უეფამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი კვირის საუკეთესო გოლად ეიდენ მაკგიდის მიერ საქართველოს ნაკრებში გატანილი ბურთი დაასახელა.
ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველმა ბურთი ტექნიკურად მიიღო, დაამუშავა და ძლიერი დარტყმით გაგზავნა როინ კვასხვაძის კარში. ამ გოლის წყალობით ირლანდიის ნაკრებმა თბილისიდან 3 ქულა წაიღო.
“კარგად ვითამაშე, მაგრამ ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის”, – გამოტყდა მატჩის შემდეგ მაკგიდი.
აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილმაც გაიტანა არანაკლები სილამაზის გოლი, თუმცა უეფამ საუკეთესოდ ირლანდიელის მიერ გატანილი ბურთი დაასახელა.