“მანჩესტერ სიტის” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, სერხიო აგუეროზე ისაუბრა. ესპანელმა მასა და არგეტინელის შორის ურთიერთობას განსაკუთრებული უწოდა.
“ზაფხულიდანვე აგუეროსთან ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა მაქვს.”
“როცა დიდი ფეხბურთელები თავიდანვე არ იწყებენ თამაშს, ყველა სვამს კითხვას: “რატომ? რატომ? რატომ?” ბოლო ხანებში, კუნი რამდნჯერმე არ იყო სასტარტო შემადგენლობაში და მასთან მიმართებაშიც იმავე კითხვას სვამდნენ.”
“ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. როცა გაბრიელ ჟესუსი მოვიდა, აგუეროს ვუთხარი, რომ ბრაზილიელი კარგ ფრომაში იყო და მინდოდა, მისთვის მიმდიევრობით რამდენიმე კარგი შანსი მიმეცა. ცოტა ხნის შემდეგ კი, კუნი ისევ დიდ დროს გაატარებდა მოედანზე.”
“აგუერო უმაღლსი დონის ფეხბურთელია. მისი გოლები ყოველთვის დიდ დახმარებას გვიწევს,” – განაცხადა გვარდიოლამ.