ანანიძე: „აი, ასეთი არასწორი ქართველი ვარ“

მოსკოვის „სპარტაკი“ სეზონის გაზაფხულის ნაწილისთვის მზადებას შეუდგა. რუსული კლუბი ამჟამად შეკრებას აბუ-დაბიში გადის. ალენიჩევის ფეხბურთელთა შორის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძეცაა, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობს და ამჟამად ისევ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. აბუ-დაბიში ჯანომ „სპარტაკის“ ოფიციალურ ვებგვერდს თავისი ზამთრის არდადეგებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო.

– თავს როგორ გრძნობ?

– კარგად. მგონია, ყველაფერი ცუდი უკვე გასულ წელს დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ფეხის ტკივილი აღარ მაწუხებს.

– დასვენებისას აღდგენით კურსს აგრძელებდი?

– დიახ, თბილისში. საქართველოს ნაკრების ბაზაზე ამაში ეროვნული გუნდის ექიმი დამეხმარა. ახალ წელს ბაკურიანში შევხვდი, სადაც ბევრი თოვლია

– ბაკურიანში ცნობილი ტრამპლინი იყო, საიდანაც თავისი სარეკორდო ნახტომებით ცნობილი კობა ცაკაძე გამოირჩა…

– ამ დიდებული სპორტსმენის შესახებ მსმელია. ბაკურიანის ტრამპლინიც მინახავს. თუმცა, სავარაუდოდ, ეს უკვე ახალი ტრამპლინია.

– სამწუხაროა, რომ ვერ სრიალებდი

– საერთოდ, პროფესიონალ ფეხბურთელებს დასვენებისას სხვა სპორტის სახეობებით დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, ეკრძალებათ. მითუმეტეს, ჩემს მდგომარეობაში.

– როგორ ხვდებიან პროფესიონალები ახალ წელს?

-სადღესასწაულო განწყობით. რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულს ოჯახისა და მეგობრების წრეში ვატარებთ. მართალია, მათთან შედარებით, მხოლოდ წვენისა და ლიმონათის დალევა შეგვიძლია. სიმართლე რომ გითხრათ, ალკოჰოლს საერთოდ ვერ ვიტან. აი, ასეთი არასწორი ქართველი ვარ (იღიმის). ასე რომ, ჩემგან თამადა, ალბათ, ვერ გამოვა.

1-29781

– როდის იმედოვნებ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს?

– იმედია, მათ მარბელაში შემდეგ შეკრებაზე შევუერთდები. ყველაფერი ექიმების სიტყვაზე იქნება დამოკიდებული. სასიკეთო ცვლილებები სახეზეა. ოპერაციამდე სირბილიც კი მიჭირდა. დღეს კი, მაგალითად, სხვადასხვა მოძრაობა გამომდის. ამავდროულად თავს კომფორტულად ვგრძნობ.

ანანიძე „სპარტაკში“ რჩება

მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთNელმა დიმიტრი ალენიჩევმა აღნიშნა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მისი კლუბი მოთამაშეებს არ გაუშვებს და აც ახალვეულებს დაიმატებს.

„ახალწვეულები? ჩვენი შემადგენლობა დაკომპლექტებულია. ასევე დარჩენილ დროში არავის გაშვებას ვგეგმავთ“, – განაცხადა „სპარტაკის“ დამრიგებელმა.

ანანიძემ ტრავმა მიიღო

მოსკოვის „სპარტაკი“ რუსეთის ჩემპიონატის მეორე ნაწილისთვის მზადებას აგრძელებს. ამ წუთებში „წითელ-თეთრები“ მორიგ ამხანაგურ მატჩს ატარებენ, მათი მეტოქე ტრნავას „სპარტაკია“.

შეხვედრის დაწყების წინ მოსკოველთა ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მიკროტრავმა მიიღო. როგორც ცნობილია, ქართველის ნაცვლად მოედანზე პირველივე წუთებიდან პატრიკ ებერტი გამოვიდა.

ჯანო ანანიძემ მეკარეს სამჯერ გაუტანა და შემდეგ დასცინა (ვიდეო)

მოსკოვის “სპარტაკი” თურქეთშია, სადაც შეკრებას გადის. გუნდთან ერთად იმყოფება ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც თანაგუნდელ მეკარეს გოლი სამჯერ გაუტანა.

ანანიძემ კვლავ გაიტანა

მოსკოვის „სპარტაკისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ თავისი კლუბის ახალგაზრდული გუნდის რიგებში ზედიზედ მეოთხე მატჩი ჩაატარა.

კრასნოდარის „ყუბანთან“ ახალგაზრდული პირველობის მე-12 ტურის შეხვედრა, რომელიც მოსკოველებმა 3:1 მოიგეს, 22 წლის მოთამაშემ პირველი წუთეიდან დაიწყო.

ჯამში კი, „სპარტაკის“ ახალგაზრდული გუნდის ოთხ თამაშში ჯანომ სამი გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, პირველი გუნდის შემადგენლობაში ჯანომ ბოლოს ოც სექტემბერს გროზნოს „ტერეკის“ წინააღმდეგ ითამაშა.

ჯანო დასაჯეს

მოსკოვის ”სპარტაკის” ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე, უახლოეს დღეებში, მთავარ გუნდთან ერთად აღარ ივარჯიშებს.

”ანანიძე, მთავარი შემადგენლობის ვარჯიშიდან გავაძევეთ. მან ეს დაიმსახურა. სადაც გუნდს დასჭირდები, იქ უნდა იყო, მან კი გუნდში დისციპლინა დაარღვია, იგი მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებს არ დაემორჩილა. ჯანოს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს. – აცხადებს ”სპარტაკის” პრეს-ატაშე.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ უარი თქვა, რუსეთის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში, ”სმენას” წინააღმდეგ, მონაწილეობის მისაღებად. მიზეზად კი პირველი გუნდის წევრობა დაასახელა, აღნიშნულ მატჩში კი ”სპარტაკი” მეორე შემადგენლობით თამაშობდა.