“ბარსელონამ” მიზანში საულის ტრანსფერი ამოიღო
კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის, საულ ნიგესის ტრანსფერზე მუშაობენ. ამ ინფორმაციას ესპანური As ადასტურებს.
როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფრების” მთავარი სამიზნე მარკო ვერატია, იტალიელი ფეხბურთელსი ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში კი, კატალონიელები მთელ ყურადღებას “ატლეტიკოს” ვარსკვლავზე გადაიტანენ.
მოუ ჰარი კეინის ტრანსფერს ითხოვს
ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს სატრანსფერო რეკორდის მოხსნა და “სპურსის” ინგლისელ თავდამსხმელში 100 მილიონი ფუნტის გადახდა დაავალა.
როგორც იცით, “მანჩესტერ იუნაიტედთან” საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ კრიშტიანუ რონალდუს, თუმცა, მოურინიოს ჰარი კეინის გადაბირების ვარიანტი უფრო მოსწონს.
“ბარსამ” მატეო კოვაჩიჩს დაადგა თვალი
“ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერით არის დაინტერესებული.
Don Balon-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ვალვერდე მატეოს დიდი ფანია და მას “ინტერში” ყოფნის პერიოდშიც დიდ ყურადღებას აქცევდა.
მარსიალი “არსენალში”?
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი შემტევი, ანტონი მარსიალი მოექცა, რომელსაც “მეთოფეთა” ლეგენდას, ტიერი ანრისაც ადარებენ.
როგორც ცნობილი ხდება, “არსენალი” თავდაპირველად კილიან მბაპეს გადაბირებას აპირებდა, თუმცა “მონაკომ” ეს ტრანსფერი დაბლოკა და ახლა, ინგლისელებს ისღა დარჩენიათ, მარსიალის ტრანსფერზე იოცნებონ.
“იუნაიტედი” ნაინგოლანს წელიწადში 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობენ “რომას” ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის გულის მოგებას. Il Tempo-ს ცნობით, “წითელი ეშმაკები” ნაინგოლანს 7.5 მილიონ ევროს სთავაზობენ წელიწადში ხელფასის სახით.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონიც “ჩელსისა” და “არსენალის” უფროსებიც ინტერესდებიან, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, მის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს სწორედ მანჩესტერელები არიან.