გუშინ პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” თანქალაქელ “ჩელსის” დაუპირისპირდა. “სპურსებმა” მეტოქე დელე ალის დუბლით დაამარცხეს და მისი 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.
ალის მოქმედება ომარ მომანიმ ასე დაინახა
გუშინ პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” თანქალაქელ “ჩელსის” დაუპირისპირდა. “სპურსებმა” მეტოქე დელე ალის დუბლით დაამარცხეს და მისი 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.
ალის მოქმედება ომარ მომანიმ ასე დაინახა
ბელგიის ნაკრებისა და “ჩელსის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან სურს “არისტოკრატთა” რიგებში გამთამაშებლის, ანუ ე.წ. “ათიანის” პოზიციაზე ითამაშოს.
“მიყვარს, როცა “ათიანის” პოზიციაზე ვთამაშობ,” – საუბრობს ედენი Daily Mail-თან – “ხშირად, “ჩელსი” ამ სისტემით არ თამაშობს.”
“მე კონტე მარცხენა ფლანგზე მათამაშებს და ყველანაირად ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო.”
“ბელგიის ნაკრებში მიწევს ხოლმე მოედნის ცენტრში შევიწიო, რაც ძალიან მომწონს. ჩვენ ძალიან სწრაფი განაპირა მცველები გვყავს, რომლებიც მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიან. შედეგად, მე დიდი სივრცეები მეხსენება მოედნის შუაში, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო,” – განაცხადა ედენ აზარმა.
პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების მაისურებიდან ყველაზე პოპულარული “მანჩესტერის” 89 მილიონიანი შენაძენის, პოლ პოგბას მაისურია, რომელმაც გაყიდვების რაოდენობით თვით ზლატანსაც გადაასწრო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კუთხით შედგენილ ტოპ-10-ში მოხვდა პოლ პოგბას თანაგუნდელიც, მარკუს რეშფორდიც, დავიდ დე ხეასა და ზლატანთან ერთად. საბოლოო ჯამში, ამ სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი სწორედ “მანჩესტერს” ჰყავს.
ათეულში მოხვდნენ ლონდონური “არსენალის” ლიდერები, ალექსის სანჩესი და მესუტ იოზილიც. “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო კი მეხუთე ადგილს იკავებს.
სიაში ასევე მოხვდნენ: დავიდ დე ხეა, სადიო მანე, ედენ აზარი და დიმიტრი პაიეტი.
გუშინ პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ლონდონის “ჩელსიმ” სტუმრად “ჰალ სიტის”, ანგარიშით, 2-0 მოუგო. გოლები ვილიანმა და კოშტამ გაიტანეს.
შეხვედრის შემდეგ კონტეს შეგირდები კარგ ხასიათზე იყვნენ, რაც ამ ვიდეოშიც აისახა.
ვინსენტ კომპანი, ოთხ თვიანი ტრავმის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ფეხბურთს. იგი ნელ-ნელა სასურველ ფორმაშიც შედიოდა, მაგრამ ორი დღის წინ, ინგლისის ლიგის თასზე, “სუონსისთან” გამართულ შეხვედრაში”, ისევ ტრავმა მიიღო.
გამომდინარე იქიდან, რომ 30 წლის მოთამაშეს არც ისე პატარა ასაკი აქვს და თან ტრავმებს მოუხშირა, “სიტის” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ბელგიელის შემცვლელის ძებნა დაიწყო. The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიელი სპეციალისტი სერიოზულად არის დაინტერესებული ლეონარდო ბონუჩის შეძენით. მანჩესტერელები მომავალ ზაფხულს “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების დაცვის ბურჯის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.
ლეონარდო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა “ბებერ ქალბატონში” და იტალიელები მას ადვილად არ დათმობენ. თუმცა , უნდა თქვას, რომ ნახსენები თანხაც საკმაოდ “მსუყეა”.
დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზაფხულზე.
