ტულუზის სტადიონზე დასრულდა ესპანეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, “ფურია როხას” უპირატესობით წარიმართა, ჩეხები ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა არც კონტრშეტევებზე ამბობდნენ უარს და პირველი ტაიმის ბოლოს საქმეში დავიდ დე ხეაც ჩართეს. საწყისი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევრის დებიუტში ესპანელები გააქტიურდნენ, სწრაფი გოლის გატანა მოისურვეს და სახიფათო მომენტებიც შექმნეს, თუმცა ხან დამაგვირვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ხანაც ჩეხები თამაშობდნენ საიმედოდ. დროდადრო მომენტებს ვალერ ვრბას ფეხბურთელებიც ქმნიდნენ. 87-ე წუთზე “ფურია როხამ” მაინც გაიტანა: ანდრეს ინიესტას ჩაწოდების შემდეგ თავდასხმაში წასულმა ხერარ პიკემ თავით ითამაშა და ესპანელები დააწინაურა. საბოლოო ჯამში, ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთი მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ევრო-2016
D ჯგუფი
ესპანეთი — ჩეხეთი 1:0 (0:0)
ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, დავიდ სილვა, ფაბრეგასი (ალკანტარა 70′), ინიესტა, ნოლიტო (პედრო 82′), მორატა (ადურისი 62′).
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.
ჩეხეთი: ჩეხი, კადერჟაბეკი, სივოკი, უბნიკი, ლიმბერსკი, დარიდა, პლაშილი, გებრე სელასიე (შურალი 86′), როსიცკი (პაველკა 88′), კრეიჩი, ნეციდი (ლაფატა 75′).
მთავარი მწვრთნელი: პავერ ვრბა.
გოლი: პიკე 87′.
გაფრთხილება: ლიმბერსკი 61′.
მთავარი მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).