გულშემატკივარმა პირველი ტურის შემდეგ „ლესტერის“ ჩემპიონობაზე დადებული თანხა დაიბრუნა

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ „ლესტერ სიტის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თავისი საყვარელი გუნდის ჩემპიონობაზე ნახევარი ფუნტი დადო, მაშინ, როდესაც ამ მოვლენის კოეფიციენტი 5000-ს შეადგენდ, იუწყება „ევროსპორტი“. პირველ ტურში „ლესტერის“ „სანდერლენდთან“ ანგარიშით 4:2 მოგების შემდეგ გულშემატკივარმა  თანხის მთლიანად გამოტანა გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე, „ლესტერის“ ჩემპიონობის ძალიან დიდი ალბათობით გათვალისწინებით, მან ხელიდან 2500 ფუნტის მოგების შანსი გაუშვა. ამასთან დაკავშირებით საბუკმეკერო კომპანია „Ladbrokes“-მა სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა:

„ეს ისტორიაში როგორც თანხის ყველაზე ცუდი განაღდება შევა. ბევრმა თანხა სეზონის შუა ნაწილში დაიბრუნდა, თუმცა პირველი მატჩის შემდეგ ასე მხოლოდ ის მოიქცა. მზად ვართ, მას გასვლით შეხვედრებზე დასწრება დავუფინანსოთ და შემდეგი სეზონისთვის კიდევ ერთი ფსონის გაკეთებას ვთავაზობთ“.

13124506_1174424099242450_7942317172920096241_n

დელ პიერო: “ლესტერი” ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია”

ალესანდრო დელ პიერო იმედოვნებს, რომ “ლესტერ სიტი” დაწყებული საქმის დამთავრებას და ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ცდილობს, რითიც ისინი დაამტკიცებენ, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

“ლესტერი” ყველაზე ახლოს არის პრემიერ ლიგის მოგებასთან.” – განუცხადა “იუვეს” ლეგენდამ Sky Evening News-ს.

“ნამდვილად მინდა, რომ მათ დაწყებული საქმე დაამთავრონ, რამეთუ ეს იქნება ის, რასაც ჩვენს შვილიშვილებს მოვუყვებით. ეს დაამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია.”

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში 3 ტურია დარჩენილი და იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილ 3 მატჩში “ლესტერი” 3 ქულას მაინც მოიპოვებს, ის ჩემპიონი გახდება.

ედგარ დევიდსი: “ტოტენჰემისთვის” არც მეორე ადგილი იქნება ცუდი”

ედგარ დევიდსი იმედოვნეს, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” “ლესტერისთვის” პრემიერ ლიგის ტიტულის აწაპნას შესძლებს, თუმცა სჯერა, რომ მათთვის არც მეორე ადგილი იქნება ურიგო.

“ვფიქრობ, რომ ამჟამად ისეთი გუნდისთვის, როგორიც “ტოტენჰემია” მაღალ დონეზე დარჩენა ძალზედ მნიშვნელოვანია.

ტიტულის მოგება მათთვის გასაოცარი რამ იქნება, მაგრამ არც მეორე ადგილზე გასვლა იქნება ცუდი. რატომ? მხოლოდ იმიტომაც კი, რომ ისინი “არსენალზე” მაღლა იქნებიან.

იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს “ტოტენჰემში” მოგების კულტურა დაინერგება და გუნდი ამ დონეს შეინარჩუნებს. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის უმნიშვნელოვანესია.”

“მელიებმა” “გედებს” ადვილად მოუგეს

დღეს პრემიერ ლიგის მოგების მთავარმა კანდიდატმა, “ლესტერმა” შინ “სუონსი” მიიღო. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ ღებულობდა ჯეიმი ვარდი, რომელმაც “ვესტ ჰემთან” მატჩში წითელი ბარათი მიიღო, ამიტომაც რანიერის ექსპერიმენტული თერთმეტეულის გამოყვანა მოუწია მოედანზე.

ანგარიში მე-10 წუთზე რიად მარეზმა გახსნა, რომელიც მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. 20 წუთში ულოამ სხვაობა ორამდე გაზარდა, რამაც ლესტერშილელებს კომფორტული ჰანდიკაპი მისცა. მეორე ნახევარში ულოამ დუბლის გაფორმება შესძლო, რაშიც მას შლიუპის პასი დაეხმარა, მატჩის მიწურულს კი თავი ახლადშემოსულმა ოლბრაიტონმაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 4-0.