დღეს პრემიერ ლიგა იწყება. პირველი ტურის შეხვედრაში, ლონდონის “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ვესთ ჰემს” დაუპირისპირდება. მილიონობით ადამიანი ელის იმას, თუ როგორ დაიწყებენ ლონდონელები ახალ სეზონს. “არისტოკრატებმა” გასული სათამაშო წელი საშინლად ჩაატარეს და მათგან ყველა გამოღვიძებასა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ელოდება.
“ჩელსის” მოთამაშემ, ედენ აზარმა, რომელიც წინა სეზონში ერთ-ერთი დიდი შავი ლაქა იყო გუნდის თამაშში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ყველას უნდა ისეთივე ფორმაში იყოს, როგორც ორი წლის წინ: მაშინ, როცა პრემიერ ლიგის ტიტული მოვიგეთ”
“გასული წელი კი საშინელება იყო. ვცდილობდით, გაგვეანალიზებინა, რისი ბრალია ასეთი ჩავრდნა, თუმცა ზუსტი პასუხი არცერთმა ვიცით. ალბათ, მაინც დაღლილობაა მთავარი მიზეზი.”
“ყველაფერი ცუდი დავიწყებას უნდა მიეცეს და ახალ სეზონზე ვიფიქროთ. ორშაბათს სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ ყველაფერს და შევცდებით, კიდევ ერთხელ აღვმართოთ პრემიერ ლიგის თასი.”
“მთავარი მიზანი, ინდივიდუალური თვალსაზრისით, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანაა. მინდა, ერთგვარი გარდაქმნა მოვახდინო საკუთარ თავში, რაც,საბოლოოდ, ჩემი თამაშის ხარისხზე აისახება. მწვრთნელი ბევრს გველაპარაკება ხოლმე მოთამაშეებს. კონტეს საუბრის მთავარი მიზანი ისაა, რომ თავდაჯერებულობა დაგვიბრუნოს.”
“რაც აქ მოვედი, პირველად ხდება, რომ ევროპის არცერთ ტურნირზე არ ვმონაწილეობთ. ეს ცოტა ცუდი აღსაქმელია, მაგრამ რას ვიზამთ?! ყველაფერთან შეგეუბა მოგვიწევს. დადებითი მხარე ისაა, რომ კვირაში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოგვიწევს,” – განაცხადა ედენ აზარმა.
სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კანტე “ჩელსიში” გადავიდა 30 მილიონ ფუნტად. როგორც გაირკვა, 25 წლის მოთამაშე მონაწიელობას არ მიიღებს ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაში, “ერზე პელეტსის” წინააღმდეგ. ფრანგი კალიფორნიაში შუერთდება “ჩელსის”, სადაც ლონდონელები ქალაქ პასადენაში 28 ივლის “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” ეგიდით გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ედენი აზარი, სესკ ფაბრეგასი და გარი კეჰილი, ასევე, სწორედ კალიფორნიაში შეუერთდებიან გუნდს.
“ოქროს თაობა”… საუკეთესო ფეხბურთელები ყველა რგოლში… ყველაზე კარგი შემადგანლობა “ევრო 2016”-ზე… ეს და სხვა უამრავი დადებითი ისმოდა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბელგიის ეროვნული ნაკრების შესახებ. მეტიც, მათ გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად თვლიდნენ. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან “წითელი ეშმაკების” განაცხადში იმდენი მაღალი დონის ფეხბურთელი შევიდა, რომ ორი უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა თავისუფლად შეიძლებოდა. მოკლედ, ამ გუნდს უმრავლესობა დიდი სიმპატიით უყურებდა. ბელგიელებს იმაშიც გაუმართლათ, რომ პლეი-ოფში მარტივ ბადეში მოხვდნენ და ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით შეეძლოთ მისვლა; ისინი გავიდნენ მეოთხედფინალში, შეხვდნენ შემადგენლობით არც თუ ისე ძლიერ უელსს, უკვე ნახევარფინალში მათი და პორტუგალიის დაპირისპირისპირებაზეც კი საუბრობდნენ, მაგრამ… მაგრამ რა მოხდა რეალურად?! ახლა ამ რიტორიკული შეკითვის დასმის საჭიროებაში უმთავრესი დამნაშავე ბელგიელთა დამრიგებელი, მარკ ვილმოტსია.
