“იუვენტუსს” “ატლეტიკის” ლიდერის დამატება სურს

ტურინის “იუვენტუსი” ბილბაოს “ატლეტიკის” ნახევარმცველ იკერ მუნიაინით დაინტერესდა.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ კლუბების წარმომადგენლები შესაძლო ტრანსფერის დეტალებს უახლოეს მომავალში განიხილავენ.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” 29 წლის ბასკი გარემარბის სატრანსფერო ღირებულებას 15 მილიონ ევროდ აფასებს. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, იკერ მუნიაინი “ატლეტიკის” აღზრდილია და მთელი კარიერის განმავლობაში ბასკურ კლუბში თამაშობს. ის 2019 წლიდან გუნდის კაპიტანია.

ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მუნიაინმა სრული დატვირთვით ვარჯიშზე ნებართვა მიიღო

ბილბაოს “ატლეტიკის” შემტევმა ნახევარმცველმა იკერ მუნიაინი, რომელსაც მუხლის მძიმე ტრავმის გამო ექვსი თვე გაუცდა, მოედანს მალე დაუბრუნდება.

ბასკმა ფეხბურთელმა მედიკოსებისგან უკვე მიიღო ნებართვა სრული დატვირთვით ვარჯიშზე.

შეგახსენებთ, რომ იკერ მუნიაინმა მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები აპრილის დასაწყისში, “სევილიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:2) გაიწყვიტა.

 

მუნიაინმა ბასკურ დერბის ტელევიზორში უყურა (ფოტო)

ბილბაოს “ატლეტიკის” ნახევარმცველმა იკერ მუნიაინმა, რომელიც მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართულ ბასკურ ჯახს ტელევიზორის საშუალებით მიადევნა თვალყური. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “სოსიედადსა” და “ატლეტიკს” შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.

Muniain

იკერ მუნიაინი ნახევარ წელიწადს გამოტოვებს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურში “სევილიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ბილბაოს “ატლეტიკის” ნახევარმცველმა იკერ მუნიაინმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბასკმა ფეხბურთელმა მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ასეთი ტრავმის მოშუშებას დაახლოებით ექვსი თვე სჭირდება.

იკერ მუნიაინმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 25 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

იკერ მუნიაინი: “ნაპოლისთან” შეხვედრა არ გვინდოდა”

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკი” “ნაპოლის” დაუპირისპირდება. ბასკთა თავდამსხმელი იკერ მუნიაინი ამბობს, რომ ნეაპოლელთა წინააღმდეგ დაპირისპირება არ სურდა.

“თანაბარი მატჩი იქნება. ნეაპოლიტანელებს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა თუ გვინდა, რომ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. კარგია, რომ საპასუხო შეხვედრას შინ გავმართავთ. ყველაფერი “სან მამესზე” გადაწყდება. “ნაპოლისთან” დაპირისპირება არ გვსურდა, თუმცა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს მუნიაინის სიტყვებს Football Italia.

წყვილის პირველი მატჩი “სან პაოლოზე” სამშაბათს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ბილბაოში, 27 აგვისტოს შედგება.