კაზემირო: “Counter-Strike-ის თამაშისას უფრო ვნერვიულობ ხოლმე, ვიდრე “ბერნაბეუზე” ყოფნისას”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა კაზემირომ აღნიშნა, რომ საშინაო მატჩების წინ ნერვიულობას არ გრძნობს ხოლმე.

“Counter-Strike-ის თამაშისას უფრო ვნერვიულობ ხოლმე, ვიდრე მაშინ, როდესაც “სანტიაგო ბერნაბეუს” მინდორზე გავდივარ”, – ციტირებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს ESPN.

კაზემირო ესპანეთის ჩემპიონატის 2020 წლის საუკეთესო ლათინოამერიკელ ფეხბურთელად დასახელდა და 19 თებერვალს სპეციალური ჯილდო Trofeo EFE გადაეცა. აღნიშნული პრემიის გამარჯვებული სააგენტოების სპორტული რედაქტორების გამოკითხვის შედეგად განისაზღვრება.

ბრაზილიას ბელგიასთან კაზემირო ვერ დაეხმარება

ბრაზილიის ნაკრებმა მერვედფინალში მექსიკას ანგარიშით, 2-0 სძლია და მეოთხედფინალში ბელგიის წინააღმდეგ ითამაშებს.

საგულისხმოა, რომ ამ მატჩში “სელესაოს” ძირითადი შემადგენლობის ერთი ფეხბურთელი, კაზემირო ვერ დაეხმარება. საყრდენმა ნახევარმცველმა მექსიკელებთან დაპირისპირების დროს, ჯონათან დოს სანტოსის წინააღმდეგ იუხეშა და ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი გაფრთხილება მას შვეიცარიის ნაკრებთან ჰქონდა. დიდი ალბათობით, მას “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, ფერნანდინიო ჩაანაცვლებს.

გეტყვით, რომ ფილიპე კოუტინიოსა და ნეიმარს, ბელგიასთან გაფრთხილებების მიღების შემთხვევაში, თუ ბრაზილია შემდეგ ეტაპზე გავა, ნახევარფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევთ.

ლათინოამერიკელები “წითელ ეშმაკებთან” დაპირისპირებას ექვს ივლისს გამართავენ. ეს მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სკოლარი: “ბრაზილიის ნაკრებში სწორედ ეს ფეხბურთელია ყველასგან განსხვავებული”

ლუიშ ფელიპე სკოლარი, რომელიც 2014 წლის მუნდიალზე წვრთნიდა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, აცხადებს, რომ “სელესაოს” რიგებში ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელი კაზემიროა.

“მოთამაშე, რომელიც სხვა დანარჩენისგან განსხვავდება, კაზემიროა. ის აბალანსებს ეროვნული გუნდის თამაშს. კაზემირო მარსელოს, ნეიმარსა და სხვა შემტევ ფეხბურთელებს აძლევს სივრცეს, რათა მეტოქეზე ზეწოლა მოახდინონ.”

69 წლის ბრაზილიელი 2003-2008 წლებში პორტუგალიასაც წვრთნიდა. სკოლარის აღნიშნულ გუნდზეც ჰკითხეს.

“ეს არის მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც კოლექტური თამაში გადამწყვეტია. კრიშტიანუ რონალდუ გუნდის ნაწილია. ის შესანიშნავად მუშაობს, ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით. ისინი ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. ვიფქრობ, პორტუგალია ჯგუფიდან გავა, სადაც მას სხვა სირთულეები შეხვდება,” – ამბობს სკოლარი.

“რეალმა” “პსჟ”-ს კაზემიროს მიყიდვაზე პასუხი გასცა

სატრანსფერო ფანჯრის მოახლოვებასთან ერთად, “პარი სენ-ჟერმენი” გააქტიურდა და მას მორიგი ვარსკვალვების შეძენა სურს. ერთ-ერთი ასეთი მადრიდის “რეალის” საყრდენი ნახვერმცველი, კაზემიროა.

საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ ფრანგებმა მიმართეს “ბლანკოსის” ხელმძღვანელობას ბრაზილიელის თაობაზე. ეს ფეხბურთელი თომას ტუხელის სასურველ სპორტსმენთა სიაში შედიოდა. თუმცა, გერმანელს ამ კანდიდატის ამოშლა მოუწევს, რადგან ესპანელებმა “პარი სენ-ჟემრენს” უარი უთხრეს. ამ ინფორმაციას ბრაზილიური პრესაც აზუსტებს. როგორც ცნობილი გახდა, ფლორენტინო პერესი კაზემიროსთვის ახალ, უკეთესი პირობების მქონე კონტრაქტს ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ საყრდენმა “რეალში” ოთხი სეზონი ჩაატარა და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

კაზემიროს კომენტარი “ელ კლასიკოს” დასრულების შემდეგ (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, კაზემირომ, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართული ძალიან დაძაბული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და მსაჯის უპატიებელ შეცდომაზე მიგვითითა.

“მთელი მატჩის განმავლობაში ვაკონტროლებდით სიტუაციას, თუმცა რონალდუს გასვლამ ცოტა არ იყოს, შეგვასუსტა. რაც შეეხება მარსელოს ეპიზოდს, მსაჯმა სუფთა პენალტი არ დაგვინიშნა,” – აცხადებს კაზემირო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩს ესპანელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესის მეთაურობით.

მსაჯის ვერდიქტი: იყო თუ არა პენალტი კაზემიროს ეპიზოდში?

ტურინის “იუვენტუსსა” და მადრიდის “რეალს” შორის მიმდინარე მატჩის 43-ე წუთზე ძალიან საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა, როდესაც კაზემიროს საჯარიმოში ყოფნისას ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

ჩაქირის ეს გადაწყვეტილება ყოფილმა არბიტრმა, ანდუხარ ოლივერმა შეაფასა: “ჩაქირიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კაზემიროს ბურთი განზრახ არ შეუჩერებია ხელით, შესაძლოა, იგივენაირად მკერდზე ან ზურგზე მოხვედროდა ბურთი.”