რატომ?
იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უელსთან შეხვედრაში ყველაზე ალოგიკური და გაუმართლებელი გადაწყვეტილებები მიიღო. მან გუნდს არ მისცა საშუალება, გაეკეთებინა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის – ჰქონოდა ბურთის კონტროლის მხრივ უპირატესობა, მოედნის ცენტრში დაეკავებინა სივრცეები და მუდამ შეტევაში ყოფილიყო.
მოდით, უფრო კონკრეტულად მივყვეთ. მატჩი “ბელგიელი წითელი ეშმაკების” უპირატესობით დაიწყო. თავიდანვე ეტყობოდა, რომ “ოქროს თაობის” გუნდი სწრაფი გოლის გატანას ცდილობდა. რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ, ნაინგოლანის ყუმბარისებულმა და უმაღლეს დონეზე შესრულებულმა დარტყმამ უელსელები დაადუმა.
ამ გოლის შემდეგ ბევრი მიხვდა, რომ ბელგიას “გადავლა” შეეძლო მოწინააღმდეგისთვის. ყველა მოელოდა, რომ ისინი კვლავ შეუტევდნენ და კიდევ ბევრჯერ დაასველებდნენ უელსელთა კარს; ეს ყველაზე ლოგიკური რამ იყო, მაგრამ ვილმოტსი თურმე “ახალ ველოსიპედს იგონებდა.” სწრაფი გოლის შემდეგ ბელგიელებმა ყურები ჩამოყარეს, უკან დაიხიეს, ცენტრი უელსს დაუთმეს და კონტრშეტევებზე თამაშის აწყობა სცადეს. ვილმოტსმა ამ მომენტში წარმოუდგენელი რამ მოინდომა! მას ჰყავდა ძალიან სწრაფი, შესანიშნავი პასის, დარტყმისა და ხედვის მქონე ფეხბურთელები, რომლებიც თვალის დახამხამებაში ავითარებდნენ შეტევებს და მან ეს ფეხბურთელები საკუთარ კარს მიაჯაჭვა! დიახ! ვილმოტსმა “უსწრაფესი ფერარის მოსკვიჩივით მართვა” მოინდომა! ამან დაღი დაასვა მისი გუნდის თამაშსს. ბელგია ისე ეთამაშებოდა უელსს, როგორც საქართველო უნდა ეთამაშოს ესპანეთს, ან პანამა სუპერშეტევის მქონე არგენტინის ნაკრებს. ამ ყველაფერმა ის შედეგი მოიტანა, რომ ბელგიელებს აღარაც კონტრშეტევები აღარ გამოსიოდათ. მეტოქეები პანტაპუნტით ყრიდნენ ძირს მატჩის ფავორიტებს და დაწყებულ შეტევებს შლიდნენ. მართალია, დიდი რაოდენობით ყვითელი ბარათი მიიღეს, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ბელგიელებს ფაქტობრივად თავიანთ ნახევარზე აღარ უშვებდნენ შესატევად. მოხდა ლოგიკური რამ: ვილმოტსის “საშინლად მართულ ფერარს საშინელი ავარია მოუვიდა,” – 31-ე წუთზე ეშლი უილიამსმა ანგარიში გაათანაბრა.
