ილკაი გიუნდოგანმა ცხრათვიანი ტრავმა სრულად მოირჩინა

ილკაი გიუნდოგანმა მძიმე ტრავმა  მოირჩინა და ახლა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შესახებ “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური გვერდი იტყობინება.

საგულისხმოა, რომ თურქი ფესვების მქონე ფეხბურთელმა დაზიანება 2016 წლის 15 დეკემბერს პრემიერ ლიგის შეხვედრაში, “უოტფორდის” წინააღმდეგ მიიღო. ეს იყო მუხლის ურთულესი ტრტავმა, რომელმაც გიუნდოგანს ცრხა თვე გაუცდინა. მანამდე კი გერმანელმა, რომელიც გასულ ზაფხულში გადავიდა “სიტიში”, გულშემატკივარს თავი “ვესტ ბრომვიჩთან” და “ბარსელონასთან” გაფორმებული დუბლებით დაამახსოვრა.

ილქაის პრემიერ ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ელიან, რომელსაც მანჩესტერული გუნდი “ევერტონის” წინააღმდეგ 21 აგვისტოს გამართავს.

გიუნდოგანმა “სიტი” “ბაიერნსა” და “დორტმუნდს” შეადარა

“მანჩესტერ სიტის” ახალწვეულმა, ილკაი გიუნდოგანმა, რომელიც ბოლო დროს პეპ გვარდიოლას გუნდის ერთ-ერთი ლიდერის როლშიც გვევლინება, საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

“სავარჯიშო ცენტრში მოსვლისთანავე გამაკვირვა აქაურობამ. ამ ადგილს “ბაიერნსაც” ვერ შევადარებ. საქმე სულ სხვა ჩემპიონატს და სულ სხვა დონეს ეხება. მაშინვე ვიგრძენი, რომ მსოფლიო დონის კლუბში მოვხვდი, რომელსაც დიდი ამბიციები გააჩნია.

“დორტმუნდისგან” განსხვავებით, აქ მოლოდინი გაცილებით მეტია, ისევე როგორც პასუხისმგებლობა და ზეწოლა. ინდივიდუალიზმს აქ უფრო მეტად აფასებენ, ვინემ დორტმუნდში.

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, მჯერა, რომ პეპმა გუნდში შეუფასებელი რამ გააკეთა. იმედი მაქვს, რომ წინ მრავალი წარმატებული წელი გველის.” – განაცხადა გიუნდოგანმა.

ტოპ-5 ნახევარმცველი, რომლითაც შესაძლოა, კლოპმა “ლივერპულის” ნახევარდაცვა გააძლიეროს

მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის მოსვლის შემდგომ “ლივერპული” ცოტათი გაუმჯობესდა, გუნდში მაინც არსებობს ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია.

ამის მიზეზი პირველ რიგში კი არის ის, რომ ეს იურგენის გუნდი არ არის – ბრენდან როჯერსის მიერ შეკრებილ გუნდს გერმანელმა სპეციალისტმა მხოლოდ კოლკერი და მარკო გრუშიჩი დაამატა.

გთავაზობთ ტოპ-5 ნახევარმცველს, რომელსაც იურგენ კლოპი აკვირდება და შესაძლოა, მომავალში გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერებაც მიანდოს.

5. აქსელ ვიტსელი (სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი”)

კონტრაქტის ვადა: 30.06.2017

ბელგიელი ფეხბურთელი რუსული კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. თუმცა 27 წლის  ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ უფრო მაღალ დონეზე სურდა თამაში და რამდენჯერმე ახლოსაც იყო ევროპულ გრანდში გადაბარგებასთან.

ვიტსელი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ის ხშირად ეხმარება მცველებს და მშვენივრად გამოდის მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მეურვეობაც, სწორად ირჩევს პოზიციას და ამ ყველაფერთან ერთად ის შესანიშნავია თავით თამაშის დროსაც.

4. რუბენ ნევესი  (“პორტო”)

კონტრაქტის ვადა: 30.06.2019

რუბენ ნევესი პორტუგალიაში მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ნევესს ყველა საერთაშორისო დონეზე აქვს ნათამაშები.

გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულთან” ერთად მისი გადაბირებით, რამდენიმე სხვა ევროპული კლუბიც ინტერესდება. 18 წლის ასაკში ნევესი პორტუგალიური კლუბის მთავარი ფეხბურთელი გახდა მისი კრეატიულობით, შესანიშნავი ბურთის კონტროლითა და თამაშის კითხვის უნარით.

3. რაჯა ნაინგოლანი (“რომა”)

კონტრაქტის ვადა: 30.06.2020

ვიტსელის თანამემამულე, რადია ნაინგოლანი თამაშის აგრესიული სტილით გამოირჩევა, ისევე როგორც გადაცემების სიზუსტით, მას მშვენივრად გამოდის ბურთიც ართმევაც.

იტალიის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში მან 21 მატჩში მოირგო “მგლების” მაისური და 2 გოლის გატანა მოახერხა.

2. ლარს ბენდერი (“ბაიერ ლევერკუზენი”)

კონტრაქტის ვადა: 30.06.2019

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონი (2008), ლარს ბენდერი “ლევერკუზენში” უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, მისი შესაძლებლობები მართლაც რომ უნიკალურია.

ბევრის აზრით, ის სრულფასოვნად შეძლებს ლუკას ლეივას ჩანაცვლებას, რომელიც ირუგენ კლოპს მაინცდამაინც არ ხვდება თვალში.

27 წლის ფეხბურთელი ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ამასთანავე მას შემტევი ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის როლშიც შეუძლია შესვლა.

