ქეცბაია: “შალკე” ფავორიტია, მაგრამ შინ ვთამაშობთ”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი აიღებს სტარტს. K ჯგუფშია მოხვედრილი თემურ ქეცბაიას აპოელი, რომელიც დღეს, ნიქოზიაში გელზენკირხენის “შალკეს” უმასპინძლებს. ჯგუფში ტრიპოლისის “ასტერასი” და პრაღის “სპარტაც” არიან.

ქეცბაია დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად “შალკეს” მიიჩნევს და იქვე აღნიშნავს, რომ ამ მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

“თუ ფავორიტებთან კარგ შედეგებს ვაჩვებთ, დიდ ნაბიჯს გადავდგამთ საუკეთესო 32 გუნდს შორის მოსახვედრად. მომდევნო ეტაპზე თამაში გვსურს. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ გუნდმა უკვე აჩვენა, რომ აქვს პოტენციალი. თუ თავს კარგად წარმოვაჩენთ, დადებითი შედეგის ჩვენება შეგვიძლია. წინ მივიწევთ, მომენტებს ვქმნით, მაგრამ გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვაში და იმედია, ამასაც გამოვასწორებთ.

“შალკე” ფავორიტია, მაგრამ ჩვენ შინ ვთამაშობთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ დაცვაში. ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც განსაკუთრებით კარგად იყენებს სტანდარტულებს. ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს. ამ შეხვედრის შედეგზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი, რადგან წინ კიდევ ხუთი მატჩი გვექნება”, – ქეცბაიას კომენტარს cyprusscore.com-ი აქვეყნებს.

აპოელსა და “შალკეს” შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება და მას ტონი შაპრონის თავკაცობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

იონ არნე რიისემ კვიპროსის თასი ფინალში ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)

20 მაისს, კვიპროსის თასის ფინალში ერთმანეთშ “აპოელი” და “აელი” დაუპირისპირდნენ. მატჩი “აპოელის” გამარჯვებით. 4:2 დასრულდა, ერთ-ერთი გოლი კი იონ არნე რიისემაც გაიტანა.

გრიგალაშვილმა “აპოელს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

17 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატში “აპოელმა” საკუთა რმოედანზე “ოთელოსი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

“ოთელოსის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ როინ კვასხვაძე, ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი. ამ უკანასკნელმა მატჩის 50-ე წუთზე მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა, მე-80 წუთზე კი შეცვალეს.

დამაჯერებელი გამარჯვება და მესის მორიგი რეკორდი

ჩემპიონტა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “ბარსლეონა” კვიპროსს ესუტმრა, სადაც ადგილობრივ “აპოელთან” გამართა შეხვედრა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით და მათი გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა. შეუჩერებელი იყო ლეო მესი, რომელმაც მორიგი რეკორდი დაამყარა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს დაეუფლმა. არგენტინელმა მადრიდის “რეალის” ლეგენდარული შემტევის, რაულ გონსალესის რეკორდი დაამხო.

მესის ბენეფისის დაწყებამდე ერთი გოლის გატანა ლუის სუარესმაც მოასწრო, რომელსაც ასისტენტობა ხორდი ალბამ გაუწია.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ორივე გუნდმა 10 მოთამაშით დაასრულა. 70-ე წუთზე სტუმართა მხრიდან მოედანი მეორე ყვითელი ბარათის გამო რაფინიამ დატოვა, ხოლო აპოელის შემადგენლობაში, მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე წითელი ჟოაო გილერმემ მიიღო.

აპოელი 0-4 ბარსელონა

გოლები: სუარესი 27′ ; მესი 38′ ; 58′ ; 87′

“პსჟ” – “აპოელი” 1:0

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე კვირროსულ “აპოელს” უმასპინძლა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით სძია.

პსჟ 1-0 აპოელი

გოლი: კავანი 1′

აპოელი 1-1 აიაქსი

დღეს, გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის დაპირისპირებები.

კვიპროსში, ადგილობრივი ”აპოელი”, ამსტერდამის ”აიაქს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

გოლები: ანდერსენი 0-1 28′; მანდუკა 1-1 31′.

ბარსელონა – აპოელი 1:0

გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონთა ლიგა “ბარსლეონამ”. კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით სძლიეს კვირპოსულ “აპოელს”.

ბარსელონა 1-0 აპოელი

გოლი: პიკე 28′