პირველი მთავარი შეცდომა გოლის შემდეგ ბელგიელთა საკუთარ ნახევარზე ჩადგომა რომ იყო, ეს ნათელია. ახლა, კიდევ ერთ რამეზე მინდა ყურადღების გამახვილება – პირველი ტაიმი რის ვაივაგლახით ჩაამთავრა ბელგიამ და ფაქტი იყო, რომ თუ მათ მოგება სურდათ, ასე ვეღარ გააგრძელებდნენ. რაღაც უნდა შეცვლილიყო. ეს რაღაც ყველამ იცოდა რა იყო – ბელგიელებს პირველი გოლის შემდეგ დაკარგული სივრცეები უნდა დაებრუნებინათ და თავდაჯერებულად უნდა შეეტიათ. მაგრამ? მაგრამ აი კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ვილმოტსი “ფერარის მოსკვიჩივით მართავდა”! მან მეორე ტაიმში შეტევა კი არ გააძლიერა, არამედ პირველ ნახევარში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, თუ ყველაზე არა, მოთამაშე იანიკ ფერეირა კარასკო გაიყვანა და მის მაგივრად “ხე დარგო” მოედნის ცენტრში! შეტევაში თითქმის უმოქმედო და ამ მხრივ თითქმის არანაირი ხიფათის გამომწვევი “ხე”! ეს იყო ტანმაღალი, კარასკოზე გაცილებით ნელი საყრდენი ფელაინი! ფეხბურთელის პოზიცია მიტომ გავამუქე, რომ ბელგიას შეტევის გაძლიერება სჭირდებოდა და მან პირიქით ის დაასუსტა დაცვის გაძლიერების ხარჯზე.
შესაბამისად, მოხდა ის, რაც არა თამაშის დაწყების წინ, არამედ მატჩში პირველი გოლის გასვლის შემდეგ იყო ლოგიკური – უელსელებმა განაგრძეს შეტევები და ანგარიშის შენარჩუნებაზე კი არა, თამაშის მოსაგებად წავიდნენ. ამან შედეგი გამოიღო, 55-ე წუთზე იმ გუნდს, რომელსაც 10 წუთის წინ რაღაც უნდა შეეცვალა და წარმატებას მიეღწია, “ხის დარგვა” და შეტევის დასუსტება ძვირად დაუჯდა! რობსონ კანუმ თითქოს ერთი მოძრაობით ყველა და ყველაფერი მოატყუა და მისი საყვარელი ნაკრები წინ გაიყვანა.
გოლის საპასუხოდ, 75-ე წუთზე ვილმოტსმა მცველ ჯორდან ლუკაკუს მაგივრად შემტევი დრის მერტენსი შემოიყვანა, მაგრამ მარკს გვიან მოუვიდა “ფერარისთვის მაღალ სიჩქარეში გადართვა:” ვერც მერტენსმა და ვერც შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ბათჩუაიმ ვეღარ შეძლეს ვერაფერი. მეტიც! ბოლო ჭანჭიკი ჩვენს “ფერარის” 86-ე წუთზე სემ ვოუკსმა მოაძრო! მან მესამედ აიღო კურტუას კარი და ბელგიელებს ყველა იმედი ჩაუკლა!
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ მატჩის ანტიგმირი ვილმოტსია, რომელმაც ყველაზე ალოგიკური და შედეგის ვერმომტანი გადაწყვეტილებები მიიღო.
წარუმატებლობის სხვა ფაქტორები
პირველი მათგანის თამაში უელსთან მატჩში მერვედფინალურ შეხვედრაშივე გამოირიცხა, რადგან ვერმაელენმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და უეფას წესების გამო მოუწია თამაშის ტრიბუნიდან ყურება. ვერტონგენმა კი ვარჯიშზე დაზიანდა და არა მარტო უელსთან მატჩის გამოტოვება მოუწია, არამედ იგი მთელი ოთხი თვე იუქმებს. სწორედ ასე, მივიღეთ დაცვა, სადაც ორი ახალი ფეხბურთელი იყო – ჯორდან ლუკაკუ მარცხენა ფლანგზე და დაცვის ცენტრში ჯეისონ დენაიერი. ორივე მათგანმა საშინელი შთაბეჭდილება დატოვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლუკაკუ და დენაიერი ხშირად ცდებოდნენ პოზიციურად, თამაშობდნენ დაუკვირვებლად, ჩქარობდნენ უაზროდ, რასაც უელსელები იყენებდნენ და კურტუას კარსაც, ხშირად არაფრის გამო, ექმნებოდა ხიფათი.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ უილიამსის ის გოლი, რომელმაც უელსელებს მუხტი მისცა და ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭა, დენაიერის კისერზეა. სწორედ მას გაექცა უელსის კაპიტანი ძალიან მარტივად და ამ უკანასკნელმაც მარტივად მოახერხა ბურთის გადაგზავნა კარში.
