შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.
გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
ჩემპიონთა გზა:
“მარიბორი” (სლოვენია) — “სელტიკი” (შოტლანდია)
“ზალცბურგი” (ავსტრია) — “მალმიო” (შვედეთი)
“ოლბორგი” (დანია) — “აპოელი” (კვიპროსი)
“სტიაუა” (რუმინეთი) — “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი)
“სლოვანი” (სლოვაკეთი) — “ბატე” (ბელორუსი)
ლიგის გზა:
“ბეშიქთაში” (თურქეთი) — “არსენალი” (ინგლისი)
“სტანდარტი” (ბელგია) — “ზენიტი” (რუსეთი)
“კოპენჰაგენი” (დანია) — “ლევერკუზენი” (გერმანია)
“ლილი” (საფრანგეთი) — “პორტუ” (პორტუგალია)
“ნაპოლი” (იტალია) — “ბილბაო” (ესპანეთი)
ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.
პირველი მატჩები 19 და 20 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 26 და 27 აგვისტოს შედგება.