გიორგი მელქაძემ ინგლისის ნაკრებს შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

10 ივნისს, მოსკოვში, რუსეთის 18-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრების კაპიტანი მოსკოვის “სპარტაკის” 18 წლის ნახევარმცველი, გიორგი მელქაძე გახლდათ. მელქაძემ შეხვედრის მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა.

მელქაძე და ყიფიანი რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების განაცხადში

რუსეთის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში საასპარეზოდ გაცხადდა, ჩვენთვის საყურადღებო კი ისაა, რომ ტურნირზე რუსეთის სახელით ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს: მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი გიორგი მელქაძე და “ლოკომოტივის” ფორვარდი ნიკა ყიფიანი. რუსების მეტოქეები ელიტ-რაუნდში ბელგია, ლიტვა და შვედეთი იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ მელქაძე და ყიფიანი ორი წლის წინ გამოჩნდნენ რუსეტის 17-წლამდელთა ნაკრებში. მელქაძე მოსკოვში 1997 წელს დაიბადა და “დინამოს” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ხოლო ყიფიანი, რომელიც თბილისში იმავე წელსაა დაბადებული, მოსკოვში რინატ დასაევის საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა.

“ყიფიანს და მელქაძეს რუსეთის ნაკრების ლიდერობა შეუძლიათ”

რუსეთის 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში გამართული ვალენტინ გრანატკინის მემორიალი გამარჯვებით დაასრულა. რუსეთის ნაკრებმა, რომლის ღირსებას გიორგი მელქაძე და ნიკა ყიფიანი იცავენ, ფინალურ შეხვედრაში კორეას 2:1 სძლია.

რუსულ პრესაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სერგეი კირიაკოვის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის რუსეთის “ქართულ დუეტს” აქებს.

“ნაკრებში რამდენიმე ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელია, რომლებსაც კარგი დრიბლინგი და ძლიერი დარტყმა აქვთ. მათ მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ცალკე გამოვყოფდი ყიფიანსა და მელქაძეს. უახლოეს მომავალში მათ ეროვნული ნაკრების ლიედერებად შეუძლიათ ჩამოყალიბება. ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. სავსებით შესაძლებელია, რომ 2-3 წელიწადში ისინი ფაბიო კაპელოს მეთვალყურეობის ქვეშ მოხვდნენ” – განაცხადა კირიაკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მელქაძე მოსკოვშია დაბადებული და “სპარტაკის” დუბლშემადგელობაში თამაშობს, ხოლო ყიფიანი თბილისში დაიბადა და ამჟამად მოსკოვის “ლოკომოტივის” დუბლების მოთამაშეა.

შორტზე 19, მაისურზე 20 ნომერი

საქართველოს უმაღლესი ლიგის V ტურში “ზესტაფონისა” “სამტრედიას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას უჩვეულო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის კაპიტან გიორგი მელქაძეს მაისურზე სათამაშო ნომერი აღარ ეტყობოდა, რის გამოც მას მთავარმა არბიტრმა ფორმის გამოცვლა მოსთხოვა. მელქაძეს 19-ის ნაცვლად 20-ნომრიანი მაისური ჩააცვეს, შორტზე 19 ნომერი ეწერა, მაისურზე კი – 20.

მატჩი “სამტრედიას” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

გთავაზობთ ამ უჩვეულო ფაქტის ამსახველ ვიდეოს.