1 იანვარს, ინგლისის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, “ლუტონსა” და “ბარნეტს” შორის გამართულ შეხვედრაში, ძალიან კურიოზული რამ მოხდა.
ჭდე: ბარნეტი
ედგარ დავიდსმა მოთამაშის კარიერა დაასრულა
ცნობილმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ედგარ დავიდსმა კარიერა დაასრულა.
40 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბ „ბარნეტში“ მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა. უკანასკნელ მატჩში, რომელიც ინგლისის მეხუთე დივიზიონის კლუბმა „სოლსბერი სიტის“ წინააღმდეგ გამართა (3:1), დავიდსი მოედნიდან გააძევეს. ეს ამ სეზონში ჰოლანდიელი ფეხბურთელის უკვე მესამე გაძევება იყო. დავიდსმა აღნიშნა, რომ ინგლისში მსაჯები მას უსამართლოდ ექცევიან და კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო. ახლა ის მთლიანად სამწვრთნელო მუშაობით დაკავდება.
შეგახსენებთ, რომ დავიდსი იცავდა „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „მილანის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „ტოტენჰემისა“ და „კრისტალ პალასის“ ღირსებას. მას მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, უეფას სუპერთასი, აგრეთვე იტალიისა და ჰოლანდიის ჩემპიონატები.
ბექა დოგრაშვილი