მორენო: “კლოპის წყალობით, მე საუკეთესო ფორმაში ვარ”

“ლივერპულის” ცენტრალური მცველი, ალბერტო მორენო თვლის, რომ ამჟამად ის კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფება, რასაც ის იურგენ კლოპის დამსახურებად მიიჩნევს.

“თავდაპირველად, ბრენდანთან ერთად ძალიან მიჭირდა. ის მე არ მენდობოდა. ვვარჯიშობდი, 100%-ით მზად ვიყავი, თუმცა ის ბევრს არ მათამაშებდა.

თუმცა, ბატონ კლოპთან მუშაობით ყველაფერი გამოსწორდა და ახლა საუკეთესო მდგომარეობაში ვარ, როგორშიც შესაძლოა ფეხბურთელი მოხვდეს.”

მორენომ “ვილიარეალთან” გასამართ მატჩზეც ისაუბრა: ” არ მიყვარს, როცა ფავორიტის იარლიყს გვაკრავენ. ნახევარფინალში ოთხივე გუნდი ფავორიტია.

ამ ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იყო. არ ვთვლი, რომ ფავორიტები ვართ.” – დაამატა ესპანელმა.

კლოპმა „მანჩესტერ სიტისთან“ მოგებული მატჩის შემდეგ მორენოს წამოარტყა (ვიდეო)

გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიშით 4:1 მოგებული მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ნახევარმცველ ალბერტო მორენოს გაეხუმრა, რის შემდეგაც მარტინ შკრტელს ჩაეხუტა:

“ბარსელონა” ალბერტო მორენოსა და იან ვერტოგენს შორის არჩევანს გააკეთებს

კატალონიელები ადრიანო კორეიას შემცვლელს პრემიერ ლიგაში ეძებენ.

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” არჩევანს “ლივერპულის” მარცხენა მცველ, ალბერტო მორენსა და “ტოტენჰემის” უნივერსალ, იან ვერტონგენშიც გააკეთებს.

ერთ-ერთი მათგანი გუნდში ადრიანო კორეიას შეცვლის, რომელიც უახლოეს მომავალში “რომას” შეუერთდება.

მორენომ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ვერტონგენმა 32-ჯერ ითამაშა.

ალბერტო მორენომ დანიელ სტარიჯთან ერთად იცეკვა (ვიდეო)

14 თებერვალს, ინგლისის ასოციაციის თასზე, “კრისტალ პალასსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ მატჩში (1:2), დანიელ სტარიჯმა მეტოქის კარის დალაშქვრა მოახერხა, მან და ალბერტო მორენომ კი გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნეს.

FA მორენოს პოსტით დაინტერესდა

ალბერტო მორენოს მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით FA ინტერესდება.

“ლივერპულის” ესპანელი ლეგიონერის ფოტო შესაძლოა პროვოკაციულ და შეურაცხმყოფელ ქმედებად ჩათვალონ.

“იქით გაიხედე მორენო. ეს “ჩელსის” ისტორიაა” – იუწყება ფოტოზე არსებული წარწერა.

გამოქვეყნებულ მასალას მორენომ თავისი კომენტარი დაურთო: “შენ ისტორია არ გაქვს”.

ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე კომენტარი დაიწერა, რომელთა შორის მისი წაშლის მოთხოვნაც არის, თუმცა სურათი ისევ ხელმისაწვდომია.

ოფიციალურად: “ლივერპულმა” ალბერტო მორენო დაიმატა

22 წლის ესპანელი მარცხენაფლანგელი მცველი ალბერტო მორენო “სევილიადან” “ლივერპულში” გადაბარგდა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრმა მერსისაიდულ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რა პერიოდზე გავრცელდება შრომითი ხელშეკრულება, არ კონკრეტდება.

“ჩაბი ალონსოს, პეპე რეინასა და ალვარო არბელოას ვესაუბრე. მათ მითხრეს, რომ “ლივერპული” განსაკუთრებული გუნდია, რომელსაც განსაკუთრებული ფანები ჰყავს.მათ მითხრეს, რომ ასეთ დიდ კლუბში კიდევ უფრო გავიზრდები, როგორც ფეხბურთელი.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთ დიდებულ გუნდს შევუერთდი, როგორიც “ლივერპულია”. ვიმედოვნებ, ჩემს შესაძლებლობებს წარმოვაჩენ და კლუბს დავეხმარები”, – ციტირებს მორენოს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

“ლივერპულის” შემადგენლობაში ალბერტო მორენო 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.