დიბალა: “იუვენტუსში” ბედნიერი ვარ, 10-ნომრიანი მაისური ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა”

სერია ა-ს მეორე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში შესრულებული ქამბექის (2-0-დან 2-4) შემდეგ, “იუვენტუსის” არგენტინელმა ლიდერმა, პაულო დიბალამ პრესასთან ემოციები ვერ დამალა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლოს აქ 3-1 დავმარცხდით და ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, შესაბამისად მეტოქეს მომზადებულები შევხვდით. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შემოვაბრუნეთ.

პირადად მე, ძალიან კმაყოფილი ვარ. მიმდინარე სეზონში ყველაფერი ისე მიდის, როგორც მინდოდა. ვიცოდი, რომ 10-ნომრიანი მაისურის ტარება რთული იქნებოდა. მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს მაისური ჩემთვის იღბლის მომტანი აღმოჩნდა,” – აცხადებს დიბალა.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა საკმაოდ ახლოს იყო “ბარსელონაში” გადასვლასთან, თუმცა მან არჩევანი ტურინში დარჩენაზე გააკეთა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 აგვისტო


“ჩელსი” ვან დეიკისთვის წინადადებას ამზადებს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” ვან დეიკის შესაძენად 50-მილიონიან წინადადებას ამზადებს. “არისტოკრატები” დარწმუნებულები არიან, რომ “საუთეჰმპტონი” შეთავაზებას დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან, ვან დეიკს იურგენ კლოპის “ლივერპულში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მხარეები ფასზე ვერ მორიგდნენ.


“ბარსელონა” აზარისთვის 120 მილიონს ამზადებს

Diario Gol-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ყურადღება ლონდონის “ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავზე, ედენ აზარზე გადაიტანეს.

როგორც იცით, აზარის გარშემო არსებულ სიტუაციას კარგა ხანია, რაც მადრიდის “რეალიც” აკვირდება. მაგრამ, ესპანური პრესის ცნობით, ამ დროისთვის “ბარსელონა” უფრო დაწინაურებულ პოზიციაში იმყოფება.

ყველაფერთან ერთად, ანტონიო კონტეს ძალიან სურს “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფი სერხი რობერტოს გადაბირებაც, რომელიც შესაძლოა, აზარის ტრანსფერის შემადგენელი ნაწილიც გახდეს.


“ბარსას” დიბალა აღარ აინტერესებს

კატალონიის “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი შემტევის, პაულო დიბალასთვის ბრძოლაზე ხელი აიღო.

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონაში” თვლიან, რომ პაულო ლეო მესის ვერ შეეწყობა, რაც ტრანსფერის ჩაშლის მთავარ მიზეზს წარმოადგენს.


უელბეკი “ევერტონში”?

ოლივიე ჟირუს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მერსესაიდის “ევერტონის” ხელმძღვანელებმა ყურადღება დენი უელბეკზე გადაიტანეს, რომელიც ამ დროისთვის “არსენალის” ღირსებას იცავს.


“ჩელსის” პერიშიჩის დამატებას გეგმავს

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედს” ივან პერიშიჩის ტრანსფერისთვის შეებრძოლებიან.

როგორც იცით, მილანის “ინტერი” ყველაფერს აკეთებს ხორვატი შემტევის შესანარჩუნებლად, თუმცა თუ ლონდონელები 60 მილიონ ევროზე მეტის გადახდაზე თანხმობას განაცხადებენ, ყველაფერი უფრო გამარტივდება.


“იუვენტუსს” ახალი 10 ნომერი ჰყავს

“იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავი, პაულო დიბალა ამიერიდან 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც ტურინულ კლუბში საკმაოდ დიდ დატვირთვას ატარებს.

როგორც იცით, “ბიანკონერის” ერთ-ერთი ლიდერის გადაბირების სურვილს საკმაოდ დიდი ხანია რაც ევროპული გრანდები გამოთქვამენ. ბოლო დროს განსაკუთრებით კატალონიის “ბარსელონა” აქტიურობს.

დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა საკმაოდ გონივრულ სვლას წარმოადგენს. როგორც ჩანს, “იუვენტუსი” ცდილობს დაარწმუნოს არგენტინელი, რომ კლუბი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

გუნდში 10 ნომერი პოგბას წასვლის შემდეგ თავისუფალი იყო (2016 წლის ზაფხულის შემდეგ). მანამდე კი ისეთ ლეგენდებს ეკუთვნოდათ, როგორებიც არიან მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო და ალესანდრო დელ პიერო.

დიბალამ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელმა ვარსკვლავმა, პაულო დიბალამ, რომელსაც “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, პრესასთან შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. “იუვენტუსთან” ყველაფერი რიგზე მაქვს. ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო, რათა კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

რაც შეეხება შესაძლო ტრანსფერს, თუ რაიმე სახის წინადადებას მივიღებ, ამას თვითონ კლუბი მაცნობებს. ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული, მათი სიტყვაა გადამწყვეტი,” – აცხადებს დიბალა, რომელსაც საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ “ბარსელონაში” გადასვლასთან.

პელე: “დიბალასა და მარადონას მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო”

ფეხბურთის ბრაზილიელმა “მეფემ” პელემ პრესასთან პაულო დიბალაზე ისაუბრა, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” რიგებში ირიცხება და რომელსაც საკამაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

“დიბალა? ის არც იმდენად ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელია, როგორადაც ხალხი აფასებს,” – აცხადებს ბრაზილიელი ლეგენდა Tuttosport-თან საუბრისას.

“ხალხი მას მარადონასთან აიგივებს, მაგრამ ამ ორს ერთმანეთთან მხოლოდ ერთი საერთო აქვს – ის, რომ ორივე მათგანი მარცხენათი ურტყამს,” – დაამატა მან.

ძამბროტა: “დიბალას “რეალზე” მეტად “ბარსელონა” შეეფერება”

ჯანლუკა ძამბროტა თვლის, რომ ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი შემტევი, პაულო დიბალა “ბარსელონას” სათამაშო სტილს უფრო უხდება, ვიდრე “რეალისას”.

როდესაც ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს ასეთი კითხვა დაუსვეს, მან განაცხადა: “რა თქმა უნდა, “ბარსელონა”.

დიბალა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. მისი ხასიათი ძალიან მომწონს, ძალიან კარგად შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში. ვთვლი, რომ ამ ყველაფრით ის მესისთან უფრო ახლოსაა, ვიდრე რონალდუსთან.

ის იმ კლუბთან უფრო ახლოსაა, სადაც ერთ დროს რონალდინიო თამაშობდა – “ბლაუგრანასთან”, – აცხადებს ძამბროტა.

დიბალას ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ სურს თამაში

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელმა ფორვარდმა, პაულო დიბალამ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“მინდა თუ არა, “ბარსელონასთან”, “რეალთან” ან “ბაიერნთან” შეხვედრა? “ბარსას” ფინალისთვის მოვიტოვებდი, როგორც ორი წლის წინ იყო. უბრალოდ მაშინ მე აქ არ ვიყავი.

ახლა უკვე ყველა მატჩი ერთნაირი სირთულის არის. წილისყრა გაარკვევს, ვის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში გავიდეთ, ” – აცხადებს დიბალა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/8-ფინალში “ბებერი ქალბატონი” “პორტუს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3-0 დაამარცხა.

პაულო დიბალა: “იუვე” ბარსას” დონეზეა”

დღეს ტურინის “იუვენტუსი” “პორტოს” მიიღებს. შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართება და მეოთხედფინალისტის ვინაობას გაირკვევა.

დაპირისპირების წინ ტურინელთა ფეხბურთელმა, პაულო დიბალამ ფრესკონფერენცია გამართა.

“რაც ჩემპიონთა ლიგა დაიწყო, ჩვენ “ბარსელონას”, “რეალისა” და “ბაიერნის” დონეზე ვართ.”

“ჩვენ ვლიდერობთ ქვეყნის ჩემპიონატში. გარდა ამისა, “კოპა იტალიას” ნახევარფინალის პირველი შეხვედრა “ნაპოლის” მოვუგეთ. გამოდის, რომ რაღაც ასპექტებში ნახსენებ სამ გუნდზე ძლიერები ვართ.”

“სიგიჟე იქნება, რომ ჩემს ასაკში ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. სულ რაღაც ორი წლის წინ შევუერთდი გუნდს.”

“ჩემს ზოგიერთ თანაგუნდელს მოგებული აქვს აღნიშნული ტიტული. მინდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გაბედულად და თავდაჯერებულად ვითამაშო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო,” – განაცხადა დიბალამ.

დიბალას აგენტი “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს შეხვდება

უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდის, პაულო დიბალას აგენტი უკვე ჩაფრინდა ტურინში.

