“ვესტ ჰემი”: ანდრე აიუ 4 თვეს იუქმებს

“ვესტ ჰემის” ახალწვეული ანდრე აიუ 4 თვეს გაატარებს მოედნის ფარგლებს მიღმა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ვინგერი – რომელშიც “ჩაქუჩებმა” 20.5 მილიონი ფუნტი გადაუხადეს “სუონსის” – “ჩელსისთან” გამართული მატჩის პირველივე ტაიმში დაშავდა. სამედიცინო გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს, აიუს მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი.

კონტეს ანდრე აიუ სურს, გვიდოლინის – ბორხა ბასტონი

ანტონიო კონტემ ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელობას “მარსელის” ყოფილი ფეხბურთელის, ანდრე აიუს გადაბირება დაუსახა. აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება “ლურჯებს” 12 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

ანდრე აიუს, რომლის გადაბირების სურვილი “სანდერლენდმაც” გამოთქვა, “ლიბერთი სტედიუმის” დატოვება აქვს განზრახული. უელსელებმა კი უკვე იპოვეს მისი ჩამნაცვლებელი – “ატლეტიკო მადრიდის” ფორვარდი, ბორხა ბასტონი.

23 წლის ბასტონმა გასული სეზონი “ეიბარში” გაატარა არენდის წესით. “ეიბარის” რიგებში ესპანელმა შემტევმა 16 გოლის გატანა მოახერხა გასულ სეზონში.

მისმა ასეთმა კარგმა ასპარეზობამ ფრანჩესკო გვიდოლინის ყურადღება მიიპყრო, რომელიც მზად არის 4.5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს მის სანაცვლოდ.

ანდრე აიუ “რომას” შეუთანხმდა

“მარსელის” თავდამსხმელი, ანდრე აიუი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.

L’Equipe-ის ინფორმაციით, განის ეროვნული ნაკრების შემტევმა უკვე გააფორმა წიანსწარი კონტრაქტი “რომასთან” და ახალ სეზონს რუდი გარსიას გუნდში დაიწყებს.

ანდრე ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდებოდა, ამიტომ მას შეთავაზებები “ვოლფსბურგიდან”, “დორტმუნდის ბორუსიასგან”, “შალკესგან”, “სუონსისგან” და “ინტერისგან” ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში, აიუმ “მარსელის” რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.

“რომა” აიუს უმიზნებს

დედაქალაქური გუნდი იმედოვნებს, რომ შეტევის ხაზს “მარსელის” წინახაზელით გააძლიერებს.

“რომას” ხელმძღვანელობამ უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკება განელი შემტევის აგენტთან.

“მგლების” აზრით, ანდრე აიუ მათი თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად საუკეთესო ვარიანტია. განელი ტოვებს ლიგა 1-ს და ფეხი მოკიდებას სერია ა-ში ეცდება.

მიმდინარე სეზონში, 25 წლის განელმა საფრანგეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და მიითვალა ოთხი საგოლე გადაცემა.

“ტოტენჰემი” – მთავარი პრეტენდენტი აიუსთვის ბრძოლაში

“ტოტენჰემი” არის მთავარი ფავორიტი “მარსელის” შემტევის, ანდრე აიუს ტრანსფერისთვის ბრძოლაში.

ESPN FС-ის მტკიცებით, მოთამაშის აგენტი უკვე აწარმოებს წინასწარ მოლაპარაკებებს დედაქალაქურ გუნდთან.

განას ეროვნული ნაკრების შემტევით, პირადად “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მოურისიო პოჩეტინო ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში, 25 წლის აიუმ ლიგა 1-ში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და მიითვალა ორი საგოლე გადაცემა.

გარდა “მამლებისა”, ფეხბურთელის გაფორმებით “ნიუკასლი” და “ევერტონიც” ინტერესდება.

ანდრე აიუმ “რეიმს” ეფექტური გოლი გაუტანა

საფრანგეთის ჩემპიონატში “რეიმსსა” და “მარსელს” შორის გამართულ მატჩში ანდრე აიუმ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.

ყველაზე უცნაური ცვლილება

“მარსელსა” და “მონპელიეს” შორის გამართულ შეხვედრაში საკმაოდ კომიკური სიტუაცია შეიქმნა.

მატჩის 52-ე წუთზე მასპინძელთა შემადგენლობაში ცვლილება მოხდა. ანდრე აიუს ნაცვლად მოედანზე დიმიტრი პაიეტი შემოვიდა. თუმცა, აღნიშნული ცვილების მიზეზი არა ფეხბურთელის ცუდი თამაში ან ტრავმა, არამედ სათადარიგო მაისურის არქონა გახდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქესთან შეჯახების შედეგად აიუს მაისური სისხლით დაისვარა. ფეხბურთელმა ერთხელ გამოიცვლა, თუმცა მეორე ტაიმში მაისურა კვლავ დაისვარა, მასპინძლებს კი მხოლოდ ორი 10-ნომრიანი ფორმა ჰქონდათ. შესაბამისად, აიუმ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

შეხვედრა “მონპელიეს” გამარჯვებით, 0:2 დასრულდა.