საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩის დროს მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრების გამო, შესაძლოა, უეფამ ქართულ მხარეს სერიოზული სანქციები დაუწესოს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გუშინდელ დარღვევებს უეფას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. გამორიცხული არ არის, რომ სექტემბერში შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართოს. მოსალოდნელია, რომ იქნება დიდი ფულადი ჯარიმებიც. მსგავსი ფაქტების ხშირი გამეორება კი ჩვენს დედაქალაქში მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ჩატარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.