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 0-1. ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა შეხვედრის მესამე წუთზე.

კაზემირო: “ნეიმარი რონალდუს შესანიშნავად შეეწყობა”

არ წყდება ხმების იმასთან დაკავშრებით, რომ შესაძლოა, ნეიმარმა მადრიდის “რეალის” ფორმა მოირგოს. ამასთან დაკავშირებით “ბლანკოსის” ნახევარმცველმა, კაზემირომ ისაუბრა.

“ნეიმარი 11 წლიდან საოცარ თვისებებს ავლდენდა. ის სიგიჟეებს აკეთებდა და ახლაც იმავეს აგრძელებს. არ ვიცი, თუ არსებობს რამე შანსი, რომ ის “რეალში” გადმოვიდეს. ეს ფლორენტინო პერესს უნდა ჰკითხოთ. ჩემმა თანამემამულემ იცის, რომ მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. მაგრამ, ახლა ნეიმარი პარიზში ბედნიერია. ამიტომ, რამის ვარაუდი რთულია. ვიმედოვნებ, ის ამ სეზონის ბოლოს ჩვენთან მოვა.”

“ჩემი აზრით, ნეიმარი კრიშტიანუ რონალდუს შეეწყობა. ეს ორი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედიან,” – ამბობს კაზემირო.

კაზემირო: “ბევრი მომნტი შევქმენით, თუმცა ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა”

გუშინ ლა ლიგა სანტდანერის მე-14 ტურში მადრიდის “რეალი” ბასკეთში ბილბაოს “ატლეტიკს” ესტუმრა და მეტოქესთან უგოლო ფრე ითამაშა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” საყრდენი, კაზემირო ესაუბრა.

“გვქონდა შანსი, რომ “ბარსელონას” ფრე (2:2 “სელტასთან”) გამოგვეყენებინა და ჩამორჩენა შეგვემცრიეინა. ცდას არ ვაკლებდით. კარგადაც ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. თუმცა ეს ფებურთია და ზოგჯერ ბურთს კარში შესვლა უბრალოდ არ უნდა. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასე ყოველთვის არ მოხდება. შრომა უნდა გავაგრძელთ და წარმატებაც მოვა.”

“ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, რაც ახლაც ვაჩვენეთ. კარგი ისაა, რო ყველა ცდილობს, თამაშის შანსი მოიპოვოს. ბელი როცა დაბრუნდება, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბილბაოს სტაიონზე თამაში რთულია. ბოლო ხუთი წუთის გარდა, ფაქტობრივად, მთლიანად ვდომონირებდით. მომავალში გაგვიმართლებს,” – ამბობს კაზემირო.

“რეალმა” “ლას პალმასს” დამაჯერებლად სძლია (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შევხედრაში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლას პალმასი” მიიღო. ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც “ბლანკოსმა” კუთხური მოაწოდა და კაზემირომ თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. ეს ყოველივე 41-ე წუთზე მოხდა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე მარკო ასენსიომ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო. ხოლო, 74-ე წუთზე კი ისკომ ივარგა. მას საგოლე გადაცემა კრიშტიანუ რონალდუმ გაუკეთა. საბოლოოდ, მადრიდელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს.

ამ მოგების შემდეგ ზიდანის შეგირდებს 23 ქულა აქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ. “ლას პალმასი” ექვსი ქულით ბოლოს წინა პოზიციაზეა.

 

კაზემირო: “ის დაგვრჩენია, “ჟირონას” გამარჯვება მივულოცოთ”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ჟირონას” ესტუმრა და მეტოქესთან ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.

მძიმე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” საყრდენი ნახევარმცველი, კაზემირო ესაუბრა.

“კარგად არ გვითამაშია, არ შეგვიქმნია ბევრი მომენტი და, შესაბამისად, სასურველი რაოდენობის გოლიც ვერ გავიტანეთ. მიუხედავად ყველაფრისა, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. აუცილებელია, უკეთესად გამოვიდეთ მოედანზე; აუცილებელია, უფრო მეტი ვიმუშაოთ!”

“მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ “ჟირონას” ასეთი თამაში მივულოცოთ. ჩვენს მეტოქეს, “ბარსელონას” საკმაოდ ჩამოვშორდით. თუმცა, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ლა ლიგის მოგების შესაძლებლობა კვლავ გვაქვს,” – აცხადებს ბრაზილიელი.

კაზემირო ინგლისში მიდის?

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი ფეხბურთელი შესაძლოა პრემიელ ლიგაში ვიხილოთ.

ესპანური გამოცემა Diario Gol-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” აქტიურად ცდილობს კაზემიროს გადაბირებას. მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრაზილიელმა “იუნაიტედში” ითამაშოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიელთან დაკავშირებით “პარი სენ-ჟერმენიც” ცდილობს მოლაპარაკების წარმართვას მადრიდულ მხარესთან.

კაზემირომ მადრიდის “რეალთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა გამორიცხული არაფერია, შესაძლოა ბრაზილიელმა ესპანური გუნდი მართლაც დატოვოს.

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელების სიურპრიზი გულშემატკივრებს (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” სამმა ფეხბურთელმა – ასენსიომ, ნაჩომ და კაზემირომ გულშემატკივრებს ქუჩაში სიურპრიზი მოუწყვეს.

ფეხბურთელები მაღაზიის ვიტრინიდან “ესაუბრებოდნენ” გულშემატკივრებს. საქმე იმაში იყო, რომ ისინი სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანისა და დინამიკის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ ხალხს.