“ნაპოლისთან” მარცხის შემდეგ “მილანის” ხელმძღვანელობმა მთავარი მწვრთნელის შესახებ გაავრცელა განცხადება.
“პიპო ინძაგი “მილანს” სეზონის ბოლომდე უთავკაცებს” – აქვეყნებს კლუბის განცხადებას Gazzetta dello Sport-.
თავად ინძაგიმ კი კვლავ დაადასტურა, რომ თავისი ნებით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს: “მე მაქვს კონტრაქტი და წასვლას არ ვაპირებ. “მილანში” იქამდე ვიმუშავებ, სანამ ამის საშუალება მექნება.”
პიპომ ისიც განაცხადა, რომ დასკვნით ტურებში თავის გამოჩენის შანსს ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცემს.