ცხადაძის “ქაირათი” ალბანურ გუნდთან დამარცხდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს გაიმართა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები.

ქართველი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ალმათის “ქაირათი” სტუმრად ალბანურ “სკენდერბეუს” ეთამაშა. კორჩეში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე ალბანელმა ლილაიმ გამოიჩინა თავი და მასპინძელი კლუბი დააწინაურა. 83-ეზე კი პლაკუმ ორამდე გაზარდა სხვაობა. საბოლოოდ, “სკენდერბეუმ” ანგარიშით, 2-0 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ერთი კვირის წინ გამართული დაპირისპირება 1-1 დასრულდა. შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამში 3-1 და შემდეგ ეტაპზე “სკენდერბეუ” გავიდა.

ცხადაძემ გულშემატკივრებს მოუბოდიშა

„ქაირათის“ მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ „ორდაბასისთან“ ყაზახეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში, „ორდაბასის“ გამარჯვერბას ვულოცავ. მეტოქე ბევრს იბრძოდა და თავდადებით ითამაშა. მათ ჩვენი ერთადერთი შეცდომა გოლად აქციეს, საკუთარი მომენტების გამოყენება კი ვერ შევძელით, რაც სამწუხაროა.

როგორ მთავარ მწვრთნელს, პირველ რიგში, „ქაირათის“ გულშემატკივრებისთვის წაგებისთვის ბოდიშის მოხდა მსურს. პასუხს ყოველთვის თავკაცი აგებს, დასკვნები გამომაქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „ქაირათის“ გულშემატკივარდა წინ ბოდიშის მოხდა მსურს“, – ციტირებს ქართველ სპეციალისტს კლუბის ოფიციალური ვებსაიტი.

6 ტურის შემდეგ „ქაირატი“ 5 ქულთ ყაზახეთს ჩემპიონატის მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ცხადაძის გუნდი მე-5 პოზიციაზე მდებარე „აქტობეს“ უმასპინძლებს.

“აბერდინის” რეკორდი: 11 ათასი კილომეტრი

შოტლანდიურმა “აბერდინმა”, რომელსაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქე ყაზახეთის “ქაირათი” ერგო, ევროთასებზე მანძილის დაფარვაში რეკორდი დაამყარა.

ევროთასების ისტორიაში არცერთ გუნდს არ დაუფარავს 11 ათასი კილომეტრი (ერთი გზა 5495 კმ). ჩარტერი დაახლოებით 200 ათასი ფუნტი (285 ათასი ევრო) დაჯდა. კლუბს თან ახლდა “აბერდინის” 65 ფანი. შეხვედრა ყაზახური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მალე იგივე რეკორდს “ქაირათი” გაიმეორებს, რომელსაც 6 აგვისტოს, “აბერდინთან” საპასუხო მატჩი ელის.

 

ტიმოშჩუკი ყაზახეთში ითამაშებს

უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს.

36 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა “ქაირათთან” 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ტიმოშჩუკი ახალ კლუბში 44-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ქაირათი” ევროპის ლიგაზეც მონაწილეობს, რომლის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბული “ცრვენა ზვეზდა” სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა ყაზახეთში 9 ივლისს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ფეხბურთელი მანამდე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” თამაშობდა. ტიმოშჩუკმა რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა.

 

“ქაირათი” 1:5 მსოფლიოს ნაკრები (ვიდეომიმოხილვა)

ალმათის “ქაირათის” 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კლუბის ლეგენდებსა და მსოფლოს ნაკრებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემაც მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა მსოფლო ნაკრების გამარჯვებთ, ანგარიშით 5:1 დასრულდა: პოკერი შეასრულა ანდრეი შევჩენკომ, ერთი გოლი კი კრისტიან ვიერის ანგარიშზეა.

გთავაზობთ აღნიშნული მატჩის ვიდეომიმოხილვას.