როგორც ცნობილი ხდება, დიბალას წარმომადგენელი, პიერპაოლო ტრიულცი ტურინში “იუვენტუსის” დირექტორებთან შესახვედრად და მათთან ახალი კონტრაქტის საკითხების შესათანხმებლად ჩავიდა.

რაც შეეხება ახალი კონტრაქტის დეტალებს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მასში დიბალას გამოსასყიდი თანხა არ იქნება მითითებული, ის კი წელიწადში ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.

დიბალამ “იუვეს” გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია ამცნო

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი შემტევი, პაულო დიბალა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის არსებული კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა.

“კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოს ვარ,” – განაცხადა არგენტინელმა Sky-სთან საუბრისას.

“ძალიან პატარა ხარვეზი გვაქვს. ჩემი აგენტი უახლოეს დღეებში ჩამოვა იტალიაში, რათა ჯუზეპე მაროტასთან ბოლო საკითხებიც მოაგვაროს.”

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა ამ დღეებში არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს. შესაბამისად, მისმა ასეთმა განცხადებამ ტურინელთა ფანებს დამშვიდების საშუალება უნდა მისცეს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (28 იანვარი)


“არსენალს” ფორვარდი ტოვებს


ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი “მეთოფეთა” ახალგაზრდა ფორვარდის, სტეფ მავიდიდის განათხოვრებას აპირებს. ამ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა, ESPN გვაწვდის.

შეგახსენებთ, რომ მავიდიდი გასულ სეზონში “არსენალის” 21-წლამდელთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 30 მატჩში გატანილი 17 გოლით.


მარსიალის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას


Manchester United FC v VfL Wolfsburg - UEFA Champions League

Sky Sports-ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ფორვარდმა, ანტონი მარსიალმა უკვე დაიწყო ჩემოდნების ჩალაგება.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ 21 წლის შემტევმა პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის სასიამოვნო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.


ტოლისომ “იუვესთან” შეათანხმა


ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “ლიონთან” კორენტინ ტოლისოს 40 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმეს. იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, ტოლისო ტურინელებს მომავალ ზაფხულს შეუერთდება.

როგორც იცით, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს იყო “ნაპოლიში” გადაბარგებასთან, მაგრამ საბოლოოდ, მან მაინც ლიგა 1-ში დარჩენა გადაწყვიტა.


ან ზიდანი დარჩება, ან მორატა


Cadena SER საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მადრიდის “რეალის” ესპანელ ფორვარდს, ალვარო მორატას ზინედინ ზიდანთან თანამშრომლობა აღარ უნდა.

როგორც ცნობილი ხდება, მორატამ, რომელმაც გასული ორი სეზონი “იუვეში” გაატარა, კლუბს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა: კლუბს ან ზინედინ ზიდანი დატოვებს, ან ის.


“ჩელსი” სირიგუს ტრანსფერს უახლოვდება


ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “პარის სენ-ჟერმენის” მეკარის, სალვატორ სირიგუს ტრანსფერს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. ამ ინფორმაციას იტალიური Tuttomercatoweb ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატთა” რიგების დატოვების სურვილი მათმა მეორე მეკარემ, ასმირ ბეგოვიჩმა გამოთქვა, რომელიც სწორედ სირიგუმ უნდა ჩაანაცვლოს.


დიბალა “იუვესთან” ახანგრძლივებს?


ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდი, პაულო დიბალა “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმაა. ამ ინფორმაციას gianlucadimarzio.com-ის ადმინისტრაცია გვაწვდის.

როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონასა” და “რეალის” სამიზნე ტურინული კლუბის დირექტორთა შეხვედრას დაესწრო, სადაც ამ პირებმა მისი კონტრაქტის საკითხი განიხილეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს.

პაულო დიბალას “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება

ცნობილი ესპანური გამოცემა, Marca ძალზედ სინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც “იუვეს” არგენტინელ ვარსკვლავს, პაულო დიბალას “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება.

როგორც იცით, 23 წლის სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სტატუსს ატარებს, რომლის გადაბირების სურვილიც “ბარსელონამ” უკვე არაერთხელ გამოთქვა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ბებერი ქალბატონი” აქტიურად ცდილობს მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წელს იწურება, რაც იტალიელთა განზრახვას ააშკარავებს.

ალბათ, არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტიც, რომ “რეალი” პაულო დიბალას დიდი თაყვანისმცემლებითაა სავსე (მათ შორის ზიდანიც).