მოურინიო: “აზარი რონალდუზე უკეთესია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ედენ აზარმა გასული სეზონი კრიშტიანო რონალდუზე უკეთ ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “ჩელსიმ” ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ბელგიელ შემტევს მიუძღვის.

“ბოლო სეზონიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ აზარი რონალდუზე უკეთესია. კრიშტიანო ფანტასტიური ფეხბურთელია, მან ძალიან ბევრი მნიშვენლოვანი გოლი გაიტანა.

ედენს გაუმართლა, რომ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ფეხი არ მოტეხეს. მას შეეძლო, უამრავი ტრავმა მიიღო, რადგან ბევრი მეტოქე მისთვის ტკივილის მიყენებას ცდილობდა”, – ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.

ტოპ კლუბებმა ნადირობის სეზონი გახსნეს – ვისი გაყიდვა არ შეიძლება?

როგორც ყოველთვის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდშიც მსოფლიო ფეხბურთის გრანდები გამორჩეული მოთამაშეების გადაბირებას ცდილობენ და მათ სანაცვლოდ სოლიდური თანხების გადახდის მზადყოფნასაც გამოთქვამენ, თუმცა არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც მათმა გუნდებმა არანაირ თანხაში არ უნდა გაცვალონ, თუ რა თქმა უნდა წარმატების მიღწევა სურთ.

 

პოლ პობა, “იუვენტუსი”

ნათელია, რომ “იუვეს” პოგბას შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი აქვს. მიუხედავად იტალიურ ფეხბურთში არსებული პრობლემებისა “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეძლო და ყველას დაუმტკიცა, რომ წარმატებისთვის შემადგენლობაში მაღალი კლასის ფეხბურთელების ყოლაა საჭირო.

გასაგებია, რომ ტურინელთა მენეჯმენტი პოგბაში აღებულ თანხას სწორად დახარჯავს, თუმცა ტოპ მოთამაშის კონკურენტ კლუბში გაყიდვა კარგი მაინც არ რის. იდეალური რა თქმა უნდა პოგბას დარჩენა და მის ირგვლივ ახალი გუნდის აწყობა იქნება.

 

უგო ლიორისი და ჰარი კეინი, “ტოტენჰემი”

დანიელ ლევის ინგლისში ფეხბურთელების გაყიდვის მხრივ ცოტა თუ შეედრება. სხვა საქმეა, რომ მოთამაშეების სანაცვლოდ მიღებულ დიდ თანხებს “ტოტენჰემი” მიზნობრივად ვეღარ ხარჯავს, რასაც ბეილში აღებული 100 მილიონის უაზროდ დახარჯვის მაგალითიც ადასტურებს.

სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონელთა მოთამაშეების, უგო ლიორისის და ჰარი კეინის გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობს. საუბრობენ, რომ ფრანგ მეკარეში მანჩესტერელები 35 მილიონს იხდიან, ხოლო კეინში 65, თუმცა ლევიმ ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა და ტრანსფერის ალბათობას ფაქტობრივად გამორიცხავს.

როგორც ჩანს, “ტოტენჰემში” საბოლოოდ გადაწყვიტეს ძლიერი გუნდის გაკეთება, რომლის ძირითადი ბირთვი რამდენიმე სეზონის განმავლობაში უცვლელი იქნება.

 

კრისტიან ბენტეკე, “ასტონ ვილა”

მარტინ ონილის ფორმაციის “ასტონ ვილა” ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული გუნდი იყო, თუმცა ეშლი იანგის და სხვა ლიდერების წასვლის შემდეგ ბირმინგემში სტაბილურობა დაკარგეს.

გასულ სეზონში ტიმ შერვუდმა კლუბში ახალი სიცოცხლე მოიტანა და გუნდი ინგლისის თასის ფინალშიც გაიყვანა. ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კრისტიან ბენტეკე იყო, რომელიც გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. მისი გაყიდვის შემთხვევაში ბუნებრივია, რომ “ვილას” დაკავებული პოზიციების შენარჩუნება გაუჭირდება.

 

ედენ აზარი, “ჩელსი”

“რეალს აზარის ყიდვა უნდა? კი ბატონო! თუმცა, მისი ერთი ფეხის ფასი 100 მილიონია” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ, როდესაც მისი საუკეთესო მოთამაშის მიმართ ინტერესი “რეალმა” გამოთქვა.

თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. ყველამ ვიცით, რომ თუ “რეალს” სუპერვარსკვალვის გადაბირება სურს, ადრე თუ გვიან ამის გაკეთებას მაინც ახერხებს. გარდა ამისა, მადრიდელები რაფა ბენიტესმა ჩაიბარა, რომელიც აზართან “ჩელსიში” მუშაობდა და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ასე რომ, “ჩელსის” “რეალის” მცდელობების მოგერიება მოუწევს. ადაპტაციის მხრივ პრემიერლიგა ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემპიონატია. ინგლისში გადასული უამრავი ცნობილი მოთამაშე უბრალოდ დაიკარგა, რასაც აზარზე ვერ ვიტყვით. ბელგიელი ფეხბურთელი “ჩელსის” ლიდერად ჩამოყალიბდა და გუნდის წარმატებაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 

მარკო როისი, “დორტმუნდი”

ზამთარში გახანგრძლივებული კონტრაქტი არაფერს ნიშნავს. ამ ნაბიჯით დორტმუნდელებმა საკუთარ ლიდერს მხოლოდ სატრანსფერო ფასი აუწიეს, თუმცა ევროული გრანდები როისის დონის მოთამაშეში დიდი თანხის გადასახდელად მზად არიან.

“დორტმუნდისთვის” ლიდერების გაშვება და ახალი გუნდის შენება უცხო არ არის. ამას კაგავას, გიოტცეს, ლევანდოვსკის და სხვა მოთამაშეების მაგალითებიც ადასტურებს. ხშირ შემთხვევაში კლოპს დანაკლისის აღმოფხვრა გამოსდიოდა, თუმცა გასულ სეზონში ლევანდოვსკის შეცვლა ვერც იმობილემ და ვერც რამოსმა შეძლეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომდევნო წლიდან “ბორუსიას” არც თავად კლოპი ეყოლება.

ასე რომ, ახალი ეპოქის დასაწყისში, რომელშიც “დორტმუნდს” ტომას ტუხელი შეიყვანს, გუნდს ძლიერი შემადგენლობა სჭირდება.

10 საუკეთესო დრიბლიორი 2014-15 წლების სეზონში

საფეხბურთო პორტალმა WhoScored-მა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებმაც გასული სეზონის განმავლობაში საშუალოდ ერთ მატჩში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილს ვერ ლიონელ მესი და ვერც კრიშტიანო რონალდუ ვერ იკავებს. რაც შეეხება პორტუგალიელს, ის ათეულშიც კი ვერ მოხვდა.

1. ედენ აზარი (“ჩელსი”)
მატჩი – 38
წარმატებული დრიბლინგის რაოდენობა ერთ მატჩში – 4.8

1

2. კარიმ ბელარაბი (ლევერკუზენის “ბაიერი”)
მატჩი – 32
წარმატებული დრიბლინგის რაოდენობა ერთ მატჩში – 4.7

2

3. ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
მატჩი – 37
წარმატებული დრიბლინგის რაოდენობა ერთ მატჩში – 4.6

3

4. არიენ რობენი (“ბაიერნი”)
მატჩი – 20
წარმატებული დრიბლინგის რაოდენობა ერთ მატჩში – 4.5

4

5. რობერტო ფირმინო (“ჰოფენჰაიმი”)
მატჩი – 33
წარმატებული დრიბლინგის რაოდენობა ერთ მატჩში – 4.2

5

6. ერიკ ჩუპო-მოტინგი (“შალკე”)
მატჩი – 30
წარმატებული დრიბლინგის რაოდენობა ერთ მატჩში – 3.9

6

7. დიეგო პეროტი (“ჯენოა”)
მატჩი – 27
წარმატებული დრიბლინგის რაოდენობა ერთ მატჩში – 3.6

7

8. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (“არსენალი”)
მატჩი – 17
წარმატებული დრიბლინგის რაოდენობა ერთ მატჩში – 3.6

8

9. ფრანკო ვასკესი (“პალერმო”)
მატჩი – 37
წარმატებული დრიბლინგის რაოდენობა ერთ მატჩში – 3.4

9

139. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”)
მატჩი – 35
წარმატებული დრიბლინგის რაოდენობა ერთ მატჩში – 1.4

10

ტიბო კურტუა ედენ აზარს თავზე გადაახტა (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთა ტიბო კურტუამ ედენ აზარს ბელგიის ნაკრების ვარჯიშზე.

