მანუელ პელეგრინი ერთი წლის მანძილზე, 2009-2010 წლებში წვრთნიდა მადრიდის “რეალს” და კლუბთან ერთად ვერაფრის მოგება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ ის ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლა. ჩილელი, რომელიც ახლა “ვესტ ჰემ იუნაიტედს” ჩაუდგა სათავეში, ჩილეს გაზეთთან, “ელ მარკურიოსთან” მადრიდში გატარებულ პერიოდზე საუბრობს.
“რეალის” ხელმძღვანელობასთან ხშირად მქონდა საუბარი, სხვადასხვა თემის განხილვა. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო ის, თუ ვის გავიყვანდი მოედანზე. მესვეურები მთხოვდნენ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ნებისმიერ შემთხვევაში მეთამაშებინა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს შეგირდებს, ყველაზე მარტივად საურთიერთობო კრიშიტიანუ რონალდუ და რაული იყვნენ. რამდენიც არ უნდა მოეგოთ, მაინც ყოველთვის იდეალურ ფორმაში ხვდებოდნენ მატჩებს. ხოლო, ყველაზე რთული ხუან რომან რიკელმე იყო. ყველა მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იმავეს ვიტყვი ჟოზე მოურინიოზეც, რომელსაც ლონდონში შევხვდი და ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ,” – ამბობს პელეგრინი.