“ლესტერის” მომდევნო მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება, უელსელები კი შინ იურგენ კლოპის “ლივერპულს” მიიღებენ.

“ლესტერი”: შმეიხელი, ფუქსი, მორგანი, სიმპსონი, ჰუტი, მარეზი, კანტე, დრინკვოტერი, შლიუპი (ოლბრაიტონი 82′), ულოა (კინგი 79′), ოკაზაკი (გრეი 73′).

“სუონსი”: ფაბიანსკი, ტეილორი, უილიამსი, ფერნანდესი, რენჯელი, ფერი (პალოში 46′), ბრიტონი, კორკი, სიგურდსონი, აიუ, რუტლეჯი (მონტერო 46′).

აზარი: “ჩელსის” ურჩევნია ტიტული “ლესტერმა” მოიგოს და არა “ტოტენჰემმა”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა აღიარა, რომ ლონდონური გრანდის წარმომადგენლები “ტოტენჰემისა” და “ლესტერის” საჩემპიონო რბოლაში “მელიების” მხარეს არიან.

“ნამდვილად არ გვინდა, რომ პრემიერ ლიგა “ტოტენჰემმა” მოიგოს – ფანები, კლუბი და ფეხბურთელები. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ჩემპიონი “ლესტერი” გახდება. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.

მომავალ კვირას უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის “ტოტენჰემის” წინააღმდეგ. კარგი იქნება, თუ მათ დამარცხებას შევძლებთ.” – განაცხადა აზარმა, რომელმაც 356 მშრალი დღის შემდეგ შაბათს პირველად მოახერხა პრემიერ ლიგაში გოლის გატანა.

„ლესტერის“ ჩემპიონობის შემთხვევაში, ბუკმეკერები ათ მილიონამდე გადაიხდიან

იმ შემთხვევაში, თუ „ლესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონი გახდება, ბრიტანელ ბუკმეკერებს ათ მილიონ ფუნტამდე გადახდა მოუწევთ, იუწყება BBC.

სეზონის წინ „ლესტერის“ ჩემპიონობაზე კოეფიციენტი 5000-ს შეადგენდა, შობისთვის კი ეს მაჩვენებელი 1000-მდე შემცირდა.

„ლესტერის“ გამარჯვება ფსონების ისტორიაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება. ჩვენთვის ეს საშინელი ფინანსური შედეგი გამოდგება, რეკორდული თანხების გადახდა მოგვიწევს“, – განაცხადა საბუკმეკერო კომპანია „Ladbrokes“-ის დირექტორმა ალექს დონაჰიუმ.

ერთ-ერთმა ბრიტანულმა კომპანია „Betfred“-მა უკვე ყველას გადაუხადა, ვინც ფსონი „ლესტერის“ მოგების სასარგებლოდ გააკეთა. „არამგონია, ვინმემ მათი გასწრება შეძლოს“, – განაცხადა „Betfred“-ის ხელმძღვანელმა ფრედ დანმა.

სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „ლესტერ სიტი“ ცხრილს 73 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემს“ 5 ქულით უსწრებს.

„Daily Mail“: მარეზი პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება

„ლესტერ სიტის“ ნახევარმცველი რიად მარეზი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდება, იუწყება ბრიტანული „Daily Mail“-ი.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ მათი ფეხბურთელი ამ ჯილდოს მიიღებს და მისი გადაცემის ცერემონიალისთვის უკვე ემზადებიან.

სეზონის საუკეთესო მოთამაშისთვის ტიტულის გადაცემის ცერემონიალი კვირას საღამოს ლონდონში შედგება, „ლესტერი“ – „სუონსის“ მატჩი კი ადგილობრივი დროით საღამოს ექვს საათზე დასრულდება. ამის გამო ფეხბურთელისა და მისი თანაგუნდელების ინგლისის დედაქალაქში პირადი ვერტმფრენით გადაყვანის ვარიანტიც განიხილება.

„The Sun“: მარეზი „არსენალის“ მთავარი სამიზნეა

„ლესტერ სიტის“ ნახევარმცველი რიად მარეზი „არსენალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება, წერს ბრიტანული „The Sun“-ი.