ედენ აზარის პასი გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

7 ივნისს, საფრანგეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბელგიის ნაკრები მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, ბელგიელთა შემტევმა ედენ აზარმა საკმაოდ ეფექტური პასი გააკეთა.

სეზარ ასპილიკუეტამ მსაჯს ყვითელი ბარათი უჩვენა (ვიდეო)

30 მაისს, ლონდონის “ჩელსისა” ტაილანდის ყველა ვარსკვლავს შორის გამართული მატჩის (1:0) დაწყების წინ, კამერებმა სახალისო მომენტი დააფიქსირეს.

ედენ აზარმა წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი ედენ აზარი აცხადებს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

ბელგიელი შემტევის აზრით, წელს ინგლისში საუკეთესო “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურეა.

“ინგლისში თავს კარგად ვგრძნობ. აქ დიდ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ და ხშირად მეძლევა იმის შანსი, რომ ტიტული მოვიგო. ჩემი აზრით, წელს პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იაია ტურეა”, – უთხრა აზარმა Sky Sports-ს.

ზიდანი: “აზარი რონალდუსა და მესიზე მეტად მომწონს”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ მას ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუზე მეტად ედენ აზარი მოწონს.

როგორც “სამეფო კლუბის” ახალგაზდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ამბობს, მას მოსწონს ყველაფერი, რასაც ბელგიელი მოედანზე აკეთებს.

“რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათზე მეტად ედენ აზარი მომწონს. მომწონს ყველაფერი, რასაც ის მოედანზე აკეთებს. ვხედავ, რომ აზარი ყოველ წელს უმატებს”, – უთხრა ზიდანმა ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.

ფრისტაილერმა ედენ აზარი “შეარცხვინა” (ვიდეო)

სინ გარნიე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფრისტაილერია. ცოტა ხნის წინ, მას ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელები ესტუმრნენ, მათ შორის ედენ აზარიც. ბელგიელი ფეხბურთელი გარნიეს დაუპირისპირდა კიდეც.

“ჩელსის” ფეხბურთელები “აუდის” ორიგიანლურ რეკლამაში (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელებმა – ედენ აზარმა, ნათან აკემ, ვილიანმა და ლოიკ რემიმ “აუდის” რეკლამაში მიიღეს მონაწილეობა.

ედენ აზარმა თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა ედენ აზარმა თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა.

ლონდონური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში, ბელგიელმა შემტევმა თქვა, რომ მას ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანის თამაში მოსწონდა.

“ყველამ იცის, რომ ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი იყო. როცა პატარა ვიყავი, ვციდლობდი, მისი ყველა მატჩი მეყურებინა. რა თქმა უნდა, ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია”, – ამბობს აზარი.

ედენ აზარმა დაასახელა 5 საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია

ლონდონის “ჩელსის” შემტევმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა დაასახელა ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა კარიერა “ლილში” დაიწყო, 2012 წელს კი “ჩელსის” შეუერთდა.

ტიბო კურტუა

“ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.”

1427814169489

ჟერვინიო

“მასთან ერთად “ლილში” ვთამაშობდი. ჩვენ ერთად ორი ტიტულის მოგება შევძელით. ჟერვინიო ძალიან კრეატიული ფეხბურთელია.”

Gervinho-Hazard

ხუან მატა

“პირველივე ვარჯიშზე ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ, მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაკავშირებს.”

1427814274607

დემბა ბა

“დემბა ბა – ჩემი საუკეთესო მეგობარი! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ერთად ვთამაშობდით. ჩვენ ერთად ბევრი მატჩი არ ჩაგვიტარებია, რადგან ის სათადარიგოთა რიგებში ხშირად იყო. როცა მან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, მე უკვე ტრავმირებული ვიყავი.”

1427814340680

დიდიე დროგბა

“დიდიეს დიდ პატივს ვცემ. სანამ “ჩელსიში” გადმოვიდოდი, მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დროგბას თანაგუნდელი ვარ.”

1427814537640