გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელების საქციელი, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ატირა (ვიდეო)

2 დეკემბერს, რუმინეთის თასზე, რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე “მიოვენიმ” საკუთარ მოედანზე გიორგი ჭანტურიას “კლუჟს” უმასპინძლა.

62-ე წუთამდე, მასპინძლები მეტოქეს 3:0-ს ამარცხებდნენ, თუმცა 62-ე წუთზე სტუმართა გუნდის ფრანგმა თავდამსხმელმა გრეგორი ტადემ პენალტით ანგარიში ორამდე შეამცირა. 69-ე წუთზე სხვაობა ერთამდე ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ დაიყვანა. ამის შემდეგ კი მოედანზე მართლაც უსიამოვნო რამ მოხდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ “მიოვენის” ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო, მისმა თანაგუნდელმა კი ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადაგზავნა. ფეირ-ფლეის პრინციპების თანახმად, “კლუჟის” მოთამაშეებს ბურთი მასპინძლებისთვის უნდა დაებრუნებინათ, თუმცა ისინი ასე არ მოიქცნენ და რაც ყველაზე საინტერესოა, 88-ე წუთზე შეტევა გოლით დაასრულეს და ანგარიში გაათანაბრეს.

შეხვედრის დამატებით წუთებზე, საქმე იქამდე მივიდა, რომ “კლუჟმა” კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ ანგარიშით 3:4 გაიმარჯვა.



უჩვეულო საქციელი ფეხბურთში

19 მაისს, ვენესუელის ჩემპიონატში “სამორამ” საკუთარ მოედანზე “მინეროსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ მე-5 წუთზე “სამორას” ფეხბურთელმა სამართლიანი თამაშის პრინციპი დაარღვია. ყველაფერს კი ვიდეოში იხილავთ.

როცა ფეხბურთელი სამართლიანი თამაშის წესებს არ იცავს

რამდენიმე დღის წინ, სირიისა და კორეის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, საკმაოდ უცნაური რამ მოხდა.

სირიელმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის კარში გოლი მაშინ გაიტანა, როცა მისი თანაგუნდელი კორეელებს ბურთს უბრუნებდა.

უცნაური საქციელი: ფეხბურთელმა მეტოქეს გოლი ბურთის დაბრუნებისას გაუტანა

26 დეკემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროების ჩემპიონატში, “დუბაიმ” საკუთარ მოედანზე “ალ ვაჰდა” მიიღო და მეტოქესთან ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “ალ ვაჰდას” ფეხბურთელებს მეტოქისათვის ბურთი უნდა დაებრუნებინათ, თუმცა ამის მაგივრად, არგენტინელმა თავდამსხმელმა, ტაგლიაბუემ ბურთი კარებში მოათავსა.