წყაროს ინფორმაციით, „მეთოფეები“ ალჟირელის შესაძენად საჭირო თანხას გამოყოფენ. ამჟამად ფეხურთელის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ფუნტს შეადგენს. გამოცემა ასევე წერს, რომ ვენგერი მარეზის შეძენის სანაცვლოდ თავდამსხმელ თეო უოლკოტის გაშვებასაც დათანხმდება.

ჯეიმი ვარდი ვარჯიშზე ახალი, 168,000 ფუნტის ღირებულების “ბენტლით” გამოცხადდა

“ლესტერ სიტის” ლიდერი, რომელიც “ვესტ ჰემთან” მატჩში გაძევებულ იქნა, ვარჯიშზე ახალი მანქანით გამოცხადდა.

ჯეიმი ვარდიმ, რომელიც საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა, გულშემატკივრებთან სასიამოვნო გასაუბრებაც მოაწყო და ავტოგრაფებიც დაურიგა.

რაც შეეხება თავად ავტომობილს, საუბარია Bentley Continental GT-ზე, რომელიც 168.000 ფუნტად არის შეფასებული. აღნიშნული მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 318 კმ/სთ გახლავთ. რაც შეეხება ნომერს (J9 VDY), მის მისაღებად ვარდის 250 ფუნტის გადახდა დასჭირდა.

მარველი

SPT_GCK_190416_ Football, Leicester City training ground. Picture Graham Chadwick. Jamie Vardy leaving training today.
SPT_GCK_190416_ Football, Leicester City training ground. Picture Graham Chadwick. Jamie Vardy leaving training today.

Seb-Header3

ფრენდმა “ტოტენჰემის” მატჩის განსჯაზე უარი განაცხადა, რათა “ლესტერისთვის” ექომაგა

პრემიერ ლიგაში მოასპარეზე არბიტრმა, კევინ ფრენდმა “ტოტენჰემისა” და “სტოკ სიტის” დაპირისპირებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგანაც ის “ლესტერ სიტის” მატჩის ყურებას აპირებს.

PGMOL-მა, რომელსაც პრემიერ ლიგის მატჩებისთვის მსაჯების არჩევა ევალება, ფრენდს “მამლების” მატჩის განსჯა დაავალა, თუმცა ფრენდის თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება შეცვალეს. ფრენდის ნაცვლად აღნიშნულ მატჩს ნილ სუორბრიკი განსჯის.

“PGMOL-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც “სტოკისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებას კევინ ფრენდი არ განსჯის. ის “ლესტერ სიტის” მატჩს დაესწრება.”

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი, “ლესტერი” “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

“ლესტერი” “ხიხონის” ვარსკვლავის გადაბირებით დაინტერესდა

“ლესტერ სიტის” ხელმძღვანელები “ხიხონის” ხელმძღვანელობასთან ლუის ჰერნანდესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ ინფორმაციას ესპანური El Desmarque ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ “ხიხონი” ამჟამად მე-18 პოზიციაზე იმყოფება და დარჩენისთვის იბრძვის, ჰერნანდესმა საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა და უცხოური კლუბების ყურადღებაც მიიპყრო.

ცენტრალური მცველის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, ასე რომ “ლესტერს” მისი შეძენა უფასოდ შეეძლება, თუ რა თქმა უნდა თავად ფეხბურთლი “მალაგაში” ან “ბეტისში” გადასვლას არ ისურვებს.

იტალიაში წლის საუკეთესო იტალიელი სპეციალისტი დაასახელეს

“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი 2016 წლის ენცო ბერცოტის ტიტული მოიპოვა, რომელიც წლის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელებს გადაეცემათ.

აღნიშნული ტიტული 2011 წელს შეიქმნა. საკუთარი არჩევანის დაფიქსირების უფლება ცნობილ იტალიურ გაზეთებს აქვთ, რომელიც თავიანთ ერთ ფავორიტს ასახელებენ.

რაც შეეხება ტიტულის სახელს, ამ ტიტულს სახელი 1982 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი მწვრთნელის, ენცო ბერცოტის საპატივცემულად დაარქვეს.

აქამდე ეს ტიტული მოპოვებული აქვთ: “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის, “რეალის” ყოფილ თავკაცს, კარლო ანჩელოტისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ბოსს, ჩეზარე პრანდელის.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ტიტული სპეციალურად ჩეზარე მალდინისაც უსახსოვრეს, რომელიც ახლახან, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.