ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ატყუებს “მონაკოს” ფეხბურთელი
ჭდე: ლანსი
კავანის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ედინსონ კავანის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის X ტურში “ლანსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ შეხვედრაში პარიზელთა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ერთი წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 55-ე წუთზე კავანიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და გოლი გულშემატკივრების მისამართით ნაჩვენები ჟესტით აღნიშნა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს გოლი ასე მანამდეც არაერთხელ აღუნიშნავს, თუმცა ამ ჟესტს ასეთი აჟოტაჟი არ გამოუწვევია. კავანის მეორე ყვითელი ბარათი მთავარ მსაჯთან კამათის გამო მისცეს.
ლანსს ტრანსფერების განხორციელება აუკრძალეს
ფრანგული ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა “ლანსს” ახალი მოთამაშების დამატება აუკრძალა. ელიტაში დაბრუნებულ კლუბს საფრანგეთის ოლიმპიურ კომიტეტისთვის ოთხი მილიონი ევრო აქვს გადასახდელი.
აღსანიშანვია, რომ “ლანსი” უკვე შეუთანხმდა რამდენიმე მოთამაშეს, თუმცა როგორც ჩანს მათი განაცხადში შეყვანა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბის მესვეურები ინტერესს ლევან ყენიასადმიც იჩენდნენ.