრთნელის პოსტი მე შემომთავაზეს”

გუს ჰიდინკმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ინგლისური “ლესტერის” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი პირველად მას შესთავაზეს, თუმცა მისი უარის გამო, “მელიები” იძულებულები გახდნენ რანიერიზე გადართულიყვნენ, რომელმაც შემდგომში სასწაული მოახდინა.

“მართალია, რომ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “ლესტერმა” მთავარი მწვრთნელის პოსტი შემომთავაზა. თუმცა, იმ დროისთვის გადაწყვეტილი მქონდა, რომ უნდა დამესვენა, სხვა არაფერი მინდოდა.”

69 წლის სპეციალისტმა “ჩელსიში” მოსვლის მიზეზებზეც ისაუბრა: “კლუბი ნეგატიურად იყო დამუხტული, ისინი პანიკაში იყვნენ. ჩემი მოვალეობა კი სიტუაციის დამშვიდება იყო, რაც გავაკეთე კიდეც.”

ტოტი რანიერის: „გილოცავ, ბოს“

„რომას“ კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ „ლესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს კლაუდიო რანიერის ინგლისის პრემიერლიგის მოგება მიულოცა.

„გილოცავ, ბოს. შენ ჩინებული იყავი და ეს ტიტული დაისმახურე“, – ციტირებს ტოტის „Football-Italia“.

რომში დაბადებული რანიერი „ტოტისთან“ ერთად „რომაში“ 2009 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა.

მოურინიო: „რანიერისთან ტიტული წავაგე“

„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ლესტერ სიტის“ ინგლისის ჩემპიონობა მიულოცა.

„მინდა, მიცულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც „ლესტერთან“ კავშირშია. რანიერისთან ჩემი ტიტული წავაგე. ძალიან ამაღელევებელია, რომ მისი კარიერის ამ ჯადოსნურ მომენტში ვცხოვრობ“, – ციტირებს მოურინიოს ბრიტანული „მირორი“.

“ლესტერის” ფანი მარტინესი: “კარგია, რომ ეს გერმანიაში არ მოხდა”

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, ხავი მარტინესი ინგლისში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც იცით, “ლესტერმა” დაწყებული საქმე დაასრულა და ინგლისის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

“ლესტერის” გულშემატკივარი ვარ.” – განუცხადა მარტინესმა Daily Mail-ს.

“ის, რაც “ლესტერმა” და “ტოტენჰემმა” გააკეთა მართლაც რომ გასაოცარი რამ არის, თუმცა ჩემპიონობა “ლესტერმა” დაიმსახურა. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩემპიონი დიდი კლუბი არ გამხდარა.

ეს ამბავი მართლაც რომ მშვენიერია, რადგან ყველაფერი ინგლისში მოხდა. თუმცა, ნამდვილად არ გვინდა, რომ იგივე გერმანიაში მოხდეს.”

ჰარი კეინი: “ჩელსი” ისე აღნიშნავდა, თითქოს ტიტული მათ მოეგოთ და არა “ლესტერს”

“ტოტენჰემ ჰოტსპურის” ლიდერმა, ჰარი კეინმა, რომლის გუნდმაც ორშაბათს, “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსის” ვერ მოუგო (2-2) და ჩემპიონობის შანსი ხელიდან გაუშვა, პრესასთან “ლესტერის” ჩემპიონობაზე ისაუბრა.

“როდესაც ექს-ჩემპიონები ისე აღნიშნავენ, თითქოს ჩემპიონატი მათ მოიგეს, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებთ.

უბრალოდ უნდა განვაგრძოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ საკმაოდ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, დიდებული თავკაცი და კარგი პერსონალი გვყავს. ასე რომ, წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

ცარიელები ვართ. დიდებული სეზონი გვქონდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა მაინც ვერ მივაღწიეთ მიზანს. “ლესტერს” კი ვულოცავ ჩემპიონებას, ისინი მართლაც რომ ფანტასტიკურები იყვნენ.” – განაცხადა ინგლისელმა ფეხბურთელმა.

აზარმა „ლესტერს“ ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოუტანა (ვიდეო)

„ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ შორის ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის ბოლო მატჩი, ფრედ, 2:2 დასრულდა. აქედან გამომდინარე, „ტოტენჰემს“ ცხრილში 70 ქულა დაუგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პოჩეტინოს გუნდი პირველზე მყოფ „ლესტერ სიტის“ 7 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ რანიერის გუნდი ოფიციალურად ინგლისის ახალი ჩემპიონია.

არადა, „ტოტენჰემი“ მატჩს ანგარიშით 2:0 იგებდა. 35-ე წუთზე გოლი ჰარი კეინმა გაიტანა, 9 წუთში კი „მამლების“ უპირატესობა ორამდე სონმა გაზარდა.

მეორე ტაიმში „ჩელსის“ ჯერი დადგა – 58-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე გარი კეიჰილმა შეამცირა, 83-ე წუთზე კი გააზრებული კომბინაცია ლამაზი გოლით ედენ აზარმა დააგვირგვინა.

