სპალეტი: “სტროტმანს “ბარსელონასა” და “ბაიერნის” დონის გუნდებში თამაში შეუძლია”

იტალიური “რომას” მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის სჯერა, რომ კევინ სტროტმანი საკმარისად ძლიერია, “ბარსელონასა” და “ბაიერნის” დონის გუნდებში თავის გატანა რომ შეძლოს.

“ვფიქრობ, სტროტმანს შეუძლია ისეთი დონის გუნდებში თამაში, როგორებიც “ბარსელონა” და “ბაიერნი” არიან. მიეცით მას თავის წარმოჩენის შანსი და ამას დაგიმტკიცებთ. მას ამ დონის ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში.

კევინი განსაკუთრებული ფეხბურთელი და ფანტასტიკური კაცია. ამ დასკვნამდე მისასვლელად, იმის ხილვაც საკმარისია, თუ რაოდენ დიდი შემართებით ვარჯიშობს ის ყოველდღიურად.

ის ნამდვილად გუნდის ფეხბურთელია, რომელიც ადვილად ჯდება რიტმში და ყოველთვის მზადაა. თუ მზად ხარ, მოიგებ კიდეც. სხვა შემთხვევაში, რთულია სასურველი შედეგის მიღება.”

კევინ სტროოტმანმა “იუვენტუსის” ფანს შეაგინა (ვიდეო)

5 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და როგორც ჩანს, დაძაბულობის ნაკლებობას არც ტრიბუნაზე განიცდიდნენ.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრი, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ აგინებს რომაელთა ნახევარმცველი კევინ სტროოტმანი ერთ-ერთ ტურინელ გულშემატკივარს.

Sky Italia-ს ცნობით, სტროოტმანის გაბრაზება იმან გამოიწვია, რომ “იუვენტუსის” გულშემატკივარმა ადემ ლაიალიჩს თავისი სარწმუნების (ადემ ლაილიჩი მუსლიმია) გამო შეურაწყოფა მიაყენა.