“ინტერი” იკარდის შესაძლო შემცვლელად ჟინიაკის კანდიდატურას განიხილავს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “მარსელის” თავდამსხმელი ანდრე-პიერ ჟინიაკი მილანის “ინტერის” ყურადღების არეალში მოხვდა.

წყაროს ცნობით, არის იმის საფრთხე, რომ მაურო იკარდიმ “ნერიაძურისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვას. მილანური გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არგენტინელის შესაძლო შემცვლელად სწორედ 29 წლის ფრანგი თავდამსხმელის კანდიდატურას მოიაზრებს.

ცნობისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ანდრე-პიერ ჟინიაკმა 24 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

 

ინგლისური გრანდები იკარდის აკვირდებიან

“ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი, მაურო იკარდი პრემიერ ლიგის კლუბებში პოპულარულია.

Corriere dello Sport-ის ცნობით, “ინტერსა” და “პალერმოს” შორის გასამართ მატჩს “მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულის”, “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” სკაუტები დაესწრებიან.

22 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 21 მილიონი ევროა, რომლის ხელშეკრულებასაც ვადა 2018 წელს გადის.

ამ სეზონში, მაურო იკარდიმ სერია A-ში და ევროპა ლიგაზე 28 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 გოლით გამოირჩა.

მაურო იკარდიმ “ინტერის” ფანებთან იჩხუბა (ვიდეო)

1 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატში “სასუოლომ” საკუთარ მოედანზე “ინტერი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მილანელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი მაურო იკარდი “ინტერის” გულშემატკივრებთან მივიდა და ერთ-ერთი გულშემატკივარს თავისი მაისური გადაუგდო, თუმცა არგენტინელ თავდამსხმელს მაისური უკანვე დაუბრუნეს.

როგორც იტალიური პრესა იუწყება, გულშემატკივრები ფეხბურთელებს იმაში ადანაშაულებენ, რომ ისინი ბოლომდე არ იხარჯებიან.

„ინტერმა“, შესაძლოა, იკარდი 35-50 მილიონ ევროდ გაუშვას

მილანის „ინტერის„ ხელმძღვანელობა თავდამსხმელ მაურო იკარდისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს, თუმცა, ამავდროულად, ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტსაც არ გამორიცხავს.

„ნერაძური“, მზადაა, იკარდი სხვა კლუბში გაუშვას, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე მსურველი 35-40 მილიონ ევროს გადაიხდის.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, მაუროს შეძენის სურვილი „ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერში“ იკარდი 2013 წელს გენუის „სამპდორიადან“ გადავიდა.

კონფლიქტი “ინტერში”? რა მოხდა მოედანზე იკარდისა და ოსვალდოს შორის

იტალიის სერია A-ს XVII ტურში ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ორივე გოლი არგენტინელმა თავდამსხმელებმა გაიტანეს: მასპინძელთაგან თავი კარლოს ტევესმა გამოიჩინა, სტუმართაგან კი – მაურო იკარდიმ.

მატჩის მიწურულს სტუმრებს დაწინაურების შანსიც მიეცათ, თუმცა მაურო იკარდიმ ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ პაბლო ოსვალდოს ბურთი არ გადააწოდა და ეპიზოდი თავად დაასრულა არაზუსტი დარტყმით. იკარდის ამ გადაწყვეტილებამ ოსვალდოს გაღიზიანება გამოიწვია, უმალ მიიჭრა თანაგუნდელთან და რომ არა ფრედი გუარინი, შესაძლოა, ახალგაზრდა თანაგუნდელს ფიზიკურადაც შეხებოდა.

მატჩის შემდეგ აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი იკარდიმ გააკეთა.

“ასეთი მომენტები მოედანზე ხდება ხოლმე. მინდორს მიღმა ჩვენ შორის არავითარი პრობლემა არ არის. არასწორად მოვიქეცი, მისთვის ბურთი უნდა მიმეცა. ვიგრძენი, რომ ეპიზოდის საკუთარ თავზე აღება შემეძლო და ამიტომაც გავრისკე.