„ჩელსი“ – „ტოტენჰემი“ 2:2
გოლები: კეიჰილი 58′, აზარი 83′ – კეინი 35′, სონი 44′
გაფრთხილებები: ვილიანი 45′, ივანოვიჩი 71′, ობი მიკელი 88′ – ულკერი 27′, ვერტონგენი 38′, როუსი 45′, ლამელა 51′, ერიკსენი 70′, დაიერი 88′, კეინი 90′, დემბელე 90′

მორგანი: “ქულა “მანჩესტერთან” – წარმატებაა”

დღეს, “ლესტერ სიტის” დაწყებული ზღაპრის დასრულების და ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურად მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა “მელიებმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება ვერ მოახერხეს. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა, ვეს მორგანმა აღნიშნული შედეგი დადებითად შეაფასა: “ძალიან რთული იყო. “მანჩესტერ იუნაიტედი” მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა ბურთს.

ქულა ავიღეთ, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული დაბიჯია. ამოდენ მნიშვნელოვანი გოლის გატანა, თანაც “ოლდ ტრაფორდზე” მართლაც რომ შესანიშნავი გრძნობაა.”

შეგახენებთ, რომ ამ შედეგის მიუხედავად, “ლესტერს” მაინც შეუძლია 36-ე ტურში ჩემპიონობის მოპოვება, ამისათვის “ჩელსი” შინ, “ტოტენჰემთან” არ უნდა დამარცხდეს.

მანჩინი: „ლესტერში რანიერის სახელობის ქუჩა უნდა არსებობდეს“

„ინტერის“ მთავარი მვწრთნელის რობერტო მანჩინის აზრით, იტალიაში „ლესტერ სიტის“ მსგავსი გუნდი ვერ გამოჩნდება.

„დარწმუნებული ვარ, ახლა, ხვალ ან ერთ კვირაში „ლესტერი“ ინგლისის ჩემპიონატს მოიგებს. იტალიური სამწვრთნელო სფეროსთვის ეს წარმატებაა, რადგან პრემიერლიგის მოგება ადვილი არ არის, განსაკუთრებით „ლესტერით“. იმედია, ქალაქში რანიერის სახელობის ქუჩას ჩამოაყალიბებენ. ეს ფეხბურთის მშვენებაა. ხომ არავინ ელოდა, რომ „ფროზინონე“ ან „კროტონე“ სერია ა-ში გავიდოდნენ.

თუმცა, მსგავსი რამ შეიძლება მხოლოდ ინგლისში მოხდეს და არა იტალიაში. „ლესტერზე“ 7-8 უფრო ძლიერი გუნდიც არის, „ასტონ ვილა“ კი, რომელიც უკვე ჩემპიონშიპში გავარდა, ცხრილის შუაში უნდა იყოს. შეუძლებელი იტალიაში ეს რატომაა? რადგან აქ ტაქტიკის ამბავიაა. ინგლისში ყველა გუნდი, დაახლოებით, თანაბრად თამაშობს. „ლესტერს“ გაუმართლა, რომ შემადგენლობაში ის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ცხოვრებაში მთავარ სეზონს ატარებენ. მსგავსი რამდენიმე წლის წინ „ბლექბერნსა“ და „ნოტინგემსაც“ მოუვიდათ“, – ციტირებს მანჩინის „Football-Italia“.

პრემიერლიგის მოგების შემთხვევაში, რანიერი ხუთ მილიონ ფუნტს მიიღებს

„ლესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი, ინგლისის პრემიერლიგის მოგების შემთხვევაში, 5 მილიონი ფუნტით უფრო მდიდარი გახდება, იუწყება ბრიტანული „The Times“-ი.

„მელიებს“ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება უკვე მიმდინარე კვირას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასვლით მატჩში მოგებით შეუძლიათ, თუმცა სათქმელია, რომ ამ შეხვედრაში გუნდს მისი მთავარი დამრტყმელი ძალა თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი ვერ დაეხმარება.

რანიერიმ „ლესტერი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა. იტალიელის კონტრაქტი 2018 წლამდე მოქმედებს.

ერერა: “არ გვინდა, რომ “ლესტერმა” ჩემპიონობა “ოლდ ტრაფორდზე” იზეიმოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთლი, ანდერ ერერა პრემიერ ლიგის მოგების მთავარ ფავორიტებთან დაპირისპირების წინ თავს მოტივირებულად გრძნობს და აცხადებს, რომ “მანჩესტერი” “ლესტერისთვის” არაფრის დათმობას არ აპირებს.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ოთხეულში უნდა მოვხვდეთ, რაც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

ჩვენ “ლესტერ სიტის”, ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელიც ფანტასტიკურად თამაშობს. მაგრამ, ნამდვილად არ გვინდა, რომ “მელიებმა” ჩემპიონობა “ოლდ ტრაფორდზე” იზეიმონ – მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემპიონობას იმსახურებენ.

ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედს” წარმოვადგენთ და უნდა მოვიგოთ, ეს არის ჩვენი საქმე.” – განაცხადა 26 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.