მოკლედ, ბელგია ძალიან დააზიანა არაპროფესიონალმა მცველებმა.
როცა გუნდს გოლი ჰაერივით სჭირდება, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად არც მწვრთნელის ტაქტიკა ამართლებს და ფეხბურთელებიც ინდივიდუალურად ვერაფერს შვებიან, ბოლო იმედი ერთი ლიდერია, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შექმნის რაღაცას, რაც კოლექტივს წარმატებას მოუტანს. ბელგიაში ფორმალურიც და პრაქტიკულიც ლიდერი ედენ აზარია, რომელიც ბევრს ცდილობდა, აქტიურობდა, მაგრამ დასამახსოვრებელი ვერაფერი შემოგვთავაზა.
თითქოს, იმ შეხვედრაშიც ისევ ის აზარი თამაშობდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ნამდვილად არ დატოვა კარგი (მით უმეტეს ლიდერის) შთაბეჭდილება. ეს ედენი ნამდვილად არ გავდა იმ სპორტსმენს, რომელმაც მერვედფინალში ერთი გოლი და საგოლე გადაცამა მიითვალა; რომელიც თითქმის ყველა შეტევის მთავარი შემოქმედი და სულისჩამდგმელი იყო.
“ლივერპულის” თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯმა დაასახელა ხუთეული, რომლითაც ის ნებისმიერ მეტოქეს დაუპირისპირდებოდა.
სტარიჯმა რჩეულებში ეშლი კოული, სტივენ ჯერარდი, ედენ აზარი, ფილიპე კოუტინიო და თავისი თავი შეიყვანა.
16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ლონდონის “ჩელსისა” და “მაკაბის” შორის გამართულ მატჩში, მე-6 წუთზე ედენ აზარმა პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა.
ცხადია, ბელგიელი ფეხბურთელის ამ პენალტს სოციალურ ქსელ Twitter-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჟოზე მოურინიო: “ედენ აზარი კრიშტიანო რონალდუზე უკეთესი” ფეხბურთელია”
Jose Mourinho: "Eden Hazard is better than Cristiano Ronaldo."
???????????? pic.twitter.com/janA5zxTKS
— Cristiano Ronaldo (@Cr7Prince4ever) September 16, 2015
ედენ აზარის დარტყმული ბურთი მიწაზე დაეშვა
BREAKING: Hazard's penalty has just landed…
https://t.co/Sd7y811wka
— BreatheSport (@BreatheSport) September 16, 2015
ჩაბი ალონსო ედენ აზარის დარტყმულ ბურთს ეძებს
Xabi Alonso trying to track Eden Hazard's penalty kick ???? pic.twitter.com/dkjTpfOkem
— BAYERN SQUAD (@FCBayernSquad) September 16, 2015
ბურთი ჩემს ბაღში ახლახანს ჩამოვარდა. ვფიქრობ, შენი უნდა იყოს. (აზარი)
A ball has just landed in my garden.
I think it might be yours @hazardeden10
— Deluded Brendan (@DeludedBrendan) September 16, 2015
ბურთი იპოვეს
BREAKING: Live pictures of Eden Hazard's penalty finally landing. pic.twitter.com/Isr9V9SkkD
— BBC Sporf (@BBCSporf) September 16, 2015
ედენ აზარი მიმდინარე სეზონში
Eden Hazard this season. pic.twitter.com/jMXch4wl56
— Uber Football (@UberrFootbaII) September 16, 2015