რაც შეეხება გოლის მომენტს, გუარინმა კარგი პასი მომცა და მეც, საბედნიეროდ, ბურთის კარის ბადეში გახვევა შევძელი. მოპოვებული ქულა ფასეულია, თუმცა გამარჯვებაც შეგვეძლო. სამწუხაროა, რომ შანსები ვერ გამოვიყენეთ”, – ციტირებს იკარდის სიტყვებს Football-italia.

იკარდი ინტერიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს

“ინტერის” ფორვარდი მაურო იკარდი კლუბის შეცვლაზე დაფიქრდა. მოთამაშის საკუთარ რიგებში ხილვა “ჩელსის” და “ატლეტიკოს” სურთ და იკარდიც სწორედ ამ კლუბებში გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს.

“ინტერს” მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა, რაც შესაძლოა მნიშნვნელოვანი არგუმენტი ყოფილიყო ფეხბურთელისთვის ბრძლაში. იკარდის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

“ატლეტიკოს” სატრანსფერო მიზანი — იკარდი ან სოლდადო

მადრიდის “ატლეტიკო” დამდეგ სატრანსფერო პერიოდში კიდევ ერთი უმაღლესი დონის თავდამსხმელის დამატებას აპირებს.

კერძოდ, საუბარია ორ კანდიდატურაზე: მილანის “ინტერის” ფორვარდ მაურო იკარდიზე და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელ რობერტო სოლდადოზე. ამ უკანასკნელის დამატება გაცილებით ადვილი უნდა იყოს, ვინაიდან ესპანელი ფეხბურთელი “დეზების” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. თუმცა, იკარდი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელად ითვლება და რა თქმა უნდა, მადრიდელებისთვის ახალგაზრდა არგენტინელი ფორვარდი უფრო მისაღები ვარიანტია.

 

ინტერმა იკარდი გამოისყიდა

“ინტერის” ოფიციალური საიტის ცნობით მილანურმა კლუბმა “სამპდორიასთან” მაურო იკარდის სრულ გამოსყიდვაზე მოილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე იკარდის სატრანსფერო უფლებებს “სამპდორია” და “ინტერი” სანახევროდ ფლობდნენ, თუმცა მომავალი სეზონიდან ფეხბურთელი 100%-ით მილანურ კლუბის საკუთრებაში იქნება..

გასულ სეზონში იკარდიმ სერიაში 22 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

მაქსი ლოპესმა მაურო იკარდის ხელი არ ჩამოართვა

13 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “სამპდორიამ” საკუთარ მოედანზე “ინტერი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრის დაწყების წინ მასპინძელთა თავდამსხმელმა მაქსი ლოპესმა მეტოქე გუნდის შემტევ მაურო იკარდის ხელი არ ჩამოართვა.

შეგახსენებთ, რომ იკარდი და მაქსი ლოპესი “სამპდორიაში” ერთად თამაშობდნენ და ისინი ერთმანეთის კარგი მეგობრები იყვნენ. თუმცა, მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც იკარდიმ ლოპესის მეგობარ გოგონასთან გააბა რომანი.

მარადონა: „ჩემს დროს იკარდის კარგად მიბეგვავდნენ“

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მილანის „ინტერის“ 20 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი გააკრიტიკა. მარადონას თქმით, იკარდიმ „კატანიას“ კიდევ ერთ არგენტინელ ფორვარდ მაქსი ლოპესს მეუღლე წაართვა.

არგენტინის ერთ-ერთი ტელევიზიის 27 წლის წამყვანი და მოდელი ვანდა ნარა დიდი ხნის განავლობაში მეგობრობდა იკარდისთან, ბოლოს კი, მის გამო ქმარიც მიატოვა, რომლისგანაც სამი შვილი ჰყავს. ეს ფაქტი მარადონას ყურადღების არეალში მოექცა, რომელმაც ყველაფერში იკარდი დაადანაშაულა.


„იკარდი მოღალატეა. ის სტუმრად დადიოდა მაქსი ლოპესთან, მეგობრულად ესაუბრებოდა მას, ბოლოს კი ცოლი წაართვა. იცით, რას უზამდნენ ასეთ ადამიანს ჩემს დროს? ალყას შემოარტყამდნენ და კარგადაც მიბეგვავდნენ“, – ციტირებს მარადონას სიტყვებს არგენტინული პრესა.

ბექა დოგრაშვილი