“აბერდინის” რეკორდი: 11 ათასი კილომეტრი

შოტლანდიურმა “აბერდინმა”, რომელსაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქე ყაზახეთის “ქაირათი” ერგო, ევროთასებზე მანძილის დაფარვაში რეკორდი დაამყარა.

ევროთასების ისტორიაში არცერთ გუნდს არ დაუფარავს 11 ათასი კილომეტრი (ერთი გზა 5495 კმ). ჩარტერი დაახლოებით 200 ათასი ფუნტი (285 ათასი ევრო) დაჯდა. კლუბს თან ახლდა “აბერდინის” 65 ფანი. შეხვედრა ყაზახური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მალე იგივე რეკორდს “ქაირათი” გაიმეორებს, რომელსაც 6 აგვისტოს, “აბერდინთან” საპასუხო მატჩი ელის.

 

ტიმოშჩუკი ყაზახეთში ითამაშებს

უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს.

36 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა “ქაირათთან” 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ტიმოშჩუკი ახალ კლუბში 44-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ქაირათი” ევროპის ლიგაზეც მონაწილეობს, რომლის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბული “ცრვენა ზვეზდა” სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა ყაზახეთში 9 ივლისს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ფეხბურთელი მანამდე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” თამაშობდა. ტიმოშჩუკმა რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა.

 

“ქაირათი” 1:5 მსოფლიოს ნაკრები (ვიდეომიმოხილვა)

ალმათის “ქაირათის” 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კლუბის ლეგენდებსა და მსოფლოს ნაკრებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემაც მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა მსოფლო ნაკრების გამარჯვებთ, ანგარიშით 5:1 დასრულდა: პოკერი შეასრულა ანდრეი შევჩენკომ, ერთი გოლი კი კრისტიან ვიერის ანგარიშზეა.

გთავაზობთ აღნიშნული მატჩის ვიდეომიმოხილვას.