ბრიტანულ პრესაში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია “უემბლის” გაყიდვის ვარიანტს აქტიურად განიხილავს.
როგორც ცნობილი ხდება, “უემბლის” შეძენით პაკისტანელი მილიარდელი, შაჰიდუ ჰანუ არის დაინტერესებული, რომელიც “ჯექსონვილისა” და “ფულჰემის” მფლობელი გახლავთ. ეს უკანასკნელი კი ჩემფიონშიპში ასპარეზობს.
London Evening Standard-ის ცნობით, პაკისტანელი “უემბლის” სანაცვლოდ 500 მილიონ ფუნტს იხდის. გარდა ამისა, გაყიდვის შემთხვევაში, ინგლისის ნაკრებს მაინც შეეძლება რამდენიმე მატჩის ამ სტადიონზე გამართვა, თუმცა იშვიათად.