1. ილკაი გიუნდოგანი (დორტმუნდის “ბორუსია”)

კონტრაქტის ვადა: 30.06.2017

25 წლის გერმანელი ფეხბურთელი იურგენის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელად ითვლება. “ლივერპულის” თავკაცი მას აღწერს, როგორც ” ინტელიგენტს, სრულყოფილ ნახევარმცველს,რომელსაც მრავლადაა დაჯილდოვებული ტექნიკური მონაცემებით.”

აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად მისი საქმეები “ბორუსიაში” არც ისე კარგად მიდიოდა, თუმცა მისმა შრომისმოყვარეობამ შედეგი მაინც გამოიღო და კლოპის გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა.

 

ილკაი გიუნდოგანის ბრწყინვალე ფინტი “გაბალასთან” მატჩში (ვიდეო)

22 ოქტომბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, აზერბაიჯანულ “გაბალასა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში ილკაი გიუნდოგანმა ბრწყინვალედ ითამაშა.

გიუნდოგანი ახალ კონტრაქტს გააფორმებს

“ბორუსიას” ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი დორტმუნდულ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

მიუხედავად უამრავი ჭორის მის “ბარსელონაში” ან “ბაიერნში” შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშრებაით, Bild-ი იუწყება, რომ მოთამაშეს ხელშეკრულების მინიმუმ 1 წლით გახანგრძლივება სურს.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანის ახლანდელი კონტრაქტი ძალაში 2016 წლამდეა. ადრე მის მიმართ ინტერესს “მანჩესტერი”, “არსენალი” და პსჟ იჩენდნენ.

“ვოლფსბურგში” გიუნდოგანისადმი ინტერესს არ ადასტურებენ

“ვოლფსბურგის” სპორტული დირექტორი, კლაუს ალოფსი პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც ვოლფსბურგელები “დორტმუნდიდან” ილკაი გიუნდოგანის გადაბირებას აპირებდნენ.

“ეს უბრალოდ გამოგონილი ამბავია” – განაცხადა ალოფსმა და დაამატა, რომ ვოლფსბურგელები გერმანიის ნაკრების მოთამაშისადმი ინტერესს არ იჩენენ.

გიუნდოგანი მუნდიალს გამოტოვებს

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლპმა განაცხადა, რომ ილკაი გიუნდოგანი ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე ვერ ითამაშებს.

“გიუნდოგანი მუნდიალზე ვერ ითამაშებს. ის უკეთ არის, თუმცა სრულ გამჯანმრთლებას დრო სჭირდება.უბრალოდ უნდა ველოდოთ” – განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი ტრავმის გამო გასული წლის აგვისტოდან ვერ თამაშობს. გერმანიის ნაკრების რიგებში ფეხბურთელს რვა ჩატარებულ შეხვედრაში ორი გოლი აქვს გატანილი.

“მანჩესტერი” გიუნდოგანით სერიოზულად დაინტერესდა

“დორტმუნდის ბორუსიის” გერმანელი ნახევარმცველით, ილკაი გიუნდოგანით სერიოზულად დაინტერესდა ინგლისური გრანდი “მანჩესტერ იუნაიტედი”.

შეგახსენებთ, რომ ადრე გერმანელს “ბარსელონაში” გადასლვას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ფიფამ “ბარსელონას” ტრანსფერების გაკეთება აუკრძალა “იუნაიტედს” უპირატესობა მიენიჭა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი დევიდ მოიესი მზადაა “ბორუსიას” 27 მილიონი შესთავაზოს. “მანჩესტერს” ასევე შინჯი კაგავას გაცვლაც შეუძლია, რომელიც ნამდვილად სურს იურგენ კლოპს.

რაც შეეხება თვითონ “ბორუსიას”, გერმანელები ილკაისთან ახალ კონტრაქტზე აპირებენ ხელის მოწერას.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოშო – http://redarmy.ge/

გიუნდოგანი “დორტმუნდს” კვლავ გამოაკლდა

“როგორც მოგეხსენევათ, გერმანელს სერიოზული ტრავმა ჰქონდა, რის გამოც მან სეზონის ნახევარი გამოტოვა. ფეხუბრთელმა ეს ტრავმა დასძლია,  მაგრამ ახალა ბრონქიტის ანთება შეეყარა” – აცხადებს “ბორუსიას” ექიმი მარკუს ბრაუნი.

“დორტმუნდის” გენერალურმა დირექტორმა,იოჰან ვატცკემ ისაუბრა გიუნდოგანზე და მასზე აგორებულ ჭორებზე.

“ჩვენ არ ვგეგმავთ ილქაის გაყიდვას,”მადრიდელებისგან” არანაირი შემოთავაზება არ მოსულა და არც გიუნდოგანს და მამამისს სურს კლუბის დატოვება.”

ბოლოს ვტცკემ გააკრიტიკა ესპანელი ჟურნალისტები და მოუწოდა მათ, რომ ასეთ ჭორების აგორებისგან თავი შეიკავონ.

“რეალს” გიუნდოგანი სურს

მადრიდის “რეალს” დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის, ილკაი გიუნდოგანის შეძენა სურს, ამის შესახებ ფეხბურთელის მამა ირფან გიუნდოგანი აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ჩაბი ალონსოს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი ეწურება, ამიტომ მადრიდელები ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს.

“მადრიდელები ჩემი შვილით ნამდვილად არიან დაინტერესებულები, მათ ჩვენთან მოლაპარაკებები სურთ. თუმცა, ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკების დაწყება არ შეგვიძლია, რადგან ილკაის ტრავმა აწუხებს. მან ჯერ რეგულარულად თამაში უნდა დაიწყოს”, – ამბობს ირფან გიუნდოგანი.