მაკგიდი “სელტიკს” უბრუნდება

“ევერტონის” ნახევარმცველი ეიდენ მაკგიდი კლუბის გამოცვლას აპირებს. 29 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “სელტიკი” იჩენს, თუმცა მთავარი პრობლემა ირლანდიელის მაღალი ანაზღაურებაა.

მაკგიდი “სელტიკის” შემადგენლობაში 2004-2010 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც მოსკოვის “სპარტაკში” გადავიდა. 2014 წლის იანვარში ეიდენი “ევერტონის” ფეხბურთელი გაახდა და მერსისაიდულ კლუბში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 1 გატანილ გოლთან ერტად აქტივში 7 საგოლე პასი ჩაიწერა.

უეფამ კვირის საუკეთესო გოლი დაასახელა — ოქრიაშვილი თუ მაკგიდი

უეფამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი კვირის საუკეთესო გოლად ეიდენ მაკგიდის მიერ საქართველოს ნაკრებში გატანილი ბურთი დაასახელა.

ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველმა ბურთი ტექნიკურად მიიღო, დაამუშავა და ძლიერი დარტყმით გაგზავნა როინ კვასხვაძის კარში. ამ გოლის წყალობით ირლანდიის ნაკრებმა თბილისიდან 3 ქულა წაიღო.

“კარგად ვითამაშე, მაგრამ ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის”, – გამოტყდა მატჩის შემდეგ მაკგიდი.

აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილმაც გაიტანა არანაკლები სილამაზის გოლი, თუმცა უეფამ საუკეთესოდ ირლანდიელის მიერ გატანილი ბურთი დაასახელა.

 

მაკგიდი: “პირველი გოლის მომენტში გაგვიმართლა”

ირლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ეიდენ მაკგიდი აცხადებს, რომ მის გუნდს პირველი გოლის მომენტში გაუმართლა.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა თბილისში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ირლანდიელთა მხრიდან ორივე გოლი მაკგიდიმ გაიტანა.

“პირველი გოლის მომენტში ცოტათი გაგვიმართლა. მაკკარტის შეეძლო თვითონვე დაერტყა, მაგრამ პასი გამიკეთა და მე გოლის გატანა მოვახერხე. რა თქმა უნდა, მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი გოლი გავიტანო. შესარჩევი ეტაპი კარგად დავიწყეთ და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ”, – ამბობს მაკგიდი.