„დალასის“ ფორვარდი დირკ ნოვიცკი მოახლოებულ ოლ სტარზე ტრავმირებულ ენტონი დევისს შეცვლის.
„პელიკანსის“ ლიდერი მხრის ტრავმის შემდეგ ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. მოთამაშე „ჩიკაგოსთან“ გასული კვირის მატჩში დაშავდა. აღსანიშნავია, რომ დირკი თამაშს დასავლეთ კოფნერენციის გუნდის ხუთეულში დაიწყებს.
მიმდინარე სეზონში 36 წლის ვეტერანმა 51 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა მონაგარმა 18,3 ქულა, 6 მოხსნა და 2 გადაცემა შეადგინა.